ბრიტანეთში 2 ადამიანი კორონავირუსის ვაქცინით უკვე აიცრა, მათგან ერთი – 81 წლის უილიამ შექსპირია

ისტორიული დღე ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის – 90 წლის მარგარეტ ქენანი პირველი ადამიანია, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო, “ბიოტექისა” და “ფაიზერის” მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო, ხანდაზმული ქალი აცხადებს, რომ ბედნიერია, რადგან შობას ოჯახთან ერთად შეხვდება. მეორე ადამიანი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, არც მეტი არც ნაკლები – 81 წლის უილიამ შექსპირია. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას, ყველა მეცნიერს, რომელმაც ვაქცინაზე იმუშავა, მადლობა გადაუხადა. ვაქცინაციის პარალელურად მკაცრდება რეგულაციები, გერმანია, ლიეტუვა, საბერძნეთი და დანია უკვე დაწესებულ შეზღუდვებს არასაკმარისად აფასებენ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, უმკაცრესი რეგულაციების გარეშე ქვეყანა ზამთარს მშვიდად ვერ გადაიტანს.

მეტი...

“რადიკალურ ჯგუფს ვხედავთ, რომელიც ზეწოლას ახდენს მხარეებზე, რომ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ” – არჩილ თალაკვაძე

“პარლამენტის პირველი სხდომა რა შემადგენლობით გაიმართება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებს შორის პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს. “11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა თუ რა შემადგენლობით – ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა. დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად, ამიტომ უნდა დაველოდოთ დიალოგის დასრულებას, ჩვენ დაგვრჩა კიდევ ორი დღე ამისათვის. ჩვენ ბოლო დღეებში გარკვეული რადიკალური ჯგუფს ვხედავთ,…

მეტი...

„ირაკლი კობახიძემ თავი გადაიპარსოს“ – გიგი უგულავა

გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს და დანიზლავებას სთავაზობს.   „კობახიძე არის  მატყუარა. ხომ იძახის 11-ში პარლამენტში მარტო არ ვიქნებით და ყველანი ერთად ვიქნებითო, აი დადოს პირობა რომ თუ მარტო იქნებიან, თავი გადაიპარსოს, ან მე გადავიპარსავ. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და მაგას სულ შესაჭრელია. აწყობს კობახიძეს? მე გეუბნებით, რომ ისინი პარლამენტში იქნებიან მარტო“ – აცხადებს უგულავა. მისი თქმით, ოპოზიციასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდა ამაზე არ მიდის. ჩვენი შეთავაზებაა რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებამდე მისასვლელი გზა – პლებისციტი.   

მეტი...

“ბოიკოტის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელდება” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს. კობახიძის თქმით, აქამდეც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებდა და უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში. “ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლეოსობა. იგივე გაგრძელდეს შეიძლება გარკვეული პარტიების მიერ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება,” – განაცხადა კობახიძემ. 

მეტი...

„უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვისაუბრო“ – ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ დიალოგზე

ელჩების მონაწილეობით პოზიციისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა, როგორც მხარეები აცხადებენ. კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკების შემდეგ ეტაპი კიდევ უნდა შედგეს. „ვისაც ბედნიერი ყიჟინა აქვს დაცემული, არ შევთანხმებულვართ. ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით. რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე – ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სულ მაქვს, ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე…

მეტი...

“არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება მთავარ საკითხზე- ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება” – არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ პოლიტიკური მხარეები კიდევ უფრო დააახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.  “დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას – ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მეტი...

„ცალკე აღებული, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ელჩების მონაწილეობით გამართული იდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. „შევთანხმდით, რომ მედიატორებთან მოლაპარაკება გაგრძელდება. სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება, ვერავის შესვლას ვერ იხილავთ პარლამენტში. ვწუხვარ, რომ ჩვენს გუნდთან დაკავშირებით ასეთი ბინძური კამპანია იყო დღეს. რისკი ყველაფრის არსებობს, შეიძლება მოლაპარაკება ჩაიშალოს, შეიძლება არ ჩაიშალოს, შეიძლება შედგეს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარკვეული წევრები პარლამენტში შესვლას გეგმავენ.    როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს არ განიხილავს, ცალკე აღებული არ აპირებენ…

მეტი...

“მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, ის მხარეების მოთხოვნილი საკითხების გასაჯაროვებას მოითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის, რაც პროცესს აზიანებს არის ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციები და იმ სიმართლის დამალვა, რაც ხდება შიგნით. “საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე იქნება, რომ დასრულდეს ის გაურკვეველი რეჟიმი, როდესაც მხარეები ვითომ არ საუბრობენ შეთანხმების ან მოლაპარაკების შინაარსზე და ამ დროს ხდება ცალკეული ინფორმაციების სრულიად არასწორად გამოჟონვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რაზე მიდის საუბარი, რა წინადადებები განიხილება და რომელი…

მეტი...

