21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იხსენება

დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იხსენება. ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრები განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი, გამონაკლისს წარმოადგენს.

ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

მსგავსი თემები