“პარლამენტში არ შევალ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, არც განცხადებას ვწერ, ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამასთან, კითხვაზე, დაწერს თუ არა 11 დეკემბერს პარტიული სიის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას, ელისაშვილმა უპასუხა, რომ არაფერს დაწერს. როგორც აღნიშნა, ის ელოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა შეასრულოს. „11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ არც მე და არც ლევანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

“არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, მორჩა და დამთავრდა” – გიორგი ვაშაძე

“არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. სხვადასხვა მოსაზრებებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, მორჩა და დამთავრდა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ ჩატარდება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც საზოგადოებას ყველაფერი ეცნობება. „მეხუთე რაუნდზე ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას. დღეს, ვფიქრობ რომ ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტებით. ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ და…

მეტი...

“ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა, რადგან ის არ იქნება ოპოზიციონერი, მეტიც „ქართული ოცნების“ წევრადაც არ ივარგებს” – ნიკა მელია

“არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არანაირი არგუმენტი, მიზეზი ან საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს. „ნათქვამ-ნამოქმედარის შეჭმარიტი ფასი დადგება პარასკევს, 11 დეკემბერს. განცხადებებს ვინც დაწერს, ე.ი. ის უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული არჩევნების გაფორმებაზე. ვინც არ დაწერს, მე ასე ვუყურებ, ის უბრალოდ იღებს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. ვიმედოვნებ, არ აღმოჩნდება არც ერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავისი პარტიის სიით არის გასული პარლამენტში, რომელიც არ დაწერს განცხადებას. სხვის…

მეტი...

“ერთადერთი ლეგიტიმური გზა სამწუხაროდ დარჩა ბოიკოტი” – “ლელოს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ლელოს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.  “ერთადერთი ლეგიტიმური გზა სამწუხაროდ დარჩა ბოიკოტი” – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ლელოს” ოფისში, ოპოზიციის კონსულატაციების შემდეგ გააკეთა. “ბოიკოტის მიღმა ალტერნატივას “ქართული ოცნება” არ ტოვებს,”-განაცხადა უგულავამ.

მეტი...

„ქართული ოცნების“ გარდა ვინც 11 დეკემბერს პარლამენტში შევა, ყველა პირდაპირ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შედის” – დავით ჭიჭინაძე

„პირდაპირ  გაფორმდება მათი გაერთიანება, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად ემსახურებოდა „ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესებს ასე რომ, ძალიან სასაცილო და არადამაჯერებელია, როდესაც თავისი პატარა ინტერესების გამართლებას ვითომ გლობალური მიზეზებით ცდილობენ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გაანცხადა. ჭიჭინაძისთვის გაუგებარია „ხელისუფლების მიტაცების“ პირობებში რა კომპრომისზე საუბრობს ზოგიერთი ოპოზიციონერი: „გულდასაწყვეტია, როდესაც პოზიციონირებენ ხალხის ინტერესების დამცველად და მერე უცებ იმაზე იწყებენ საუბარს, რაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს. რადგან ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნა, ვის რაში აინტერესებს საარჩევნო კოდექსი?! ან საერთოდ რა „ჩაწიკწიკებებზეა“ საუბარი, როდესაც ხელისუფლების და ძალაუფლების მიტაცება ხდება?! ამიტომ ვიყავი ყოველთვის…

მეტი...

“როგორც მივხვდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, ჩემი თავი გადარჩა” – გიგი უგულავა

“როგორც მივხდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, მგონი, ჩემი თავი გადარჩა,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება „ყურით მოთრეული არგუმენტებით“, არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ. „ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი, მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებს პარლამენტში, პარლამენტში აპირებდნენ ჩიხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვ, შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. მან გვამცნო, კი ბატონო, გაგვათავისუფლებენ. კარგია რომ თავისივე გადასწორებულ, გადასეკვესტრებული კონსიტუცუცია წაიკითხა და მიხვდა, როდესაც ადამიანი ამბობს, მე ბოიკოტს ვუცხადებ და ვუტოვებ პარლამენტს შენს…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა, გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული, გინდათ ფული? მოდით, ვისაც ღირსება გაქვთ, ნუ მოხვალთ” – ნიკა მელია

“ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გახსნა დახლი – კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით, ვინც პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,” – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, დღეს კობახიძემ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გააჟღერა. „დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე საუბრობს ბატონი ივანიშვილი და ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანისგან ჟღერდება, ეს არის შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონ კობახიძის მიერ. როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ…

მეტი...

“გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს” – ირაკლი კობახიძე

“გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს,” – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადებას, სადაც უგულავამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარტო იქნებიან, ირაკლი კობახიძემ თავი გადაიპარსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად გადაიპარსავს. „პრინციპში, გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს, თბილისის მოსახლეობას დაუბრუნოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

“თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება ” – გიგა ბოკერია

“ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი საბაბს ეძებს და თანაც ძალიან სამარცხვინო ფორმით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ შორის არის ფულის აღება და ეს სიცრუეა, რომელიც ელისაშვილმა იკადრა. „აშკარა შთაბეჭდილებაა, სამწუხაროდ, რომ საბაბს ეძებს. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს სიცრუა მრვალ სიცრუეთა შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია…

მეტი...

თუ გადახრა 0.1%-ი იქნება, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს, და კობახიძე პოლიტიკას დატოვებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მზადაა პარლამენტი და საერთოდ, პოლიტიკა დატოვოს, თუ საარჩევნო ხმების გადათვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ცდომილება იქნება. ცდომილების დასადგენად კი მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს.    „პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწვლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარალამენტო პარტიები ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება, თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ,…

მეტი...

“მოვუწოდებთ კოლეგებს ოპოზიციიდან, შემოვიდნენ პარლამენტში და დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ “ოცნებასთან” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი პარტია  “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ კარგი პროცესია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრობენ. გარდა ამისა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციურ ლიდერებს მოუწოდა პარლამენტში შევიდნენ და ამით განიმუხტოს ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. “საჯარო ლაპარაკი დაიწყო მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელიც აქამდე არასაჯარო პროცესი იყო. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა. სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ “გირჩის” პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი…

მეტი...

“ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს” – კარლ ჰარცელი

“ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედგა დიალოგის მორიგი რაუნდი და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. „ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია.…

მეტი...

მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო რეგისტრაციასაც გაუუქმებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა.  როგორც კობახიძემ ახსნა, ეს განპირობებულია ამბოხის სცენარით.    „ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. ის არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ…

მეტი...

“რეალურად პრობლემა იმაშია, კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, თუ პარტია  “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილისთვის პარლამენტში შესასვლელად საარჩევნო სისტემის რეფორმა საკმარისია, მისთვის ეს არის ინსტრუმენტი, რისთვისაც მას სჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიების თანადგომა. ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალური პრობლემა ამ პროცესში ისაა, რომ არც ერთმა არ იცის, რატომ აგინებენ ერთმანეთს. “ჩვენ მივილტვით იქითკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში ამიერიდან იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც, ადგილობრივ არჩევნებზეც პროპორციული, ბუნებრივი ბარიერიანი არჩევნები. რაც საშუალებას არავის აღარ მისცემდა დაეყენებინა ის მდგომარეობა, რაც დადგა 31 ოქტომბერს. მაგალითად…

მეტი...

მმართველი გუნდი ოპოზიციას საბიუჯეტო დაფინანსებას შეუწყვეტს

ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდებათ. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად, მათ დაფინანსებაც შეუწყდებათ, თუ ისინი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართავენ. “ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები”,…

მეტი...

სადაა სახელმწიფოს დაფინანსებით, კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი – მთავრობა ჩამონათვალს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ. რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.

მეტი...

მმართველი გუნდი, ოპოზიციას მანდატებს შეუწყვეტს – ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამბოხით შეპყრობილი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის შესაბამისად, მათ პარლამენტი საპარლამენტო მანდატს შეუწყვეტს. „გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამიტომ,  უნდა გავმიჯნოთ პარტიები ერთმანეთისგან. თუ ის პარტიები, რომლებიც ამბოხის სცენარის მონაწილეები არიან, უარს ამბობენ მანდატებზე, ძალიანაც კარგი. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა მათ დაუკმაყოფილდებათ პარლამენტის გადაწყეტილების საფუძველზე. ისინი, ვინც ამბოხის სცენარის მონაწილეები არ არიან, მათ ეს არ ემუქრებათ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.   

მეტი...

