ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება

  •  

თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები