ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სხდომა საქალაქო სასამართლოში, რომელიც დღეს თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ გადაწყეტილება აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია. მას სასამართლოს ეზოში სტიკერების გაკვრა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. რასაც სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა.

მეტი...

ექიმების მორიგი დაპირისპირება რემდესივირის გამო – თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინფექციონისტ მაია ბუწაშვილსა და სხვა კოლეგებს უპირისპირდება და აცხადებს, რომ მათი რჩევები მაშინ, როცა არც ერთი „კოვიდიანი“ პაციენტი არ ჰქოლიათ, უადგილოა. ცერცვაძე განმარტავს, რომ  „რემდესივირი“ შესაძლოა მომავალში ამოიღონ ხმარებიდან, თუმცა, დღეს ის ერთადერთია. „მედიაცენტრი მთავარი“ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში რამოდენიმე ექიმი (ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ბ-ნი გიორგი კანდელაკი), რომელთაც პირადად არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი არ ჰყავთ გატარებული, აგრეთვე რამოდენიმე ქართველი ექიმი, რომლებიც უცხოეთში საქმიანობენ (ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი ზურაბ გურული) ითხოვენ, რომ საქართველომ არ შეიძინოს COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი…

მეტი...

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხვალ, 11 დეკემბერს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად…

მეტი...

COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. “ევექსის” კლინიკის მედიკოსი ახალციხეში რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. მედიკოსი ნინო მერაბიშვილი თავდაპირველად სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მას შემდგ რაც მისი მდგომაროება დამძიმდა, ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს და ის ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.  ასევე, გარდაცვლილებს შორის არიან პაციენტები გორიდან და ქობულეთიდან.   „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიფიქსირდა გარდაცვალება. გორში 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, 70 წლამდე ორი მამაკაცი და ხაშურში მაცხოვრებელი 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია, გვყავს მძიმე პაციენტებიც,“ – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.  

მეტი...

„დაველოდოთ და ვნახოთ“ – ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ოპოზიცია შევა

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი დარწმუნებულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი. „დაველოდოთ და ვნახავთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. „რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელდბდა, რომ დავთვალოთ, ჯამში, 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად…

მეტი...

მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებები მიღებულია

ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე ხვალ უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა. კერძოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე, დავით სერგეენკო. საპარლამენო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ რომელი წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილი შესაბამის პოზიციებზე,…

მეტი...

ირაკლი ბებუას მკაცრი სასჯელი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევით გამოუტანეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია აპროტესტებს გალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აფხაზეთის მკვიდრს ირაკლი ბებუას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. დეპუტატების განცხადებით, იყო თუ არა ირაკლი ბებუას პროტესტი სავსებით სამართლიანი და ბუნებრივი, ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული პრობლემის შემადგენელი ნაწილია და  ამაზე მსჯელობა სხვა სივრცესა და გარემოში, კონფლიქტის  ირგვლივ არსებული ვითარების სრულყოფილი ანალიზის კონტექსტში უნდა გაიმართოს. “ამჯერად კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვხატოთ უკიდურესი პროტესტი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევითაც კი გამოტანილი უმკაცრესი სასჯელის გამო. მათ გამოგონილი  სისხლის სამართლის კოდექსით ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმეს და მაშინ, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით…

მეტი...

“ლელო” საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

“ლელო საქართველოსთვის” საკუთარ საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს.  მანდატებზე უარის შესახებ საბოლოო და ოფიციალური გადაწყვეტილება პარტიამ ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. გარდა ამისა, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს “სტრატეგია აღმაშენებელიც”.

მეტი...

“ოპონენტების განცხადებებიდან გამოდის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 % აიღო და “ქართული ოცნება” ბუნებაში არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის პრეტენზიებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებების გათვალისწინებით გამოდის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში 100 პროცენტი აიღო, “ქართული ოცნება” კი საერთოდ არ არსებობს: “მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა: სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს; პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი; ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული; ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული; ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც…

მეტი...

“სტრატეგია აღმაშენებელი” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

გიორგი ვაშაძის განაცხადებით მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება და “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. განცხადება გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენ სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს. მეორე მხრივ მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ პირიქით უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ ოპოზიციის „დიდი ხელშეკრულების“ ხელმოწერას არ აპირებს

არ ვაპირებ კიდევ ერთხელ ხელის მოწერას, სამჯერ მაქვს უკვე ეგეთ რაღაცაზე ხელი მოწერილი და აღარ მინდა დამატებით კიდევ რაღაც ცერემონიალებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ, ზოგადად ფაქტია, რომ ბოიკოტი გრძელდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ხვალ ამას სხვადასხვანაირი ფორმით დაადასტურებს. „ფაქტია, რომ დღეს უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო და რაღაც ტიპის გამოსავალი შეთანხმებული ყოფილიყო. გადაიდო ეს რაუნდი, შესაბამისად ხვალ არის პირველი სხდომა. ყველა ის პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია ამას დაადასტურებს ხვალ სხვადასხვანაირი ფორმით. ნაწილმა შეიძლება რაღაც ერთობლივ…

მეტი...

