აზერბაიჯანი და სომხეთი ტყვეებს გაცვლიან

აზერბაიჯანში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის განცხადებით, სომხეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყო. როგორც კომისიაში აცხადებენ, შეთანხმება ორ მხარეს შორის ტყვეების გაცვლაზე უკვე  მიღწეულია და ეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის მონაწილეობით მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანს ტყვედ ჰყავს 60 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე ოფიციალურ ბაქოს ტყვეების ზუსტი რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებს.

მეტი...

“პირველი ვაქცინა გაკეთდა, ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს!” – დონალდ ტრამპი

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. „პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. მედიის ინფორმაციით, Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს გაუკეთდა. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა. კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია.

მეტი...

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაცვის მხარე დაკავებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.  ბიძინა ესებუას უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ესებუა უდანაშაულოა, დაკავება კი მის ძმაზე, ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით მოხდა. ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. მის ავტომობილში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან

მეტი...

„კომპრომისი არ იქნება, ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი“ – მამუკა ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრაზე

„ლელოს“ დამფუძნებელ და ლიდერი მამუკა ხაზარაძე ელჩებთან დღეს გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან. ელჩებთან შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. “შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს“ პოზიცია არის მყარი, „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ…

მეტი...

„გირჩი“ და ელისაშვილი რომ შევიდეთ, ვის დავკარგივართ, ჩვენ იქ „ნაცმოძრაობა გვჭირდება“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„პროცესი კუდიანების დევნად არ უნდა იქცეს. არადა, „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ამას აკეთებს. ის გვიშლის ხელს ამ მოლაპარაკებებში და ნებისმიერ კონსტრუქციულ საუბარში. როდესაც ნებისმიერ შენს კოლეგას ვიღაც ემუქრება დაჭერით და შენ იმ კოლეგასთან ერთად ზიხარ, მერე არ შეგიძლია შენ სხვასთან ურთიერთობა“ – ეს განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს,  მთავარია, „ქართული ოცნება“ და  „ნაციონალური მოძრაობა“ დალაგდეს, „გირჩი“ პრობლემა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ უზარმაზარი პარტიაა და ჩვენ ვის დავკაგივართ. ჩვენ არ ვართ პრობლემა, არც ელისაშვილი არ არის პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“ პრობლემა ამ…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმენთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აგრეთვე, იმსჯელეს პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ტურიზმის აღდგენის აუცილებლობაზე. ხაზი გაუსვეს ორმხრივ ინტერესს, გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და მოხდეს საქართველოში ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების ზრდა. მხარეებმა ისაუბრეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ჩატარებული არჩევნების შესახებ, არის ოქროს სტანდარტი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან განიხილა ის შესაძლებლობები, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა…

მეტი...

იუთუბი და გუგლის სხვა სერვისები მიუწვდომელია

იუთუბი გათიშულია. ვებგვერდზე შესვლისას, მომხმარებლებს ხვდებათ წარწერა, რომ ვეგბვერდზე რაღაც ხარვეზია. ზოგიერთმა მომხმარებელმა სერვისზე შესვლა ინკოგნიტო რეჟიმში შეძლო, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხარვეზი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას ფიქსირდება, ისეთი ბრაუზერის გამოყენებისას, რომლითაც გუგლის სერვისებზე თქვენი ანგარიშით ხართ შესული. გათიშულია გუგლის ყველა სხვა სერვისიც — მათ შორის Gmail-ი და Google Drive; შეფერხებით მუშაოვს გუგლის საძიებო სისტემაც. ვებგვერდთა შეფერხების მონიტორინგის პორტალ Down Detector-ის მონაცემებით, გუგლის სერვისებზე ხარვეზი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.

მეტი...

“დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი რუპორების ბულინგის სამიზნე უკვე საერთაშორისო პარტნიორები გახადნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი რუპორების ბულინგის სამიზნე უკვე საერთაშორისო პარტნიორები გახადნენ, რაც მიუღებელია. მისივე თქმით, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეფასება რეალობას გასცდა და ის უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე ილაშქრებს. „დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა რუპორებმა ბულინგის სამიზნედ უკვე საერთაშორისო პარტნიორები გაიხადეს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია და არავითარ წესში არ ჯდება. რაც შეეხება გვარამიას შეფასებებს, საერთოდ ასცდა რეალობას. მან ბულინგის სამიზნედ გაიხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი მომხრეები, არამედ ის უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე ილაშქრებს, რაც მიუღებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ​შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა,…

მეტი...

“2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება. მინისტრის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად ჩვენს სამინისტროში დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,-აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას. მისივე თქმით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება.

მეტი...

“ირაკლი კობახიძე და ალეკო ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო. „ბატონი კობახიძე და ბატონი ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის გზავნილებს აკეთებენ უკვე რაღაც პერიოდია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მან ოპოზიციაში განხეთქილება ვერ მოახდინა. ამ კონკრეტული პირის მეშვეობით, მას სურდა, დაერღვია მყარი პოზიცია და ეს ვერ მოხდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მეტი...

„რა დაგვრჩენია, ელჩებსაც ვუბრაზდებით, ქვის სროლა დაგვრჩა მარტო“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„როდესაც მძიმე მდგომარეობაში ხარ, ქვეყანაში ასეთი კრიზისია და არ იცი, ხვალ რა დაგჭირდება, არ მგონია, პრაგმატული იყოს დასავლეთის ინსტიტუტებთან საქმის გაფუჭება“, – ეს განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“ გააკეთა. მისი შეფასებით, დიპლომატების მიმართ თავდასხმა გამართლებული არ არის და არ იზიარებს მსგავს ქმედებებს. „ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით. მართლა რამე რომ დაგვემართოს, თუ ვინმეს იმედი გვაქვს, ეს არის დასავლეთი და ორი მთავარი ინსტიტუტი – აშშ-ის და  ევროკავშირის. დავუშვათ, შეიძლება ეს ადამიანი კარგი ან ცუდი იყოს, შეიძლება ცუდი ხასიათი ჰქონდეს, რაღაცა უყვარდეს, მაგრამ ცუდ და…

მეტი...

10 არგუმენტიდან, როგორ გაყალბდა არჩევნები, ჩვენთვის ISFED და პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი – ალეკო ელისაშვილი

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ახლა მთავარია გაეცეს კითხვას პასუხი, თუ რატომ არ გაამჟღავნა ორგანიზაციამ ხარვეზის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე. “როგორც თვითონ ამბობენ, მათ დაუშვეს შეცდომა. ეს არ არის მარტივი შეცდომა, ეს არის ძალიან მძიმე შეცდომა. ფაქტი სახეზეა და ამ ფაქტიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ოპოზიციას გვაქვს სხვა ბევრი მტკიცებულება გაყალბებებთან დაკავშირებით, გარდა “ისფედის” მიერ წარდგენილი მონაცემებისა. მთავარი საკითხი ჩემი აზრით არის, რომ თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.  ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ISFED-ის ხარვეზმა ოპოზიციის არგუმენტები დაასუსტა. “ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა ISFED. იმ 10…

მეტი...

„შესაძლოა, მოლაპარაკებები საერთოდ არ გაგრძელდეს“ – რა საკითხს გაცვლის „გირჩი“ და რის ფასად?!

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც პარტიაში ისე ფართო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა,  „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. „მაგიდაზე დევს 4 წინადადება. ერთ წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად,  მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი,…

მეტი...

“განცხადება, რომელიც ნიჟარაძემ და მთლიანად ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი” – თეა წულუკიანი

“ის განცხადება, რომელიც ნიჟარაძემ და მთლიანად ამ ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. „განცხადება, რომელიც ქალბატონმა ნიჟარაძემ და მთლიანად ამ ორგანიზაციამ გააკეთა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ეს ქვეყანა არის ოკუპირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის ფასად შეინარჩუნა სტაბილურად და მშვიდობიანად. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა…

მეტი...

