„კოვოდ 19“-ს ახალი, შტამის არსებობა ჩინეთშიც დადასტურდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი, მუტაციაგავლილი შტამი ახალგაზრდა ქალს დაუფიქსირდა.
ახალი შტამის მატარებელ ქალს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის ახალი შტამი პირველად სწორედ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა და ის მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში გადავიდა. ახალი შტამი არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება.