“ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმება მიღწეულია – ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება მოხერხდა.  “საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა  მინისტრებთან შავი ზღვის რეგიონში  უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განვიხილეთ, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას . ნატო ამას პასუხობს საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდით, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. მხოლოდ გასულ კვირას ნატოს საჰაერო ხომალდი ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ატარებდა წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში.საქართველო და უკრაინა  ჩვენი ღირებული…

მეტი...

NATO-ს მომავალი 10 წლის სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანი იქნება

NATO-ს მომავალი 10 წლის სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანი იქნება. ალიანსის მინისტერიალს დღეს ონლაინ რეჟიმში შეუერთდა საქართველოც – ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ყველაზე ახლოსაა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსთან. ანგარიშში სახელწოდებით “ნატო 2030” საუბარია რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმმა პარტნიორობა უნდა გააძლიეროს საქართველოსთან, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანების საკითხი.

მეტი...

“კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ყველანი დამწუხრებულები ვართ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი. ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქში“.

მეტი...

“კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების შეფერხებას და ასევე ფეიკ ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან” – ინტერპოლი

ინტერპოლი აცხადებს, რომ კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების შეფერხებას და ასევე ფეიკ ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან. ორგანიზაციის განმარტებით, მათ 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება. ”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“- აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი.

მეტი...

სოფელ სუფსაში ავარიას სამარშუტო ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა

სოფელ სუფსაში თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამარშუტო ტაქსს, რომელიც სავარაუდოდ ფოთიდან მოდიოდა ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

მეტი...

“იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესების გადადებით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას ცდილობს. კახი კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გადადება პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის. „ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის…

მეტი...

ხვალიდან 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელება 3 დეკემბრიდან ონლაინ რეგისტრაცია იწყება. “ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. ამასთან, განვმარტავთ, რომ  რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ   დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.  შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და…

მეტი...

“ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი სამ კვირაში ან ერთ თვეში აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნაწილობრივი ლოკდაუნი და ტესტირების გაფართოება დაახლოებით სამი კვირიდან ერთი თვის მონაკვეთში პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა ორმაგდება. „რეკომენდაცია არის ის, რომ უფრო უნდა გავამკაცროთ და, საბედნიეროდ, მე ვამჩნევ, რომ საზოგადოების პასუხისმგებლობის დონე ბოლო პეიოდში ამაღლდა. მართალია, ყველა არ იწონებს ამ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ახლა არ არის თვით დამშვიდების დრო და უნდა გამოვიდეთ იმ ეიფორიისგან, რაც გვქონდა გაზაფხულ-ზაფხულზე. ამ გაზრდილი დინამიკის ფონზე ორმაგდება რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა, როგორიცაა: პირბადის ტარება…

მეტი...

“მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატოს საგარეო საქმეთა დღევანდელ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებული ვერსიის მიღების მოლოდინი აქვს.  მისი თქმით, ამ პაკეტით გაძლიერდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებით. “მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას. ამ პაკეტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. უელსის სამიტზე ჩვენ მივიღეთ ნატო საქართველოს პაკეტი, რომელიც 14 მნიშვნელოვანი მიმართულებისა და პროექტისგან შედგება და ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ ახალ, არსებით პაკეტში, განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებს. ასევე, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი. ამასთან,…

მეტი...

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შეშის მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სირცხვილია, სირცხვილია!“. „გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება. გავიგეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან, რატომ არ შეიძლება. აქციის დროს შეუძლოდ გავხდი და კარავში წყლის დასალევად შევდიოდი, პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, რომელიც თუ არ ვცდები კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია, გამომაგდო. ამას მოჰყვა ჩოჩქოლი, რაც ხელოვნურად შექმნეს. კარავშიც აღარ მიშვებენ. მიზეზს გვეუბნებიან, რომ ამას ჩვენივე უსაფრთხოების გამო აკეთებენ. მსგავსი აბსურდი არც მსმენია. თქვენ ამ ნივთებს მარგინალური ქმედებებისთვის გამოიყენებთო. აქციის მონაწილეები…

მეტი...

პოლიციელებზე ძალადობის მოწოდებისთვის პოლიტიკოსი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე დაკავებულია. დაკავების მიზეზი  ვიდეომიმართვა გახდა, სადაც ვაშაყმაძე  მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო…

მეტი...

