გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

გორში ხანძარია, ცეცხლი ბაზრობაზე განთავსებულ ტანსაცმლის მაღაზიას მოედო. შემთხვევის ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

მეტი...

ბოლო წლებში პირველად, დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა

ეპიდემიოლოგების მოლოდინის მიუხედავად, დეკემბერის ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბე ტიპის ვირუსის შემთხვევა ლაბორატორიულად მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში დადასტურდა. მათივე ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსის ცნობილი შტამები და „კოვიდ-19“. გასული კვირის განმავლობაში არ გამოვლენილა არც ადენოვირუსი, რომელიც წინა კვირების განმავლობაში ფიქსირდებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პოზიტიური სურათი ერთი მხრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებლის და მეორე მხრივ, უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია, რომელიც…

მეტი...

დეპუტატი ნაკაიძე ხელფასს მათ ჩაურიცხავს, ვინც არსებულ რეჟიმს ებრძვის

საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატი  ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასის მიღებაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა, იმასაც განმარტავს, თუ რა მიმართულება ექნება მის სადეპუტატო ხელფასს. “რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან. მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ჩემი საბანკო ანგარიშები იმისთვის, რომ ჩამრიცხოდა ჩემი კუთვნილი ხელფასი, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს იმიტომ, რომ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობით პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტოს უფლებამოსილებები. ვინაიდან და რადგანაც არ მოხდა პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღება გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ იმიტომ, რომ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა. ჩემი…

მეტი...

“2021 წელს ვუთხრათ “არა მტრობას” – დავით ოქიტაშვილი

„ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ჩვენ, ყველანი, მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობთ და ისიც ისე სწრაფად გადის. საბედნიეროდ, არც ადამიანობას გასდის ვადა და არც ქართველობას… ჩვენს ამქვეყნიურ ყოფას კი, სამწუხაროდ, ეწურება ვადა“ – აცხადებს „საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.   „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უამრავი სიკეთე მოეტანოს მას ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისათვის… რა ვქნათ, ბატონებო, სამშობლოს არავინ შეგვიცვლის (უფალმა არც ქნას) და მოდით შევცვალოთ მისდამი დამოკიდებულება. ვაჟა ფშაველამ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრძანა: „ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო”. ილიამ კი ღვთისმშობელს შესთხოვა: “მოჰმადლე ქართველს…

მეტი...

60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დაკანონების პროცედურები უკვე დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დევნილი ოჯახები ბინების მესაკუთრეები გახდებიან. „დევნილები ამ შენობაში წლებია ცხოვრობენ, თუმცა, ამ დრომდე, მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას მისცემს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მინდა მივულოცო დევნილებს დამდეგი შობა და ახალი წელი და საკუთარ სახლებში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1…

მეტი...

“კობახიძე არის მატყუარა, ელაპარაკებიან ელისაშვილის და “გირჩის” მეორე ფრთას” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები იმართება. უგულავამ ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც მსგავსი კონსულტაციები იმართება. “კობახიძე არის მატყუარა, იტუყება. მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან. ელაპარაკებიან – ელისაშვილის და  “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღო პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიიგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა,” –…

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა – მათ შორის არის ბაჩუქი ქარდავაც

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ახალმა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე განცხადება გააკეთა. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ხელფასის დარიცხვის მიზნით უწყებას მიმართა, ბაჩუკი ქარდავაა (ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია), ასევე, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა ტარიელ ნაკაიძემ (ევროპული საქართველო).

მეტი...

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, წრის გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხება. შემდეგი სხდომა 4 იანვარს გაიმართება.

მეტი...

“მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  მამუკა მდინაარძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები “დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე”. მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი გიგა ბოკერიასა  და “მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა”. “ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ და ის გაკომპლექსებდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა მას თავის პარტიაში. მან პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა “ევროპულ საქართველოში”, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო? დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და კომპლექსით, რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები,…

მეტი...

“სასურველია ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს. “ბევრი პრობლემაა, არის ოჯახები, რომელთაც ეკონომიკურად უჭირთ და უფრო ხშირად ოჯახის უფროსები სამწუხაროდ, რომლებიც არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარე, ასე ვთქვათ, მძიმე და შეუსაბამო ხდება.  თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათებაც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები იქნას აღქმული მინიმალური, ამ სოციალურ ვითარებაში ეს იქნებოდა არამხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის…

მეტი...

“ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტს მიმართეს იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც თითქოს ამბობენ, რომ არ უნდათ პარლამენტში შემოსვლა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა. ამასთან, კობახიძე კითხვაზე, გაქვთ რამე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციას განცხადებები ხარვეზებით და შეცდომით აქვს დაწერილი, კობახიძე პასუხობს, რომ „შეიძლება, ასეც იყოს“. „გარდა ამისა, საინტერესო ინფორმაციაა თქვენთვის, ზოგიერთმა დეპუტატმა განცხადება შემოიტანა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვთ. ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი. საბოლოო ჯამში ამ შანტაჟისგან და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის განმარტებით, საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს ზოგიერთი ის დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი არ…

მეტი...

რა პირობას დებს ჩინეთი მსოფლიოსთან – ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

რა შედეგებს მიაღწია ჩინეთმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე? როგორ მოხერხდა ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში დაბრუნება, როგორ აგრძელებენ მუშაობას რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები;  როგორია ჩინეთის პოლიტიკა „კოვიდ-ვაქცინებთან“ დაკავშირებით; რა პირობას დებს ჩინეთი; როგორ გადავიდა ჩინეთი ეკონომიკური კლებიდან ეკონომიკურ ზრდაზე – ამ და სხვა საკითხებზე ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი “მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.     „მედიაცენტრი მთავარი:“ რა ვითარებაა ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ჩინეთში? როგორ მოახერხა ჩინეთმა, რომ პანდემია შეკავებულია? ლი იენი: მადლობას გიხდით ჩინეთის ეპიდსიტუაციით დაინტერესებისთვის. კოვიდ-19-ის ეპიდემია ბოლო  ასი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გლობალურ პანდემიად იქცა. გამოწვევების წინაშე, ჩინეთის მთავრობა უპირველეს…

მეტი...

