„ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ“ – ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

შინაგან

„ბადრი ესებუას დაკავება, პირველ რიგში, ჩვენთვის ღირსების საკითხია“ – ასე გამოეხმაურა ვახტანგ გომელაური ძებნილ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც გომელაურმა განაცხადა, საქართველოს ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის ძებნილს დღეს არა, ხვალ დააკავებენ. „მსოფლიო სტანდარტია ჩვეულებრივად, როცა ელოდები, თუ პირველ მძევალს გაანადგურებს, იწყებ ოპერაციას. არის, როდესაც პირდაპირ შტურმს ვიწყებთ, შედიხარ, არის როდესაც ელოდები და აძლევ იმის საშუალებას რომ არანაირი რისკის ფაქტორი, ანუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დავაყენოთ რისკის ქვეშ და შევუსრულოთ ის რასაც ითხოვს თავდამსხმელი. შემდეგ მოხდება მისი დაკავება, თუ განადგურება ეს სხვა თემაა. რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ…

მეტი...

პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს“ – ვახტანგ გომელაური

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში,” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის – ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. „პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება, მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება,…

მეტი...

ღარიბაშვილის განცხადებით, გარეჯის თემაზე გადაწყვეტილება კარტოგრაფებს არ მიუღიათ

„ჩვენი ინფორმაციით, დავით -გარეჯთან დაკავშირებით, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა“ – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დავით გარეჯის საქმეში ორი კარტოგრაფის დადანაშაულება სპეკულაციაა და სხვა არაფერი. „ჩვენი ინფორმაციით, დავით -გარეჯთან დაკავშირებით, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა არამართლზომიერი, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებების გაფორმება. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თითქოს არაფერი არ ყოფილა შეთანხმებული, რაც არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი. 2006-2007 წლებში კონკრეტულად ეს დავით-გარეჯის მონაკვეთი იქნა შეთანხმებული.…

მეტი...

20 კვადრატზე ერთი ადამიანი – შეზღუდვა ავეჯის მაღაზიებზეც ვრცელდება

თუ ადრე მაღაზიებში 5 კვადრატზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, 24 დეკემბრიდან ერთი ადამიანი მხოლოდ 20 კვადრატულ ფართზე დაიშვება. აღნიშნული გამკაცრებული რეგულაციები ავეჯის მაღაზიებზეც ვრცელდება. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონტროლი საკმაოდ მკაცრი იქნება. „ეს რეგულაციები ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არის 10 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების…

მეტი...

კორონავირუსით “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა

“კოვიდ 19”-ს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ღვინის კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი 37 წლის იყო. კორონავირუსის დიაგნოზით ის კლინიკაში 10 დეკემბერს შეიყვანეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

მეტი...

„ამნისტია მკვდარ მუხლებს ეხება, ეს უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ამნისტიის  კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და იმ მუხლებს, რომლებსაც ამნისტია შეეხება „მკვდარი მუხლები“ უწოდა. „უკანონო თევზჭერა, უკანონო ნადირობა, ფალსიფიკაცია, დეზერტირობა და სხვა, ამნისტიის კანონპროექტი ისეთ მუხლებს ეხება, რომელიც შემთხვევითი ხალხის ჩადენილია. კანონპროექტის 90% „მკვდარ მუხლებს“ ეხება. ეს ნაბიჯი უფრო გადადგმულია მოვალეობის მოსახდელად.  ეს არის დაცინვა და თვალებში ნაცრის შეყრა“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, ამნისტიას მაშინ აქვს ფასი და ძალა, როცა ის პატიმართა ნახევარს მაინც ეხება. დღევანდელ რეალობაში კი მხოლოდ 10%-ს ფარავს.   „ამნისტია ზოგადად იმიტომ შემოიტანეს რომ…

მეტი...

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თეა ახვლედიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თეა ახვლედიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეა ახვლედიანი ამ დროისთვის პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატის რანგში საკომიტეტო მოსმენას ვირუსის გამო ონლაინ ესწრება. ახვლედიანი მკურნალობას ბინაზე გადის. 

