ჯანმო მზადაა, საქართველომ კოვიდ-ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში…

მეტი...

ძველმა “გირჩმა” ახალი „გირჩი“ დააარსა

„გირჩელები“ საბოლოოდ დანაწევრდნენ. „გირჩის“ დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია  „გირჩი – მეტი თავისუფლება” დააფუძნა. მან პარტიის ყრილობაც მოიწვია და პარტიის თავმჯდომარეც გახდა. „დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომლის სახელიც „გირჩი” იქნება, ოღონდ სრული სახელი იქნება განსხვავებული წინა „გირჩისგან”. წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი – მეტი თავისუფლება”. დღევანდელ ყრილობაზე ფორმალური ნაწილი გვაქვს გასასვლელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად…

მეტი...

23 წლის ექიმი „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა

გიორგი ბუაძე 23 წლის იყო და ის მარნეულში, „ავერსის” კლინიკების ქსელში მუშაობდა. ახალგაზრდა ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი გარდაცვლების მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, რადგან უცებ გახდა ცუდად და მოულოდნელად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში, 121 აჭარაში, 281 კი იმერეთში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში, 121 აჭარაში, 281 კი იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 26 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ჯამში 2 352 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში „კოვიდ-19“-ის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პირი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 200 339 გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 170, PCR ტესტით – 7 251. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 701, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 464. ამასთან, 25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 881…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საუბარია ფაშინიანის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო თანამემამულეებო, ახლა უკვე აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ მართულმა პროცესმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, თავისი მოთხოვნის გარშემო ხალხის მხარდაჭერა მოეხდინა. მას აქვს უზარმაზარი ფინანსური, მედია და ორგანიზაციული რესურსები, მას ჰქონდა ფართო შესაძლებლობები, მოეწყო მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ ოპოზიციამ არამარტო ვერ უზრუნველყო ხალხის მხარდაჭერა თავისი მოთხოვნების გარშემო, არამედ მისი მხარდამჭერების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოედნის პროცესმა დასასრულს მიაღწია. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლება შევინარჩუნეთ უხეში…

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება. ამასთან ცნობილია პარტიის სახელიც, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”. პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი. ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. “ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – დაწერა ჯაფარიძემ.

მეტი...

ორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა – VOC-202012/01 ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ კლუგემ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „კორონავირუსის ახალი ვარიანტი ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, წინა შტამებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.

მეტი...

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

მკვლელობა მოხდა იყალთოში – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი,  თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

მეტი...

პოლიციის მაღალჩინოსანმა საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

თელავში, კერძოდ კი სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი – ზურაბ საჩიაშვილი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ მიაყენა. ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ირკვევა დაპირისპირება ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც, მოკლული და პოლიციის მაღალჩინოსანი სუფრაზე ერთად მოხვდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მთელი ღამე მუშაობდნენ.

მეტი...