საქართველოს თვეში 30 000 ტონა ფქვილი სჭირდება, 10 000 ტონის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი არის 0,24 ლარით გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხებათ. როგორც სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფქვილზე სუბსიდირება ყველას არ შეეხება. „ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს“ – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“ რაც შეეხება პურზე ფასების ზრდას და სუბსიდირებას,…

მეტი...

“ხორბალი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა, ჩვენთან 2 თვის მაგარი არსებობს” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხორბლის ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირებულია, რაც საქართველოზეც აისახება. „გაზის ტარიფის ზრდა პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის – აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა,…

მეტი...

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა. „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, რისი მაგალითიც ინტენსიური ტესტირების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ სახელმწიფო დღეში 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც კერძო სექტორის სერვისებიც ემატება. ამასთან ერთად, ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, რათა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საჭიროების მიხედვით ისარგებლონ შესაბამისი სერვისებით, იქნება ეს კოვიდ სასტუმროებში განთავსება, თუ ჰოსპიტალიზაცია. ასევე, მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება ქვეყანაში…

მეტი...

“გასაგებია, მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა” – ამირან გამყრელიძე

გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა – გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ნოემბერში შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა იმ მომატებული მობილობის გამოძახილია, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დაფიქსირდა. „პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.  მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. “მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნება თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდსასტუმროებში მათ განთავსებას,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცა გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ. “ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა.…

მეტი...

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ბოლო დღეებში ის,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა და საავადმყოფოში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადიოდა.  ყოფილ დეპუტატს,  2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

მეტი...

“კორონავირუსის სამკურნალოდ 611 საწოლია თავისუფალი” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით კორონავირუსის სამკურნალოდ საქართველოს მასშტაბით 611 თავისუფალი საწოლია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს საწოლების დამატებით მოძიების პროცესი. “დღეს ჩვენ გვყავს 4 033 ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული არის 4 061 ადამიანი და გვყავს 39 გარდაცვლილი. საწოლფონდი გამოიყურება შემდეგნაირად: 7 103 საწოლი გვაქვს ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც ეს მობილიზაცია არის განხორციელებული სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი. 6 116 პაციენტი გადის კოვიდმკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და ელოდება დადასტურებას კოვიდინფექციისას. 1 167 პაციენტი გვყავს, რომელიც არის ინტენსიურ საწოლზე მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი გადის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. 611 საწოლი არის ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალი და…

მეტი...

“ჩვენ ნამდვილად არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში 4-5 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა გვექნებოდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მძვინვარებდა, მაინც არავინ ელოდებოდა დღეში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თუ 5000-მდე გაიზრდებოდა. ამირან გამყრელიძემ, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. “ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის დაახლოებით 10 რიცხვამდე. ჩვენთვის სამწუხაროდ, ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნოემბერი. ყველა გარდაცვალების შემთხვევა ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობაა გაზრდილი. ვიზიარებ 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებას, მე ამ ოჯახთან ჩემი ურთიერთობები მაქვს. პროცესები მიმდინარეობს, მე ხშირად მაკრიტიკებენ და შეგიძლიათ ყველამ გამაკრიტიკოთ, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა, მზადებაც იყო, თუმცა პირდაპირ…

მეტი...

“ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება” – ეკატერინე ტიკარაძე

თუ რატომ იყო საჭირო გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბიზნესმენებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მათ ამის შესახებ განემარტათ. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვები ვერ გადაიხედება. “ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის დღესდღეობით, ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა…

მეტი...

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

“ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების გეგმაა შემუშავებული, მაქსიმალურად გაფართოვდება ინფექციის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება. „როდესაც გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 4 000 შემთხვევა, ანუ ეგრეთ წოდებული შეფასებითი მაჩვენებელი, ადამიანები ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომოები არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად.  ამავე დროს, არიან გამავრცელებლები. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა და იზოლირება. ეგრეთ წოდებული ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის გამოვლენას…

მეტი...

“კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა, რომელზეც გარკვეული კითხვები გაჩნდა, უყურადღებოდ არ არის დატოვებული” – ეკატეროინე ტიკარაძე

“კლინიკური აუდიტი, რომელიც ჩამოყალიბებულია ჯანდაცვის სამინისტროში, მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და ასევე, რომელიც სამწუხაროდ, მაგრამ აუცილებლად დადგება შემდეგ დღეებშიც,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს. მინისტრის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა გაირჩევა პროფესიულ საბჭოზე და პროფესიული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ქმედებები იქნება განსაზღვრული. „არსებობს გარკვეული პროფესიული ეთიკა, რომელიც საჭიროებს შიდა სამუშაოების შესრულებას და ასევე შიდა განხილვებს. იმ საჭირო ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აუცილებლად გაიმართება კომუნიკაცია, მაგრამ უყურადღებოდ არ…

მეტი...

“გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები კვლავ აგრძელებენ ჩემს ოჯახზე მორალურ ზეწოლას” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მივიჩნევ, რომ ნამდვილად არასწორია,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მინდა, გავაკეთო სამწუხაროდ პირადი განცხადება, მაგრამ არ შემიძლია, ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში დღესდღეობით იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც…

მეტი...

„სექტემბერში საერთაშორიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი, ნოემბერში უკვე 270 დოლარი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაძვირებულია ხორბალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში„ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რაც ნეგატიურად აისახა ხორბლის ფასის ზრდასთან დაკავშორებით, მისვე თქმით, რუსეთი კვოტირებას აწესებს, რაც ასევე შექმნილ სიტუაციაში დამატებითი პრობლემაა: „კიდევ ერთი ფაქტორი არის ლარის კურსის რყევები დოლართან მიმართებით. ჩვენ იმპორტირებულ ხორბალს ვყიდულობთ დოლარში, შესაბამისად კურსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. სექტემბერში საერთაშორიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი, ნოემბერში უკვე 270 დოლარი, შესაბამისად სექტემბრიდან ნოემბრამდე ყველა შემოტანა ჯდებოდა უფრო ძვირი, შესაბამისად…

მეტი...

“შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის” – ბერდია სიჭინავა

“შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით. „შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობს სახლთან ბუშტები მიიტანეს, მათ ბუშტების გაფრენა სურდათ საპროტესტო წარწერებით, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზია.  ადგილზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამართალდაცავია მობილიზებული.   პროტესტი ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმას იღებს. მესამე კვირაა რაც რეგიონში ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს მათივე შეფასებით გაყალბებულ არჩევნებს.

მეტი...

აჭარაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირიპირებაა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ბუშტების ბოძებზე დამაგრების საშუალებას არ აძლევენ. თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი მთავრობის სახლის შესასვლელთან ბოძზე ავიდა და ბუშტები მაინც დაამაგრა. „თორნიკე რიჟვაძეს უნდა ესმოდეს, რომ პოლიციელი მამის გამოგზავნილი ადამიანები სულ ვერ დაიცავენ და ისინი დასრულდებიან”,- აცხადებს რეზო ხარაზი. აქციის მონაწილეები პროტესტს შეძახილებით „მონები“ აგრძელებენ.

მეტი...

„ბუნებრივი აირის ფასის ზრდა არ შეეხება პურის მწარმოებლებს“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. როგორც დოლიძე ამბობს პურის მწარმოებლებისთვის მომატებული ტარიფი არ იმოქმედებს: „კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა სუბსიდია, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით. რაც შეეხება კომერციული გაზის გაძვირების საკითხს, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი, თუმცა ეს ფასი არ შეეხება პურის მწარმოებლებს. ოფიციალურად დამირეკა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, ვინც ჩვენ გვემსახურება და მითხრა, რომ გაზის გაძვირება თქვენ არ შეგეხებათო“,…

მეტი...

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა – დანაზოგი, 800 ათას ლარამდე კი სარეზერვო ფონდში გადავა

თბილისის მერის განცხადებით წელს საახალწლო ღონისძიებები შეზღუდული სახით გაიმართება და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ მოეწყობა საახალწლო სოფელი. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა “არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და გაჭირდებოდა კონტროლი. ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება, ეს თანხები რაც უნდა დახარჯულიყო მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა საახალწლოდ” – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სარეზერვო ფონდში უკვე მობილიზებულია…

მეტი...

თბილისის მერი პარტიებს საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნას მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან

თბილისის მერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მოახდინონ ქალაქში არსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ამის შესახებ კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა: “მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ კედლებზე, ღობეებზე, იმიტომ რომ ვიზუალურად ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი,” – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნული პროცესის მეთვალყურეობა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას ცესკო 3 დეკემბრის სხდომაზე გეგმავს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი

“საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  143 376-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621  გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.

მეტი...