ნუ ინერვიულებთ „რაუნდების“ რაოდენობაზე – არ შევდივართ

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პარლამენტში არ შედიან. „პარლამიენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა  იჯდეს მხოლოდ ქართლი ოცნება, სამარცხვინოდ და ისინი უნდა გაშიშვლდნენ. ჩვენ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელის მოაწერა დეკლარაციას, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არავინ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან. მოლაპარაკებებში არაფერი საიდუმლო არ არის“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

მეტი...

კორონავირუსით ცნობილი ლოტბარი გარდაიცვალა

“კოვიდ 19“-მა საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ლოტბარი თემურ ქევხიშვილი იმსხვერპლა. გარდაცვლილი 80 წლის იყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა. თემურ ქევხიშვილი აღიარებული იყო „საუკუნის ხმად.“

მეტი...

„კლინიკების მიღმა არ უნდა დარჩნენ საჭიროების მქონე ადამიანები“ – პრემიერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერებასა და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზებაზე იმსჯელა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად Covid-19-ის მართვის  პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება იყო დღეს ის მთავარი საკითხები, რაზეც მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. ყურადღება გამახვილდა მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების პროგრამაზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას,…

მეტი...

კორონავირუსის ვაქცინა ექიმების 80%-ისთვის სავალდებულო იქნება – კიდევ ვინ აიცრება უფასოდ?!

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან დიდ ბრიტანეთში დაიწყო კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ამერიკული და გერმანული ვაქცინა და დღეს არა მხოლოდ ექიმები, უამრავი მოხალისე ჩართულია დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესში. იგეგმება, რომ მომდევო 2-3- თვის განმავლობაში 20 მილიონამდე მოქალაქე აიცრას“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენიმე დღეში იქნება ჩამონათვალი, თუ ვინ აიცრება საქართველოში უფასოდ.    „ბრიტანეთში სტადიონები, დახურული სივრცეები, ყველა შესაძლო დაწესებულება გამოიყენება ამ პროცესისთვის, რადგან ამხელა პროცესს ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულება გაუძლებს. ასევე, იგეგმება ამ…

მეტი...

„გრიპისა და კორონავირუსის განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გრიპისა და კორონავირუსის კლინიკური განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნიშნები, რომელიც ახასიათებს გრიპს – მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ანალოგიური ნიშნებია, რაც ახასიათებს კორონავირუსს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც პროფესორი განმარტავს, კორონავირუსის შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა მე-7-ე  ან მე-10-ე დღეს შეიცვალოს.   „უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება იყოს ისეთ სიმფტომში, როგორიცაა ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს და ბავშვებში, განსაკუთრებით 1/3-ს აღენიშნება.  გარდა, ამისა, მოზრდილებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. ეს ახასიათებს სხვა ვირუსებსაც,…

მეტი...

„ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები“ – დავით გადელია

„ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი,“ – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟანგბადის მიწოდებისა და  ადგილების საკითხს. „როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები,…

მეტი...

“11 დეკემბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მაგისთან “ქართული ოცნების” ლიდერის” ბიძინა ივანიშვილის მისვლას ითხოვს.  “ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, როგორც ჩვენ, სხვა ლიდერები მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ეს ლიდერობა მხოლოდ ის ხომ არ არის, ბავშებს თვალები დათხაროს, საყდრისი ააფეთქოს, არჩევნები გააყალბოს, პოლიტპატიმრებით ქვეყანა გაავსოს. დაგვიჯდეს, ვეტყვით ჩვენ სათქმელს და იმედია, ისიც მოახერხებს რაღაცას,”-აცხადებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.  ნათელაშვილი ამბობს, რომ ფასილიტატორი ელჩების მიერ გამართულ შეხვედრებზე საიდუმლო არაფერია, ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ითხოვს. “ამ მოლაპრაკებებში საიდუმლო არაფერია. ხელისუფლება, ივანიშვილი გვთავაზობს, რომ დავთანხმდეთ საარჩევნო რეფორმას…

მეტი...

“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ” – ალეკო ელისაშვილი

“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ,” – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის კომენტარს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. „ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი...

“ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს მართლაც განსხვავდება” – გიორგი ვაშაძე ენმ-ს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს, კატეგორიულად უარყოფს. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მცდარი ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა გავრცელებული, რომელსაც არა “ქართული ოცნების” დამარცხება, არამედ ბოლომდე პირველ ოპოზიციურ პარტიად დარჩენა სურს.   “სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის, ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა, წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები. მისი უშუალო მონაწილეობით, დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება…

მეტი...

ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

“ლელოს” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია სრულად შეთანხმდა საკუთარ ნაბიჯებზე და მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ პარტიები შეძლებენ საკუთარი პოზიციები გააცნონ ამომრჩეველსა თუ მედიას. „ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა მემგონი. ყველას ესმის რითი მიდიან და რას ველოდებით ამ შეხვედრიდან. სრულიად ვართ შეთანხმებულნი იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ახლა შეხვედრა იქნება და შეხვედრის შემდეგ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი პოზიცია უკვე საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს, მედიას. ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, რომ შევძლოთ იმ თემებზე საუბარი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თქვენც გაინტერესებდათ…

მეტი...

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. „დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა შეუძლია, გრიპზე აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ორივე რესპირაციული ჯგუფის, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული ვირუსებია. გამყრელიძის თქმით, ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, შესაძლოა, ასევე გრიპის ვირუსი შეხვდეს. ამიტომ, ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს თავდაცვით ღონისძიებებზე და ამბობს, რომ ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გრიპის საწინაღმდეგო აცრა. „გრიპის ვირუსი სხვა არის და კორონავირუსი სულ სხვა. ამიტომ კორონავირუს გადატანილს შეიძლება ასევე შეხვდეს გრიპის ვირუსი, აუცილებელია თავდაცვითი ღონისძიებები. კორონავირუსულ ინფექციაგადატანილ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გრიპის საწინაღმდეგო აცრა, ანუ კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ თქვენ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“,…

მეტი...

“დღეს მოლაპარაკებებზე ჩემი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გასაჯაროვდეს დეტალები” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, დეტალების გასაჯაროების მოთხოვნას დააყენებს. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ “ევროპული საქართველოსთვის” საარჩევნო კოდექსის ცვლილება პარლამენტში შესასვლელად საკმარისი პირობა ვერ იქნება, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარს იტყვის.  “ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იძულებულები ვიყავით ანგარიში გაგვეწია მედიატორების პოზიციისთვის, რომ არ გახმაურებულიყო მოლაპარაკებების დეტალები. მაგრამ, ვფიქრობ, ამან მიიღო სრულიად არასწორი სახე და საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია. ჩემი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა. მე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ “ევროპული საქართველოს” სახელით,…

მეტი...

“ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ” – ეკატერინე ტიკარაძე

“რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით მედპერსონალის ინფიცირებას და გარდაცვალების შემთხვევებს გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმების დეფიციტის დაძლევისთვის 1 წელი არასაკმარისია, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას 5-დან 12 წლამდე პერიოდი ესაჭიროება. ამასთან, მინისტრმა აჭარაში გარდაცვლილ ექიმთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება. „რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, როგორც აღნიშნეთ. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე, ეს გასათვალისწინებელია.…

მეტი...

საფრანგეთში ფრინველის გრიპი გავრცელდა

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ფრინველის გრიპმა იფეთქა. საუბარია ლანდესის დეპარტამენტში მოქმედ ერთ-ერთ ფერმაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც H5N8 ტიპის ვირუსით 6 000 იხვი დაინფიცირდა. არსებობს თუ არა ვირუსის გავრცელების საფრთხე, ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. 5 დეკემბერს ფერმაში მოულოდნელად დიდი რაოდენობით ფრინველი დაიხოცა, მას შემდეგ ვითარებას ვირუსოლოგები სწავლობენ. H5N8 ვირუსი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სწრაფად ვრცელდება ევროპაში, რასაც ხელს ფრინველების მიგრირება უწყობს.

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ

მეათე მოწვევის პარლამენტში შესული ცხრა პოლიტიკური პარტიიდან ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა არსებული მოცემულობით „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ. ფრაქციის შექმნის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით, რომლის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნის უფლება შვიდ დეპუტატს აქვს, თუმცა ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. რეგლამენტში არსებული ეს ჩანაწერი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფრაქცია ერთობლივად რამდენიმე პარტიამ შექმნას, თუ მათ ფრაქციისთვის საჭირო შვიდი დეპუტატი არ ეყოლებათ. ცესკო-ს მონაცემებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, რომელთაგან რვა ოპოზიციური პარტიაა, ერთი „ქართული ოცნება“. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, 60 – ოპოზიციას. მათ…

მეტი...

“ახლა 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ვიღაცებს ალბათ აქვთ ცდუნება, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, საზოგადოების. ამის შესახებ ნიკა მელიამ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ოფისში იმართება. ნიკა მელია აცხადებს, რომ ახალი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა. „ცალკეული საუბრები ალბათ არის, ახლა 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ. მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი?! მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი,…

მეტი...