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. არჩევნები დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით. მის გარდა, არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი იყო, ლაშა ხურციძე და გოჩა სვანიძე. 

მეტი...

„უნდათ – უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“ – უმრავლესობა ვაჭრობას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ვაჭრობას არ აპირებს.    „მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ? –  უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ულტიმატუმს და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არც შევლენ. „იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, ხელფასს ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ შედის, ხელფასის ჩარიცხვას მაინც ითხოვს. მისი შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები პარლამენტში შესასვლელად მზად არიან. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულიგინი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები. მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა…

მეტი...

ენგურჰესისთვის რუსებს დიდი ბრძოლა ექნებათ – აფხაზეთის მორიგი ოკუპაცია

„ენგურჰესის ხელში ჩაგდება დიდი ხანია რუსებს უნდათ. ამიტომ, ცხადია, რომ მისთვის დიდ ბრძოლა ექნებათ. მისი ხელში ჩაგდება უნდათ“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუფორმა, სწორედ მორიგი ოკუპაციისა და მარწუხებში მოქცევას ემსახურება. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“ – ასე ჰქვია ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვმა მარწუხებში აფხაზეთს გაუფორმა. „ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ ე.წ. ხელშეკრულებაშია ჩადებული, ეხება რუსეთის ელექტროქსელების კომპანიის მიერ აფხაზეთის ელექტრო ქსელების მოდერნიზაციას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შექმნას. ანუ,…

მეტი...

ამოღებულია 40 კილო „ჰეროინი“ 

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა 40 კილო „ჰეროინი“ ამოიღეს და 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების მთავარი გამოწვევაა. „2020 წლის განმავლობაში დაკავებულია  71 ნარკორეალიზატორი.  გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით „ონლაინვაჭრობაში“ ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი…

მეტი...

ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები კორონავირუსზე ტესტირებას უფასოდ გაივლიან. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რადგან ტაქსის მძღოლები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით ცალკე რისკჯგუფად განისაზღვრა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას. „დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი ესემესის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლება ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა ტესტირება მათთვის იქნება უფასო, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ასევე ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ საქციელს სახელს დაარქმევს” – ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი, როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქმეზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ღარიბაშვილის განმარტებით, არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. „მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და…

მეტი...

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება

თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1992 წელს დაბადებული ე.კ., 1987 წელს დაბადებული მ.მ., 1985 წელს დაბადებული ლ.ვ., 1986 წელს დაბადებული ი.ი.,1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ნ.ა., 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20…

მეტი...

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. „ჩემი თანამშრომლები მართლაც 24 საათს ატარებენ თბილისის სამსახურში. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მიმართ, არის მათი დამსახურება. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ, 6 საათზე გამოდიან სამუშაოდ იმისათვის, რომ ქალაქი დასუფთავებული იყოს. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან და მათ გადაადგილებაში ეხმარებიან, ისინი ჩვენი ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები არიან.…

მეტი...

“რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული” – თეა ახვლედიანი

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო გართულდა პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა. როგორც ახვლედიანმა განმარტა, პანდემიის დროსაც კი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად, თავისუფალი გადაადგილების უპრეცედენტო შეზღუდვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი; ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის რაიონი. პანდემიის დროსაც კი,…

მეტი...

2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბაღში ამჟამად არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიცრცე მოწესრიგდება. „2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. არსებული მდგომარეობა, რაც ამ ბაღში გვაქვს, ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მიხარია, რომ ეს სიცრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც სამწუხაროდ, კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებული თემებია, როდესაც სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ სხვადასსხვა მიზნით მათი გამოყენება ხდებოდა. ძალიან…

მეტი...

„ამნისტიის შესახებ“ კანონი შესაძლოა, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არის ასეთი ინიციატივა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი იმ სტუდენტებს შეეხოთ, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის წარდგენისას განაცხადა, პატიმრობაში მყოფი სტუდენტების შემთხვევაში საუბარი იყოს მსჯავრდებულის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე. „გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი…

მეტი...

ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ოფიციალური წერილით ულოცავს. “ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის,”- წერს ანგელა მერკელი.  მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. “პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა…

მეტი...

კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარაში 115, იმერეთში კი, 203

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138, კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 570, აჭარაში-488, იმერეთში-1 055. „ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. მძიმე პაციენტებიდან…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  2 481-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 494პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 225 893-ს აღწევს.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 210 445 გახდა.

მეტი...

“უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვალსაჩინო წარმატებაა” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2021 წლის პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია. „უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-შიც დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა დადასტურდა. კოლორადოს შტატში ინფიცირებულია ახალგაზრდა, რომელსაც ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება. ახალი შტამით ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება.    სავარაუდოდ, ეს არ არის ახალი ახალი შტამის  ერთადერთი შემთხვევა, რადგანაც, ინფიცირებულს ჰქონდა აქტიური კონტაქტი. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები კონტაქტების გამოვლენაზეც მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთიდან გავრცელდა და ის შემდეგ 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე არსებული.

მეტი...

დაკავებული არასრულწლოვნები თეთრიწყაროში დაყაჩაღებას გეგმავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული 2 არასრულწლოვანი – რ.კ. და ბ.ხ. ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. „პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და…

მეტი...