“ქართული ოცნება” საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნების 99%-ს ეთანხმებოდა” – ალეკო ელისაშვილი

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოთხოვნებზე, რაც საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით მივიტანეთ, “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ 99%-ს ვეთანხმებიო ” აცხადებს- ალეკო ელისაშვილი პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო თვლის, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე დიდი დრო სწორედ საარჩევნო წესებთან და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობოდა. ალეკო ელისაშვილი facebook ლაივში დეტალურად განმარტავს თუ რა მოთხოვნები ჰქონდა ოპოზიციას და რაზე აცხადებდა თანხმობას “ქართული ოცნება”. “გუშინდელი ჯოჯოხეთური დღის შემდეგ ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდოდა, ისე გაიგო ჩემი ლაივი, ძირითადად ასე გაიგეს, რომ მე თორთლაძე გავხდი, თორთლაძე ორი, თითქოს გავიყიდე, თანხებსაც წერენ, ამდენს, იმდენს იღებს, მოკლედ,…

მეტი...

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს, სავარაუდოდ, დავით სერგეენკო დაიკავებს

მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი იქნება, ხოლო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო დაიკავებს. ცნობისათვის, ამ წუთებში, “ქართულ ოცნებაში” უმრავლესობის ხდომა მიმდინარეობს

მეტი...

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს, მიმართავენ თუ არა პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით

როგორც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი და ამიტომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ. „ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში დავსხდებით ყველა და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციიდან გამომდინარე,“- განაცხადა ვაშაძემ. რაც შეეხება ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს, ვაშაძის თქმით, ამ მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ის ეწინააღმდეგება მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ მოსაზრებას. „ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ამ უმძიმესი ჩიხური მდგომარეობიდან ქვეყნის…

მეტი...

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სანდრა რულოვსის სასამართლოს წინაშე დაკითხვას ითხოვს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. “დოიჩე ველეს” ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. საქმის პროკურორმა ბერლინის სასამართლოში განაცხდა, რომ რულოვსი ტელეფონით დაიკითხა, თუმცა, ახლა გამოძიებას მისი სასამართლო დარბაზში დაკითხვა სურს. “ცენტრ დოსიეს” ცნობით, რულოვსი ხანგოშვილის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ეხმარებოდა, რის გამოც, საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ მიგრაციის სამსახურში შუამდგომლობის წერილი 2019 წელს გააგზავნა.

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობენ

„ქართულ ოცნებაში“ მეათე მოწვევის პარლამენტში თანამდებობეთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფრომაციით, მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს როგორც ვიცე-სპიკერატის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა, საკადრო ცვლილებები ბოლომდე განხილული არ არის. „დამატებითი კონსულტაციები კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ხვალ, როცა პარლამენტის ლეგიტიმურიბის ცნობა მოხდება, დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვინ რა პოზიციას დაიკავებს”, – განაცხადა მიქანაძემ.

მეტი...

“ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა” – ალეკო ელისაშვილი

“გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა – ეს ასე იყო პირველივე დღიდან,” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ მიღწეულია ისტორიული შეთანხმება, როცა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მაგრამ ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს. “რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ – რა ხდება ახლა?! ბოკერია-უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! არის შეთანხმება, მას ხელი უნდა…

მეტი...

„რაზეც მოლაპარაკებები მიდის, შეთანხმებულები ვართ“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი, თითქმის ყველა იმ მოთხოვნას თანხმდება, რასაც ოპოზიცია ითხოვს. როგორც ელისაშვილი განმარტავს, უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმაა. „ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ ამ პაკეტზე დასტურს გვაძლევდა. პოლიტიკური პატიმრების თემაზე სერიოზული მსჯელობა იყო, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ. „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართო.  რასაც “ვახურებთ” და რასაც ვიტხოვთ, ოთხი საკითხიდან, გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა არიან, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო. მთელი ერთი თვე რასაც ოპოზიცია ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, შეთანხმებული ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე…

მეტი...

მინისტრის განცხადებით „შავი პარასკევის“ ეფექტს საქართველო მალე მოიმკის

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „შავი პარასკევის“ ეფექტი საქართველოს მოსახლეობას ჯერ არ მიუღია და ამ შედეგებს მალე ვნახავთ. აღნიშნული განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე გააკეთა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი. ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გააანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ“,-განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპისთვის ვერავინ იტყვის,…

მეტი...

ბიზნეს ასოციაციები გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„რამოდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ “თბილისი ენერჯი”  მიიღო ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით“ – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში და ამბობენ, რომ არსებულ კრიზისის პერიოდში, აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი წნეხი იქნება. „გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი…

მეტი...

„ტრავერსზე ვართ“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ს გავრცელების მხრივ საქართველო ტრავერსზე იმყოფება. „ტრავერსზე ვართ, იქ ვართ ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას. მე ყოველთვის ვამბობდი, რო შეზღუდვების დაწესებით არ უნდა გვქონოდა ზრდა. შესაბამისად, ზრდა შეჩერებულია.  ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“ – განაცხადა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მეტი...

“წინასაახალწლოდ, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი და რაც „შავ პარასკევს” მოხდა, მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი” – ამირან გამყრელიძე

“წინასაახალწლოდ, ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც “შავ პარასკევს” მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, წინასაახალწლოდ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტლება სააკოორდინაციო საბჭომ ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს. „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება…

მეტი...

