ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები კორონავირუსზე ტესტირებას უფასოდ გაივლიან. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ტაქსის მძღოლები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით ცალკე რისკჯგუფად განისაზღვრა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას.

„დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი ესემესის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლება ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა ტესტირება მათთვის იქნება უფასო, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ასევე ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები