გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ. გოგი ქავთარაძე 80 წლის იყო. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, უკვე პარტიის ყრილობაზე მოხდება პარტიის თამვჯდომარის არჩევა, ყრილობა კი თვის ბოლოს ჩატარდება. “პოლიტიკურ საბჭოს სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში, ეს იყო ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. მანამდე, ალბათ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის არჩევა ყველაზე გაჭვირვალედ, ელექტრონულად მოხდება. ათიათასობით მხარდამჭერს და პარტიის წევრს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ…

მეტი...

დევნილთა სააგენტომ ჩანგელიების 5 სულიან ოჯახს ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა

დევნილთა სააგენტო აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ოჯახმა 14 დეკემბერს, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში 3 ოთახიანი ბინა მიიღო: “დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5 სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა. დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით. ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა…

მეტი...

გორში კორონავირუსს ორი პედაგოგის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსს ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. ორივე გორის რაიონის სკოლის პედაგოგი იყო – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულას საჯარო სკოლის ქართულის და მათემატიკის პედაგოგები. ერთ-ერთი მათგანი, 62 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული თანმდევი დაავადება ჰქონდა, ის ონკოპაციენტი იყო, რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 42 წლის ახალგაზრდა ქალს არც ერთი თანმდევი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა. პაციენტი სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მას შემდეგ, რაც 42 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. ფილტვების თითქმის 90% დაზიანებული ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიის წევრები უკვე ერთი საათია დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, ინფორმაციას ამის შესახებ პრეს სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით განსახილველ თემებს შორის არის პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი, მაგრამ დღეს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება. ასევე განიხილება სხვა ტექნიკური საკითხები, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.  გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება, რომელიც ჩანიშნული არ იყო, ორი დღის წინ გადაწყდა.

მეტი...

„კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირზე ვართ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენასთან დაკავშირებით მჭიდრო კავშირზე არიან. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას კოროვირუსის ახალი სახეობის შესახებ დამატებით ინფრომაციას მიაწვდიან, როდესაც უკეთ შეისწავლიან მის მახასიათებლებს. „კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ. ისინი გააგრძელებენ ინფორმაციის, ანალიზებისა და მიმდინარე კვლევების შედეგების გაზიარებას. ჩვენ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც კი მეტს გავიგებთ ვირუსის ამ ვარიანტის მახასიათებლებსა და მის შედეგებზე“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 19 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა…

მეტი...

„ვირუსის “ახალი” ვარიანტი 70% -ით ადვილად ვრცელდება!” – ბიძინა კულუმბეგოვი

ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართვას, ის საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აფრთხილებს:„პ.ს. ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მის მიმართ ვაქცინა არაეფექტური იქნება.ახლა არ არის შესაბამისი დრო როცა შეზღუდვების გამარტივებაზე უნდა ვფიქრობდეთ!!!ახლა შესაბამისი დროა ვფიქრობდეთ: უფრო მეტ ტესტირებაზე, უფრო მეტ ექიმის გადამზადებაზე, უფრო მეტ ICU საწოლის მობილიზებაზე!!!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

მეტი...

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მათივე ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს. მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.

მეტი...

სამგორში მოსახლეობის ნაწილი მერიის მიერ უკანონოდ მიჩნეული სახლების დემონტაჟს თავადვე ახორციელებს

მოსახლეობის ნაწილი სამგორში საკუთარი ხელით ანგრევს იმ შენობებს, რომელიც თავად ააშენა. მერიამ გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა და მოსახლეობას დემონტაჟი მოთხოვა. განცხადებაში მერია მიწის მიტაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას ვერ დაუშვებს და უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ.

მეტი...

ერთ დღეში 849 ადამიანი დაჯარიმდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს,  დაჯარიმებულთა შორის 104 ფიზიკური პირია. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 745 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვანდაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით…

მეტი...

ერთ დღე-ღამეში ვირუსით 39 ადაიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

24 საათში ვირუსით 1 731 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  208 638-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.

მეტი...

ლონდონი „კოვიდ განგაშს“ აცხადებს, გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

კოვიდ პანდემიის გამო, დიდმა ბრიტანეთმა განგაში გამოაცხადა. საქართველოს საელჩო ინგლისში განცადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადების მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ…

მეტი...

მამაკაცს, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი დაკავებულია და მას 7 წლიანი სასჯელი ემუქრება.  გიორგი მერებაშვილი წარსულში ნასამართლევია და პრობითი ვადით იყო გათავისუფლებული. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.  შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივმოხდა სამართალდამცველების მობილიზება.  პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებებისშედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი  დაკავება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს,…

მეტი...