ვირუსის გავრცელების კუთხით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოუხედავად, საქართველო, მთელ მსოფლიოში, „კოვიდ 19“-ის გავრცელების კუთხით პირველ ადგილზეა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები შედეგს 2 კვირაში მოგვცემს.   „ბოლო 2 კვირის მონაცემებით, მსოფლიოში, 100 000 მოსახლეზე, გავრცელების კუთხით პირველ ადგილზე ვართ. რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით ინფექციის გავრცელების მხრივ, არ გვინდა საუბარი, ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა 2 კვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა დაახლოებით 2 კვირაში გვაძლევს შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა ასევე 2 კვირაში მოგვცემს შედეგს. ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან 2…

მეტი...

“კოვიდის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა დაშვებული არ ყოფილა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობის პროცესში ყოველთვის შეიძლება იყოს ხარვეზი, თუმცა ქვეყანაში კოვორნავირუსის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ დაშვებულა. „მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ მუშაობ და ვისაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება, მუშაობის პროცესში ყოველთვის შეიძლება გქონდეს ხარვეზი, მაგრამ ქვეყანაში კოვიდის მართვის პერიოდში არ ყოფილა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, რომელიც ვთქვათ ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა. მიმდინარეობს მუშაობა, ყველა უწყება, სფერო მუშაობს იმის ფარგლებში, რისი რესურსიც აქვს ქვეყანას. ამ ტიპის ინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად 3 000, 4 000 შემთხვევა გაზაფხულზე რომ გქვონოდა, ამას ორი და სამი თვე ვერ გავუძლებდით, ძალინ სწრაფად…

მეტი...

“პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, საახალწლოდ შესაძლოა, სერიოზულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი შემზღუდველი ღონისძიებები უკვე იძლევა შედეგს იმ თვალსაზრისით, რომ შეიმჩნევა შემთხვევების რაოდენობის მცირე სტაბილიზაცია, რაც ასევე მცირე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ამრიან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული რეკომენდაციების შესრულებაზე. მისი თქმით, კარგია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 10 პროცენტით გაიზარდა და 65 პროცენტი შეადგინა. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 95 პროცენტამდე თუ გაიზრდება, შესაძლებელია, საახალწლოდ ვითარება მნიშვნელოვნად დატაბილურდეს. „მოგეხსენებათ, ჩვენ, ექიმები, ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მე ვფიქრობ, შემზღუდველი ღონისძიებები უკვე მოქმედებს. ანუ, უკვე იძლევა ეფექტს იმ თვალსაზრისით, რომ…

მეტი...

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება. ინფორმაცია ოპოზიციურ პარტიებში დაადასტურეს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77. 3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1…

მეტი...

“არის სტაბილიზაციის ნიშნები, პრემიერთან ვიმსჯელეთ, რა ზომები უნდა მივიღოთ, რათა მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი” – აკაკი ზოიძე

არის სტაბილიზაციის ნიშნები და ვიმსჯელეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა პროგნოზი შეიძლება, გაკეთდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში და რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემსუბუქება, რომელიც დაანონსებულია 24 დეკემბრიდან მაქსიმალურად გაკონტროლდეს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეული შეფასება. გასაგებია, რომ ორი-სამი კვირის შემდეგ გვაქვს ძირითადი ეფექტი, მაგრამ შევაფასეთ, რა ხდება ამ ეტაპზე. შესაბამისად, დღევანდელი ვითარების მიხედვით, რა პროგნოზი შეიძლება, გაკეთდეს უახლოესი ერთი თვის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 067 თბილისში, 708 იმერეთში, 331 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 067 თბილისში, 708 იმერეთში, 331 კი აჭარაში გამოვლინდა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 657-მდე გაიზარდა. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი. 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო…

მეტი...

ფინანსურმა პოლიციამ აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 40-ზე მეტი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 40-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.  უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.

მეტი...

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა დღე გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა უნდა დარჩეს ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჩვენ ვერ ვიქნებით გულდამშვიდებულები. კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისათვის. „კოვიდ-19“-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას მოწყვლად სიტუაციებში მყოფ პირებზე. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი მოწყვლადობის მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად. ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში…

მეტი...

შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და…

მეტი...

აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება

„აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების მკვეთრი შემცირების საშუალებას, შესაბამისად ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა“ – აცხადებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი  ბიძინა კულუმბეგოვი მისი შეფასებით, თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით და გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე. „უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო…

მეტი...

„თუ მოსახლეობა სოციალურ მიმოსვლას დაუბრუნდა, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება“  – რეანიმატოლოგი

„თუ საქართველოში ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში“ – ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა რეანიმატოლოგმა ომარ ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მთავარია, გაიზარდოს თვითშეგნება, მოსახლეობამ დაიწყოს მეტად თვითიზოლაცია და პირბადეების ტარება, ვინაიდან პირბადით სიარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი პირობაა იმისთვის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. „რაც შეეხება შეზღუდვებს, თუ საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და იგივენაირად არ დაიცვა…

მეტი...