“ან შეთანხმება შედგება მოლაპარაკების მაგიდაზე, ან თუ არა, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება” – ზურა ჯაფარიძე

“თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამ შემთხვევაში არავინ აპირებდა პარლამენტში შესვლას და ახლა ვნახოთ,” – ასე უპასუხა ოპოზიციის შეხვედრაზე მისულმა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ დაირღვეს ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, აქამდე მას ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებისგან ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ შედგებოდა, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდებოდა. „მე რაც ნანახი მაქვს და რაც მქონია ამ ადამიანებთან საუბარი აქამდე, მათი პოზიცია იყო ის, რომ ან შეთანხმება შედგება მოლაპარაკების მაგიდაზე, ან თუ არა, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. გუშინ რაღაც პუნქტები…

მეტი...

B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა, შემთხვევების მატება დეკემბერში იქნება

თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსი უკვე დაფიქსირდა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დეკემბრის თვის განმავლობაში როგორც B, ისე A ტიპის ვირუსის შემთხვევების მატება იქნება. „დღეს დაფიქსირდა B ტიპის გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა. ზოგადი ტენდენციით გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების ტენდენცია დეკემბრის თვეში შეიმჩნევა. თუმცა, წლევანდელი წელი გამორჩეულია და არც არის გასაკვირი, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ადეკვატურად მუშაობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდაც და ამ რეკომენდაციების დაცვამ განაპირობა შედარებით ნაკლები რაოდენობა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების. დღეს დაფიქსირებული პირველი შემთხვევა…

მეტი...

ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. მათივე ცნობით, ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

მეტი...

იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ზვიად შალამბერიძემ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაცოაში იმყოფება. გუბერნატორთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილეც. მას ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

მეტი...

“კორონავირუსის მაჩვენებელი მოდის ქვევით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კოვიდინფექციის ბოლო სტატისტიკა შეაჯამა. ამირან გამყრელიძის თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ტესტზე დადებითობისს მაჩვენებლის შემცირება შეინიშნება.  “ჩვენ დღეს 4673 ინფიცირებული გვყავს, აქედან 1100 გამოვლენილია PCR ტესტით და 3573 ანტიგენის ტესტით. გასულ 24 საათში ჩატარებულია 16646 ტესტი, აქედან 11400 ანტიგენით და 5246 PCR ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად გვქონდა 10%. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, 32-31% გვქონდა, ბოლო 2 დღე გვაქვს 28% დინამიკა დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები ამ პიკში უკვე გამოჩნდა. დღეს გამოჯანმრთელდა 4000-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელების პროცენტი 83-ია, რაც ასევე კარგია და ატიური შემთხვევა არის…

მეტი...

“საავადმყოფოში მოთავსებულ სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა საავადმყოფოს ევალება, ჰოპიტალიზებულ პაციენტს, რომელსაც აქვს ცხელება ან სხვა რესპირაციული სიმტომები, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 140-მდე ამბულატორიული დაწესებულებაც. ამასთან, გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ შემთხვვეაში, თუ ტესტირებასთან დაკავშირებით რამე ცალკეული გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ. „მთავრობის დადგენილებით, ყველა საავდმყოფოს ევალება (ყველა საავადმყოფოს ანტიგენტესტები გატანილი აქვს), რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით, თუ ნებისმიერი სხვა დიაგნოზით, მას ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდეს. დღეში დაახლოებით ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1 500  და ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა…

მეტი...

“პირველად ამ სეზონზე საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ცირკულაციაში უკვე გამოჩნდა ბ გრიპის ვირუსიც. „ჩვენ ვაწარმოებთ ე.წ. ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში. პირველად გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ ბ ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. მოგეხსენებათ, დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპიც, ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი, თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ გარკვეულად…

მეტი...

“ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში მკურნალობს 6 600 პაციენტი, მათგან 414 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მინისტრის ინფორმაციით, კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 3 900 მოქალაქე, ხოლო 16 000-მდე პირი ბინაზე, ოჯახის ექიმის ზედამხედველობით მკურნალობს. „ამ ეტაპისთვის 6 600 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, მათგან 1 283 არის ჟანგბადზე, 414 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ ეტაპისთვის გვაქვს 446 თავისუფალი ადგილი. დღეს სასტუმროებში მკურნალობას გადის 3 900 ჩვენი მოქალაქე. ძალიან მიხარია, რომ სასტუმრო სივრცეებში მიმღეობა მკვეთრად გაიზარდა. ეს აღარ არის უთანხმოების საფუძველი სასწრაფოს ბრიგადებსა და პაციენტებს ან მათ ოჯახის წევრებს…

მეტი...

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მათი დარიგება უკვე დაწყებულია კლინიკებსა და სასტუმროებში. „გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...