“მივიღეთ პარლამენტი, სადაც გვყავს 9 პოლიტიკური ძალა” – გიორგი გახარია

„ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო,  შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში მეტი პლურალიზმი ყოფილიყო, საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, უფრო მეტი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გაჩენილიყვნენ. „სწორედ ამიტომ და ამისთვის იყო მიმართული  საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური…

მეტი...

„ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ“ – გიორგი გახარია მომლაპარაკებელ ელჩებზე

„დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე  შევინარჩუნოთ“ – აცხადებს გიორგი გახარია. როგორც პრემიერ-მინისტრი აღიშნავს, მეგობარ ელჩებს, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულები, მადლობა უნდა გადავუხადოთ. „საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, როგორც ფასილიტატორები, ამ პროცესში, ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა…

მეტი...

„საქართველო ევროპას ყველა განზომილებაში უნდა დავაახლოვოთ, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც“ – გიორგი გახარია

„4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის განსახორციელებლად – შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი  გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა ამავდროულად ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობთ. „ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ მიღწევების შემდგომ, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის…

მეტი...

ხანძარს გორში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს გორში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მოხდა, გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ისინი მეზობლებმა გამოიძახეს. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მეტი...

ახალციხეში მაღაზია დააყაჩაღეს – დაკავებულია 35 წლის მამაკაცი

ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მარკეტში “თეო თეო” შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. ინციდენტის დროს მაღაზიაში გამყიდველი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული. წაიღო თუ არა უცნობმა პირმა თანხა – დეტალები უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც გულისხმობს ძარცვას ძალადობით. 35 წლამდე მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.

მეტი...

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ადგილის დათვალიერება მოხდა არა ოპერატიულად, არამედ წლების შემდეგ“ – ოჯახის ადვოკატი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი, გენერალური პროკურატურიდან ზვიად გამსახურდიამ მკვლელობის სამის მასალებს კვირის ბოლოსთვის ელოდება. ოჯახს 3 წლიანი ბრძოლა და საკონსტიტუციო სასამართლომდე მისვლა დასჭირდა, რომ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ოჯახს პროკურატურასთან არაერთი პრეტენზია აქვს და სწორედ ამას ემსახურებოდა შიმშილობის აქცია, რომელიც პრეზიდენტის შვილებმა პროკურატურის შენობაში განახორციელეს.    „ჩვენ ვითხოვდით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის სს საქმის მასალებს, რომ დაწვრილებით შეგვესწავლა რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით.  წარმოიდგნეთ, როგორ ხდებოდა ოჯახის მხრიდან ამ საქმის შესწავლა, მიდიხარ პროკურატურაში, პროკურორი გადგას თავზე, არ გაქვს…

მეტი...

“ბაზაში 300-ლარიან დახმარებაზე უკვე 83 173 განაცხადი დარეგისტრირდა” – შემოსავლების სამსახური

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 83 173 განაცხადი დარეგისტრირდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.…

მეტი...

“2011 წელს, რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”, –…

მეტი...

„არავის ეგონოს, რომ ეს იქნება წინასაახალწლო, ჩვეულებრივი „შოპინგი“, არავითარ შემთხვევაში“ – ნათია თურნავა

საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების მოხსნაზე ვერ თანხმდება. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ერთ მხარესაა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი მოსახლეობა და მეორე მხარეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება წინასაახალწლო, ჩვეულებრივი „შოპინგი“, არავითარ შემთხვევაში.  თუ კი ასეთი გადაწვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით დატვირთული. ერთი მხრივ სასწორის პირას გვაქვს ის ათასობით ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ვაჭრობს ინდუსტრიაში და ყველა ელოდება, რომ წინასაახალწლოდ გარკვეულ შემოსავალს შექმნის და ოჯახში მიიტანს და მორე მხრივ, ეს არის ჩვენი ეპიდემოილოგიური ვითარება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქედან გამომდინარე…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსი” გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. “მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა “ქართული ოცნების“ ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამისი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს და გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა თავის დროზე ცესკომ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად…

მეტი...

“ის რაღაც ბრალდება, რომ რაღაც ერთობლივად გაკეთდა 20 ივნისს და ოპოზიციამ მოაწყო, არის ჩვეულებრივი ცრუ ბოდვა” – სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ცრუ ბოდვას“ უწოდებს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. კაპანაძის თქმით, „რეალურად ყველაფერი არის პირიქით“. „სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ქვეყანაში პრორუსული ძალები, რომელიც დაჯდა მთლიანად რუსულ ნარატივზე, რომელიც ახლა ახორციელებს პუტინისტური რეჟიმის რუსულ გზას, რომელიც გადის პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე, მათ დაჭერაზე, პარტიების ჩახსნაზე საარჩევნო რეგისტრაციიდან, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე. სწორედ ეს არის რუსული გზა. ის რაღაც ბრალდება, რომ რაღაც ერთობლივად გაკეთდა 20 ივნისს და ოპოზიციამ მოაწყო, არის ჩვეულებრივი ცრუ ბოდვა, რომელსაც ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ კობახიძისგან და „ქართული ოცნების“ სხვა სპიკერებისგან“,…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 23 დეკემბრის 12:00 საათიდან პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიებზე გააგრძელებს. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს. შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც…

მეტი...

„მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის” – ეპიდემიოლოგები შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგ

ბიზნესი, მცირე და საშუალო მეწარმეები და რიგითი მოქალაქეები 24 დეკემბრის მოლოდინში არიან, თუმცა, მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ეპიდემიოლოგების რჩევით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩერებულ ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გადარჩენის შესაძლებლობა ვერ ექნებათ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობამ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს. „24 დეკემბერიდან, არსებული შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ძნელია არჩევა. პირადად ჩემი აზრი ასეთია – ყველაფრის გათვალისწინებით,  მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს…

მეტი...

„მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით“ – ნინო ბერძული

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც შეეხებოდა, როგორც კოვიდს, ასევე გრძელვადიან გეგმებს და იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია, რომ გატარდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით,“- ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა, საქართველოს პრემიერ – მინისტრ გიორგი გახარიასა და WHO-ის ევროპის რეგიონულ დირექტორის ჰანს კლუგეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც მალე ალბათ გადაუდებელი მოხმარებისთვის იქნება ავტორიზებული, თუმცა მნიშვნელოვანია სისტემის მომზადება იმისთვის, რომ ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვა მოხდეს. ვიცით, რომ ამისთვის,…

მეტი...

“კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დააინფიციროს ადამიანები” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დაასვნებოვნოს ადამიანები. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალ შტამს სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს. „საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასვნებოვნოს ადამიანები. სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა…

მეტი...

პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს

პოლიტიკური პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ეს ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის ავტორთა შეფასებით, თუ პარტიას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არც ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი უნდა მიიღოს, როგორც არის უფასო საეთერო დრო. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი კი ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

მეტი...

“როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი ფასილიტატორებიც არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ნათქვამ სიტყვას შეასრულებდა” – შალვა ნათელაშვილი

მოლაპარაკებებზე აღებულია ტაიმაუტი, რადგან როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი მეგობარი ფასილიტატორი ელჩებიც არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ნათქვამ სიტყვას შეასრულებდა, უარს განაცხადებდა მანდატებზე და ჩახსნიდა სიას. მათ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც კომპრომისი იქნებოდა შესაძლებელი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მანდატების აღდგენა და სიების განახლება არ განიხილება. „რა თქმა უნდა, აღნიშნული ისტორიული ნაბიჯი ქართული ოპოზიციისა მოითხოვს სერიოზულ დაფიქრებას, მათ შორის ფასაილიტატორი ელჩებიდან და მათი მთავრობებიდან, რომელთა მითითებებითაც ისინი მოქმედებენ, ამიტომ ეს წუთშესვენება, თუ ტაიმაუტი თუ გარკვეული არდადეგები, გამოწვეულია ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, რასაც არ…

მეტი...

“დაინერგება სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით დანერგილი სისტემების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. „გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შემდეგ წლებში, იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება, საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა – 200-მდე საწარმოზე გავრცელდება ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები მათ შორის, ჰაერში გაფრქვევების ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემებით აღჭურვა,…

მეტი...

სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი ორსულია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

„მათ აქვთ ჭერი და არ არიან უსახლკაროები“ – მუნიციპალური ინსპექციის განცხადება

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დედაქალაქში ე.წ. რეიდებს ამკაცრებს და ყოველ სამართალდარღვევაზე  მკაცრ რეაგირებას აანონსეს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა განაცხადა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს.  არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთა დამცველების მიერ…

მეტი...

გიორგი გახარია ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო გიორგი გახარიას და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინკლინიკის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შტამის გამო საზღვრები იკეტება

მუტაციაგავლილი კორონავირუსია ახალი შტამი უფრო  საშიში აღმოჩნდა, ვიდრე არსებული. ინგლისში დაფიქსირებული ახალი ვირუსის გამო, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ჩაკეტა. მეცნიერების ახალი თავის სამტვრევი ამჟამად ის არის, ადამიანის ორგანიზმისთვის ახალა ვირუსი უფრო დამანგრეველია თუ არსებული. როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიცინის დოქტორმა ზაზა წერეთელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1000-მდე მუტაცია დაფიქსირდა. ერთი თვის უკან დანიაში დაფიქსირდა ერთი დიდი მუტაცია. ასევე, ესპანეთში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ახლა ინგლისში აღმოჩნდა ახალი მუტაცია. ყველაზე დამამძიმებელი კი ის არის, რომ ინგლისელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს,…

მეტი...

“ხელისუფლების რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე სანაქებოა, დიდი შრომით მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს” – ჰანს კლუგე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა.  ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება, დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ახალ კორონავირუსზე საპასუხო ქმედებები, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. “რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირებას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა. ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები…

მეტი...