მეტი...

“საზრუნავი გვაქვს, პანდემიის პერიოდში არაგადამდები დაავადებები გამოწვევა არ გახდეს” – დავით სერგეენკო

ალბათ, უფრო მეტი საზრუნავი გვაქვს იმაზე, რომ ამ პანდემიის პერიოდში სხვა მიმართულებები უფრო მეტი გამოწვევა არ გახდეს. ვგულისხმობ არაგადამდებ დაავადებებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, არაგადამდები დაავადებები და მათი მართვა არის კატასტროფული ფინანსური ტვირთი ჩვენს მოსახლეობაზე. „ჩემთვის ცნობილია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვაში. მიუხედავად ინტეგრირებული პროგრამისა, დაახლოებით, რა ბიუჯეტი იხარჯება ამაზე და თუ მოიაზრება მომავალში მონიტორინგი, თუ რა…

მეტი...

“დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას მისცემს დასტურს” – ამირან გამყრელიძე

იცით, დღეს საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე. მისი ინფორმაციიდან მოგაწვდით, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მისცემს დასტურს რამდენიმე ვაქცინის გამოყენებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს იმ პირობით აქცვს ფული გადახდილი „კოვაქს“ პლატფორმისთვის, რომ ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა მიეცეს. ასევე, გამყრელიძემ დაასახელა კომპანიები, რომლებთანაც მუშაობენ, რათა საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე იქნას ხელმისაწვდომი ვაქცინა. „საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, რომელსაც ხუთიდან შვიდ ვაქცინამდე ექნება. ეს ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ…

მეტი...

“შეთანხმება არ მიიღწევა, თუ ერთი მხარე მეორეს ემუქრება და მის დასჯას ცდილობს” – ბადრი ჯაფარიძე

ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს იმიტომ, რომ მთავარი საკითხი, რომელიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმება, ღიად რჩება,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ არის მზად, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება შედგეს. „ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მოქნილი მიდგომა იყო ამ საკითხის მიმართ. მთავარია, რომ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე და იმაზე, რომ ის უნდა ჩატარდეს ახალი სისტემით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და უნდა ჩატარდეს შეცვლილი კანონმდებლობით. ეს არის აუცილებელი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიოთ. მეხუთე რაუნდისთვის მზადყოფნა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მხარე უნდა შევთანხმდეთ…

მეტი...

“მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული ფაზიდან ეტაპობრივი გამოსვლაა მოსალოდნელი” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. „სავალუტო სვოპი, მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდამჭერი ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი-მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც არის ხელმისაწვდომი. 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. აღნიშნულ ფონზე, აპრილში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა. თუმცა შემდგომ თვეებში ეტაპობრივი კლების ტენდენცია გამოიკვეთა. სექტემბერ-ნოემბერში კი წლიური ინფლაცია 3.8%-ზე შენარჩუნდა. არსებულ ვითარებაში, პანდემიის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი…

მეტი...

“გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, რუსული ვაქცინის მიღება არ განიხილება” – ეკატერინე ტიკარაძე

გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, რუსული ვაქცინის მიღება არ განიხილება, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გადანაწილებისა და პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალებაც არსებობს. „რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამაზე განხილვები არ მიმდინარეობს. რაც შეეხება შენახვის პირობებს, მაცივრები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა მნიშვნელოვანი აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. ეს ცივი ჯაჭვი სრულად აკმაყოფილებს იმ საჭიროებას,…

მეტი...

“ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება” – ამირან გამყრელიძე

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. იქამდე ძალიან შორს ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვირუსის ახალი ტალღის მართვა რთული იქნება. ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ მაღაზიებში ბევრი არ იარონ და ახალი წლის დღესასწაული მაქსიმალურად მოკრძალებულად გაატარონ. „არის ტენდენცია, ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3000 საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები,…

მეტი...

“როდესაც მაღაზიები გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი, ახალი წელი მოკრძალებულად გავატაროთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ახალი წელი მოკრძალებულად გაატარონ და როდესაც მაღაზიები გაიხსნება, ბევრი არ იარონ.  “არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, არა, იქამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. არის ახალი შემთხვევების შემცირების გარკვეული ტენდენცია, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ოდნავ შემცირდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია და ახალი ტალღა რთული იქნება შემდეგ სამართავად. ამიტომ, ვთხოვ მოსახლეობას ვიყოთ ძალიან ფრთხილად. წლევანდელ შობა-ახალი წელს ვიყოთ ძალიან მოკრძალებულები. როდესაც მაღაზიები გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში და ერთმანეთთან,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

“თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, ძალიან მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია. მისი თქმით, თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ექნება ადგილი, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „ჩვენ დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ, ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. თუ დარღვევები იქნება, ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი შეზღუდვებს არღვევს, სრული უფლება გვაქვს…

მეტი...

“ლეგალურ სექტორში 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება ექნებათ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სოციალური დახმარების მეოთხე ტალღაზე საუბრობს, რომელიც დიდწილად ბაზრობებზე მომუშავე ხალხს შეეხება. “მე ძალიან კარგად მესმის, რომ მძიმეა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ბაზრობებისთვის. დავაანონსეთ დახმარების მეოთხე ტალღა და მიდის ამის იმპლემენტაცია. მათ შორის, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, ლეგალურ სექტორში იქნება 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს, ერთჯერადად, 300 ლარიანი დახმარება ექნებათ. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და ცოტახნით არ მოუწიოთ ბაზრობებზე მუშაობა,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მეტი...

ბაზრობის ტერიტორიზე ვერც ერთი მაღაზია გაიხსნება

„ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მათ კვლავ ექნებათ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.  „24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტრანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება…

მეტი...

სასტუმროები და რესტორნები მხოლოდ 21 საათამდე იმუშავებს

საკოორდინაიო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების მოხსნა რესტორნებსა და სასტუმროებზე არ ვრცელდება. კერძოდ, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება შემდეგია:    მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მტელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და  საახლაწლო საღამოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.…

მეტი...

რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან

24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით; 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ…

მეტი...

რა რეგულაციები უწესდებათ იმ მაღაზიებს, რომლებიც 24-დან გაიხსნება?!

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მაღაზიები და მოლები, რომლებიც 24 დეკემბრიდან გაიხსნება, დამატებითი რეგულაციები უწესდება. კერძოდ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე; მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით; მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ…

მეტი...

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი. „ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 05:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი...

ბაზრობები და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიები არ გაიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, შეზღუდევების ნაწილი, რომელიც ბაზრობებსა და ბაზობებზე განთავსებულ მაღაზიებს ეხება, არ გაიხსნება. საბჭოს გადაწყვეტილებით: 1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; 2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; 3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით; 4. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;  5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან.

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა 8 დიდი ქალაქში ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში ძალაში რჩება.

მეტი...

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მეტი...

“როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ მოქალაქეების დახმარებას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია. მისივე თქმით, გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო ერთი საათი და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე. „მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1 200 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ…

მეტი...

“დღემდე ქვეყანაში 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ კი 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა. ამასთან, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან დღემდე, 25-დან 65-მდე გაიზარდა. როგორც ტიკარაძემ პარლამენტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე განაცხადა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება. „ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ფართო წვდომა გეოგრაფიული და მოცულობით თვალსაზრისით და 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მათ შეუძლით ისარგებლონ ტესტირებით, ამის საჭიროების შემთხვევაში. დღეისთვის არის ჩატარებული 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი. პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან…

მეტი...

„კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულის შემდეგ 25-დან 65-მდე გაიზარდა” – ეკატერინე ტიკარაძე

პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის როლზე. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. უწყების პირველი პირის განცხადებით, თავდაპირველად პროცესში 25 ონლაინ კლინიკა იყო ჩართული, დღეისათვის კლინიკების რაოდენობა კი 65-მდეა გაზრდილი. „პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2…

მეტი...

“სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო” – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა. გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. „სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძეს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

მეტი...

ხაშურში ყაჩაღური თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ამ დრომდე მძიმეა ხაშურში მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულის სახლში მოხდა. 25 წლის ქალი უცხო პირმა დაჭრა, რომელიც, სავარუდოდ, ბინაში ძარცვის მიზნით შევიდა. წინასწარი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ცივი იარაღი.  “ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მუცლის შემავალი ჭრილობა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამ მომენტში პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს. სტაბილურად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, ჩატარებული ოპერაციის დროს, მუცლის ღრუში არსებული დაზიანებები მთლიანად აღმოიფხვრა,”- აცხადებს შპს “ახალი კლინიკის” დირექტორი კახა ხელაძე.

მეტი...

“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?” – ირმა ზავრადაშვილი მიხეილ ჩხენკელს

“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?” – ასე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა. ზავრადაშვილმა მიხეილ ჩხენკელს შესთავაზა, სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში საზოგადოებას ყოველთვიურად ან კვარტლურად წარუდგინოს. „ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რამე კულტურა დავნერგოთ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო…

მეტი...

“სამწუხაროდ, მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა” – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების არეალი დავიწროვდა.  როგორც დავუთულიანი ამბობს, მმართველი გუნდი იმ წითელი ხაზის გადალახვას არ პირებს, რომელის მათთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ეხება.  “მმართველმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა ყველა ტიპის კომპრომისი და შეთანხმება, რაც კი შეიძლებოდა რომ შეეთავაზებინა, გარდა ერთი რამისა, რაზეც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წითელი ხაზი იყო. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ამის გარდა არაფერი სურთ. ამის, გამო სამწუხაროდ, მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა. დაველოდოთ, დავილაპარაკებთ და ვნახავთ, იმედი მაქვს, რაღაც შედეგი იქნება,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი. 

მეტი...

“კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინოვაციური პროექტების დაფინანსებაა დაგეგმილი” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მიერ სრულად შენარჩუნდა კულტურის საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მიიმართა. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე…

მეტი...

„გოგი ქავთარაძემ სოხუმის თეატრში მთელი ეპოქა შექმნა“ – დამშვიდობება მსახიობთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:  „სრულიად საქართველომ, თეატრალურმა საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. იგი იყო  ღირსეული მოქალაქე, პატრიოტი, უნიჭიერესი მსახიობი, აფხაზეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი. საინტერესოდ გავლილი ცხოვრების გზაზე გოგი ქავთარაძეს უამრავი საპატიო წოდება მიენიჭა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016). გოგი ქავთარაძეს, როგორც საქართველოს…

მეტი...

„ამნისტია, როგორც ვიცი 1000 – მდე პირს ეხება, ციხეში განწყობაა, რომ ეს არის დაცინვა“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„როგორც ვიცი დაახლოებით 1000 – მდე პირს ეხება, მათგან კი ძირითადი ნაწილი ციხეში არაა და პირობითი სასჯელი მოეხსნებათ, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა მოვალეობის მოხდისთვის და არა მადლიერებისთვის,„ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამნისტიის მასშტაბის გაფართოება: „ციხეში საერთო განწყობა არის, ის, რომ ეს არის დაცინვა და თვალებში ნაცრის შეყრა, დღეს 10 000 – მდე პატიმარია და სასურველია მძიმე მუხლებს შეეხოს განახევრება ან გამესამედება. მძიმე კრიმინალური ფონი არის აღქმა და არა რეალობა, დღეს 10 000 პატიმარია და სააკაშვილის დროს იყო 24 000 პატიმარი, ასეთი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა,  -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს.…

მეტი...