მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ჰქონდა დაკავებულია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ამ წუთებში შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ. დაკავება გლდანში, კერძოდ კი ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის უკან დასრულდა.   ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი მერებაშვილი ხელყუმბარით ხელში მეუღლის ნათესავის სახლში მივიდა და მაუღლესთან შეხვედრას ითხოვდა. მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მასთან მოლაპარაკება კი ადვოკატის დახმარებით მოხერხდა.   

მეტი...

მამაკაცს ხელში ხელყუმბარა უჭირავს და აფეთქებით იმუქრება

ამ წუთებში, თბილისის ერთ-ერთ კერძო დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცს ხელყუმბარა უჭირავს და თავის აფეთქებით იმუქრება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  მამაკაცი რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას ითხოვს. უცნობი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს. 

მეტი...

„იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე“ – ევროკავშირის ელჩი

„მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას“ – ასეთია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასება პოზიცია-ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.    როგორც ელჩი აცხადებს, ის იბრძოდა და დღესაც იბრძვის შეთანხმების მისაღწევად. „მინდა შევაჯამო გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს უკავშირდება. როგორც იცით, მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც  ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ…

მეტი...

„ის არ არის მგალობელი“ – დეკანოზი თამრიკო ჭოხონელიძის საშობაო გალობაზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის მგალობელი არ ყოფილა და ტაძარში გამონაკლისი სახით ასრულებდა საშობაო გალობას.   „რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო. კარგია, რომ გალობდა. აქ ხანდახან გალობდა, თამრიკო არ არის მგალობელი, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა, სხვასაც უგალობია ტაძარში. მისი აქ მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, აქ უგალობია ნინო ქათამაძესაც, თამრიკო გვერწითელსაც“, – განაცხადა ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, რომ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, მისი კრიტიკული განცხადებების გამო ის დასაჯეს და ტაძარში საშობაო გალობას არ ასრულებინებენ.

მეტი...

მიტროპოლიტი „კოვიდ 19“-ით დაინფიცირდა

მეტროპოლიტი, მეუფე იობი კოვიდ ინფიცირებულია. მეუფის მდგომარეობა გართულდა და ის სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. როგოც „მედიაცენტრ მთავარს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სასულიერო პირი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.    

მეტი...

„მმართველი პარტიის წარმოდგენილი ინიციატივა იწვევს გარკვეულ შეშფოთებას და ვერ ეხმარება პროცესს“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მმართველი გუნდის მერ წარმოდგენილი ინიციატივები მოლაპარაკებების პროცესის ხელშემწყობი არ არის და პირიქით, შეშფოთებას იწვევს. კარლ ჰარცერის შეფასებით, საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და  კითხვის ნიშნებს აჩენს. „რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი,…

მეტი...

„კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ქალაქში საახალწლო განათება არ გამოირთვება“ – კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერიამ დედაქალაქში საახალწლო განათებებისა და დეკორაციების გამორთვა გადაიფიქრა. „უამრავმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, შეზღუდვის მიუხედავად, დავტოვოთ ღამის საათებში საახალწლო განათებები“ – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქი მთელი ღამე განათებული იქნება.   კახა კალაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა. „თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები იყოს სრულად დაცული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.  ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ვაქცინა მარტის ბოლოს გვექნება

„ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა“, – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე. რაც შეეხება „კოვიდ 19“-ს საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის თარიღს, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინა დიდი ალბათობით მარტის ბოლოს გვექნება. „განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის… ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა…

მეტი...

„უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის“ – მეუფის ქადაგება

„არა მარტო ეს სენი, არამედ ეს გამომწვევი მიზეზებიც უნდა დავძლიოთ. ჩვენ ხომ  უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, დაშორება ღმერთთან“ – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. მეუფის ქადაგებით, პანდემია გადაივლის და ერიც გაჯანსაღდება. „უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს. განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც თავის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ, შეინანონ და დაბრუნდნენ უფლის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე”, – იქადაგა  მეუფემ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს…

მეტი...

„კოვიდ-კლინიკაში“ ჟანგბადის აპარატი აფეთქდა არის მსხვერპლი

თურქეთში, გაზიანთების პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქება მოხდა. კლინიკაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ჟანგბადის სასუნთქი აპარატი. არის მსხვერპლიც. ადლობრივი მედიის ცნობით, დადასტურებული ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

არსებული რეგულაციების დარღვევისთვის 24 საათში 814 პირი დაჯარიმდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 814 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს…

მეტი...

24 საათში ვირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით  გარდაცვალების უპრეცენდენტო მაჩვენები გარდაიცვალა. ერთ დღე-ღამეში  კორონავირუსით  53 ადამიანი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

2 904 ახალი ინფიცირებული 24 საათში

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 316 პირი. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია“ – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო…

მეტი...

„ექსპერტები მსჯელობენ, ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს და მეორეს მხრივ, შემოტანილი იყოს ვაქცინა“ – ნინო ლომჯარია

„დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა,რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნინო ლომჯარიას თქმით, საყოველთაოდ არის შეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. „რამდენიმე…

მეტი...

“მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია – სიტყვა “რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან“ – მამუკა ხაზარაძე

“ლელო” კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია,”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.   “სიტყვები – “რევოლუცია” და “გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ. დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა.  ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი…

მეტი...

ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

„საქართველოს ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად პარტნიორ სახელმწიფოებთან შესაბამის მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიების საშუალებით კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან. „როგორც მოგეხსენებათ არსებული გეგმის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების საშუალებით მუდმივ კონტაქტზე, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებშია პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებთან, ასევე, მწარმოებელ კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ საქართველოსთვის საჭირო რაოდენობის ვაქცინა“, – აღნიშნა…

მეტი...

„ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია“ – მინისტრის მოადგილე

„მიმდინარეობს აქტიური დისკუსია, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. „მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები. დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო…

მეტი...

21:00 საათიდან, თბილისში საახალწლო განათებები გამოირთვება

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება“ –  აცხადებენ, „თბილსერვის ჯგუფში.“ შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული. „თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება. ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო…

მეტი...