„ამ ადამიანების პარლამენტის შესვლა მაგონებს 9 აპრილის მერე, რომ კომპარტიაში შედიოდნენ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ეს ყველაფერი გაცვალოს საკუთარი ჰიპოთეკის გადახდაზე ძალიან უხერხულია“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. პოლიტიკოსი ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება და თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა მათი მხრიდან მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვაა. „ეს საკითხი კარგად დავაპროვოცირეთ, ყველამ ყველაფერი იცოდა და არავინ ამაზე ხმას არ იღებდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი უშვირა ქვასაც და წყლის ჭავლსაც, ბევრი აღმოვჩნდით ციხეში, ბევრი ისევ იქაა, ამ დროს ეს ყველაფერი შესწირო საკუთარი ჰიპოთეკის გადახდას ეს ძალიან ცუდია. ესენი აპირებენ მორიგეობით შეუერთდნენ პარლამენტს,ამ ადამიანების პარლამენტში შესვლა მაგონებს 9 აპრილის მერე, რომ კომპარტიაში შედიოდნენ იმ…

მეტი...

მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო. სააგენტოს ცნობით, დახმარებების მისაღებად ელექტრონული განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  “ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის…

მეტი...

„ბოკერიას პარტია დაკავებულია საბოტაჟით, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდა“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას სიტუაციის არევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა. ელისაშვილის გათვლით, ამ ყველაფერს ბოკერიას პარტია იმიტომ აკეთებს, რომ პარლამენტში ვერ მოხვდა. „იმ დროს, როცა ჩვენ გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული ელჩების ხათრით, ელჩები გვეუბნებიან, რომ მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, პროცესი დაზიანდება, მოლაპარაკებებით შეთანხმებამდე ვერ მივალთო. იქ რაღაც თანამდებობებსა და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით…

მეტი...

„როგორც ჩანს ელისაშვილი საბაბს ეძებს შესასვლელად“ – სერგი კაპანაძე

ალეკო ელისაშვილს სერგი კაპანაძე პასუხობს. „ევროპული საქართველოს“ წევრი თვლის, რომ ელისაშვილი ივანიშვილისთვის არჩევნების „გაპრავებას“ აპირებს: „სამწუხარო იყო ელისაშვილის ბრალდებები, რომ ვითომ ფულის აღება დავაბრალეთ, როგორც ჩანს ელისაშვილის საბაბს ეძებს შესასვლელად, მას თუ მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად უნდა შევიდეს პარლამენტში ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას, თქვას ასევე, რომ ივანიშვილს „უპრავებს ამ არჩევნებს,“ – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა – ისინი დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, მაქსმალურად ჩაერთონ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და საერთაშორისო დონეზე დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, რომელიც მათი თქმით, ტოტალურად გაყალბდა. “მოგესალმებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც 35-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო-სახალხო პროტესტის გამომხატველი მშვიდობიანი აქცია, ადგილიდან, სადაც ადამიანები 24 საათის განმავლობაში ვდგავართ უამინდობასა და სიცივეში, ადგილიდან, რომელსაც ხალხმა თავად დაარქვა “თავისუფლების კვარტალი”. ეს სიტყვა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის, ვაცნობიერებთ იმას, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის შედეგია თანამედროვე ევროპული (დასავლური) ფასეულობები და ზოგადად…

მეტი...

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარის მიმართ შეურაცხოფის ფაქტზე, დაცვის პოლიის თანამსრომელს ბრალი წარუდგინეს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციაისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის​ პრკურატურამ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინა. ინსპექტორ ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ედება ბრალი. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო.საქართველოს პროკურატურამ თბილისის…

მეტი...

“ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის ისეთი ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ” – მაია ბუწაშვილი

„ადამიანების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, რატომ არის, რომ თავად დაავადების მიმდინარეობის პროცესში ტემპერატურა ეცემა, მაგალითად, 35 გრადუსამდე, ან დაავადების გადატანის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს აქვს დაბალი მაჩვენებელი,“ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტემპერატურის ვარდნის მიზეზებს განმარტავს, მისი ინფორმაციით ტემპერატურის ვარდნა ახასიათებს ვირუსების შემდგომ პერიოდს: „ადამიანებს აინტერესებთ, რატომ ხდება, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, მაშინაც კი, როდესაც ტესტით დადასტურებულია ორგანიზმში ვირუსის არარსებობა, ადამიანებს რჩებათ ტემპერატურული რეაქცია, მაგალითად, დღის რომელიღაც მონაკვეთში, თუნდაც საღამოს, 37.5. რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა იწყება 36 გრადუსიდან და ამის ქვემოთ უკვე ადამიანები ღელავენ, რომ აქვთ უჩვეულოდ…

მეტი...

„პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, გეგონება ამით სამშობლოს უნდა ვუღალატო“ – ალეკო ელისაშვილი

თუ მმართველო გუნდა საარჩევნო სისტემის რეფორმას დათანხმდება, ალეკო ელისაშვილი მზადაა პარლამენტში შევიდეს. მისი განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმა მთავარი მონაპოვარი იქნება და საკანონმდებლო ორგანოში თავაწეული შევა.   „საშვილიშვილო შედეგი მინდა  რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე, პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და რას ვაკეთებთ საათობით იქ? დროის ¾ ეთმობა დეტალებზე საუბარს – ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს,  არჩვენების წესი როგორი უნდა იყოს…. ამას მივყვებით საათობით. ეს საქმე კარგად იცის გიორგი ვაშაძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ კაცმა გოჩა თევდორაძემ. მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი და შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ,…

მეტი...

სახელმწიფომ სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა

COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან- ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა. საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ კი 625,537 ლარი შეადგინა. გარდა აღნიშნულისა, მხოლოდ ნოემბერში დამატებით 300 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. „თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით.…

მეტი...

„განადგურებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ ფერმებად იყენებდნენ“ – ალი ბაბაევი

„აზერბაიჯანმა 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნა.  წლების განმავლობაში, კონფლიქტის მოგვარების გზა არ ჩანდა. ომისთვის პროვოცირება თავად სომხეთის ხელისუფლებამ მოახდინა ფაშინიანის ხელმძღვანელობით. ომმა არაერთი დედა და ოჯახი გაამწარა ორივე მხრიდან. არადა, შეიძლებოდა საკითხის  მშვიდობიანი გზით მოგვარება“ – ეს განცხადება „საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. როგორც ბაბაევი განმარტავს, დაბრუნებული სოფლები თითქმის განადგურებულია და განადგურებულია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებიც.    „ყარაბაღი დღეს აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების  გზით დაიბრუნა. დღეს მიმდინარეობს რუსეთის სამშვიდობო ძალების დისლოკაცია “ლაჩინის კოლიდორში” და სტეფანაკერტის ტერიტორიაზე. ის ტერიტორია, რომელიც გათავისუფლებულია  დიდი ვანდალიზმითაა სავსე. მთლიანად განადგურებულია…

მეტი...

თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს

„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. ჯამში ეს თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს.  მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს“ – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 147-ია

დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებებში 1 900 ადამიანი მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 159, იმერეთში – 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 31, იმერეთში – 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 – თბილისში, 1 846 – აჭარაში, 393 – იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში…

მეტი...

როგორია ინფიცირებულთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა; აჭარაში – 489; იმერეთში – 823; ქვემო ქართლში – 372; შიდა ქართლში – 381; გურიაში – 93; სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377; კახეთში – 328; მცხეთა-მთიანეთში – 143; სამცხე-ჯავახეთში – 73; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1 325.

მეტი...

ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები 5 000-სს აღწევს

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 59 ტესტი. შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 895 პირი. აღნიშნული ინფორმაცია შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

მეტი...

2021 წლიდან უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება

„უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში 40 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და მომავალი წლიდან უფასო სასადილოებით სარგებლობას ისინიც შეძლებენ. „ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ…

მეტი...

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები აწარმოა, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მიმდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი. „ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო.…

მეტი...

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი ამერიკელებს ექნებათ

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ. დოკუმენტის მიხედვით, იქამდე სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს. “ერთად ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ და პანდემიაც დასრულდება. ჩვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

ბათუმში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ის სტაციონარში 6 დეკემბერს კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, მას გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადების გამო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

მეტი...

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 815 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 590 ინფიცირებული

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 20 815-ით გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით 7 000-ით ნაკლებია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სულ მილიონ 218 000-ზე მეტი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 590 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 19 932 შეადგინა.

მეტი...