ბაქოში დედა მცირეწლოვანი შვილებით ფანჯრიდან გადახტა

ბაქოში, იასამალის რაიონში 29 წლის ქალი შვილებთან ერთად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ინფორმაციას ამის შესახებ report.az ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 4 წლისაა, ხოლო მეორე მასზე უმცროსი. მომხდარის შემდეგ სამივე დაშავებული კლინიკაში გადაიყავნეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ლოცვა მუზეუმის ეზოში – გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

გორში სტალინის დაბადებიდან 141-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმთან, ტრადიციულად ამ დღეს „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მის სახლ-მუზეუმთან სტალინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მუზეუმის ეზოში სტალინის ხატი მიიტანეს და ლოცვა აღავლინეს. ასევე, მოითხოვეს გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის აღდგენა, რომლის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობა აღარ მოწყობილა.

მეტი...

“ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა” – ნათია თურნავა

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევის – მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამის ღონისძიებების გატარებას ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. „წინა პერიოდში ამ თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმებმა და განსაკუთრებით მხარდამჭერმა პროგრამებმა, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია გარე ბაზრებზე და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად და ზოგადად ეკონომიკური დაღმასვლისა, ქართული ექსპორტი აჩვენებდა გარკვეულ პერიოდში ორნიშნა ზრდის ტენდენციებს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რამდენად გაძლიერებულია ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობა.…

მეტი...

“კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს” – ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს. როგორც მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უსმენენ, პარლამენტმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. “სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ. ტეხასმოტრს აძლევენ და მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში, აბინძურებს გარემოს. ამ მიმათულებით გვაქვს ხარვეზი, ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. ასევე, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვინც აქირავებს ამა თუ იმ მოწყობილებებს…

მეტი...

“საქართველოში, შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები აქაც გამოვლინდეს” – ინფექციონისტების პროგნოზი

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუკი კვლევები ჩატარდება საქართველოში შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები აქაც გამოვლინდეს. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში აღმოაჩინეს, თავდაპირველად გავრცელების მაჩვენებელი იყო 5%, თუმცა ახლა უკვე 70%-მდეა. როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ახალი შტამის დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, ის მძიმედ არ მიმდინარეობს: “თუ შენ ახალი მუტაციური ვარიანტის თვისებები ბოლომდე არ იცი, ხომ შეიძლება ამან დაგაყენოს პრობლემების წინაშე, დაგიმძიმოს პაციენტები, იგივე ვაქცინაციაზე, ხომ არ იქნება ეს ვაქცინის უექფექტობის საფუძველი. არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ ბრიტანეთში დაუმძიმდათ პაციენტები, ან პირიქით- ბევრი პაციენტია, მაგრამ მსუბუქი, ან ვაქცინირებულ პაციენტებს შემოუვლის ეს ვირუსის ახალი შტამი და არ…

მეტი...

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები საკანონდებლო ორგანოს შესასვლელთან დღესაც შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ. აქციაზე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. აქტივისტებს ადგილზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მეტი...

“გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აუცილებელია, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობდეს. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დაძლიოს.  “სამწუხაროდ ოპოზიციისთვის განკუთვნილი დრო ამ დარბაზში ცარიელია და რა თქმა უნდა მეც გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებას. ჩვენ მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. სწრაფად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  2…

მეტი...

„ცოტნე გამსახურდია ჟესტების ენით საუბრობს, თავიდან სწავლობს ყველაფერს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ცოტნე გამსახურდიას გადარჩენა არის სასწაული, რომელიც ექიმების ჩართულობითა და უფლის ნებით მოხდა“ – ეს განცხადება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატმა – ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ცოტნე გამსახურდია ყველაფერს თავიდან სწავლობს.    „ამ ეტაპზე, ცოტნეს მდგომარეობა შემოიფარგლება რამდენიმე სიტყვით და ჟესტით. მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი, მისი გადარჩენა არის სასწაული, უტარდება მას ყველა სათანადო პროცედურა გერმანიაში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, მის მიმართ პროცედურა თუ რაიმე არსებობს ინოვაციური ყველაფერის არის ხელმისაწვდომი, აქ იგულისხმება ფინანსური ხელშეწყობაც, რასაც ბანკი „ქართუ“ ახორციელებს. ექიმები, როგორც ამბობენ კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ცოტნე სრულფასოვან ადამიანად…

მეტი...

“პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება” – მაია ცქიტიშვილი

“პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა, ამ პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება როგორც ჩვენი საერთო გამოწვევა, ასევე ახალი შესაძლებლობაც,” – ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის მექანიზემები, მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს პრიორიტეტების განსაზღვრაში, დაიხვეწოს პროექტების შესრულების ხარისხის მართვა და მეტი ყურადღება დაეთმოს მენეჯმენტის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას. „სამინისტროს პრიორიტეტებში გათვალისწინებულია რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულება. ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი, საერთო ჯამში, ემსახურება…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა ექნება – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეზე წარდგენილი  სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დაზარალებულ მხარეს უკრძალავდა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღებას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, როგორც ადვოკატი განმარტავს, აქამდე დაზარალებულს, ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩლე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის. მოსარჩელის, ზვიად…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს. ბოლო 24…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა. ბერდია სიჭინავას განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 227 პირი. 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

მეტი...