მეწარმოების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა – ეკონომიკის სამინისტროს ანგარიში

ეკონომიკის სამინისტრო წლიურ ანგარიშს აქვეყნებს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობისა და სხვა სექტორების მიმართულებით. მინისტრის წლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კოვიდ- 19- ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობას, აგრეთვე, გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა ანტიკრიზისული გეგმისა და…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა. რუსუდან ჯიქიას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.   რუსუდან ჯიქიას კოვიდ – 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა. ექიმი ქუთაისის N2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 79 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი.

მეტი...

“შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან” – ამირან გამყრელიძე

“შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს ვიდრე იყო შარშან,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში 40 000-მდე გრიპის ვაქცინის დოზაა მარაგში და მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს, რომ გაიკეთონ გრიპის ვაქცინა. „შარშანდელთან შედარებით უფრო რბილი ვითარებაა გრიპთან მიმართებაში. წინა კვირაში უკვე გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში და ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დამცავი ღონისძიებები გრიპზეც მოქმედებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან იმიტომ, რომ მეტი დაწოლა…

მეტი...

სადეპუტატო მანდატზე უარის საბოლოო დასაფიქსირებლად პარლამენტში შალვა ნათელაშვილი მივიდა

შალვა ნათელაშვილი საკუთარ სადეპუტატო მანდატზე უარის საბოლოოდ დასაფიქსირებლად პარლამენტში მივიდა.  მან სხვა დეპუტატებსაც მოუწოდა პროტესტი გაეგრძელებინათ. “ბარდება განცხადება ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რათა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ტირანული დიქტატურა დააყენა საქართველოში. იმედია ჩემი ქრონიკული მოძულეები არ მეტყვიან, აგირჩიეთ და პარლამენტში არ შეხვედითო, ერთი მანდატი ივანიშვილმა გააკვეხოს საკუთარ ოჯახში,”-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.

მეტი...

“ახალი შემთხვევების რაოდენობა უჩვეულოდ დაბალია, გარკვეულწილად, ეს უკავშირდება შაბათ – კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემი (1337 ახალი შემთხვევა) გარკვეულწილად, შაბათ-კვირას ტესტირებების ნაკლებ ინტენსივობას უკავშირდება, თუმცა კლების მაჩვენებელი მაინც სტაბილურია.  “დღევანდელი მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, გარკვეულწილად, ბოლო პერიოდში უჩვეულოდ დაბალია. დღეს იყო 1337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას, 6 000-ზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ და აქედან გამომდინარეა ეს შემთხვევების რაოდენობა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაინც სტაბილური რჩება. ტესტირება ანტიგენით სიმპტომურ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ამ კვირაშიც გაგრძელდება ისეთივე ინტენსივობით, როგორიც…

მეტი...

“მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. „მომავალი 2 კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, 49 გარდაცვლილი, რომელიც…

მეტი...

„დღევანდელი მოცემულობით, ჯერჯერობით პარლამენტი ერთპარტიულია“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ისე არ არის, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა არ უნდა, უბრალოდ შექმნილია სიტუაცია, როდესაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა. მეგრელიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას ისეთი პირობები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა მოუნდეს. „ჩვენ პირველად ვართ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება და გვირჩევნია, ჩვენი სინდისი სუფთად შევინახოთ, ვიდრე ნებისმიერ ისეთ პროცესში შევიდეთ, სადაც არ გვესმის, როგორია იქიდან გამოსავალი. დღევანდელი მოცემულობით, ჯერჯერობით პარლამენტი ერთპარტიულია. თუ იქ იქნება „ქართული ოცნება“ და ვთქვათ, „გირჩის“ მსგავსი პარტია, ის პარლამენტი ვერ…

მეტი...

„როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, გირჩის ოთხივე დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ახლა ვართ სიტუაციაში ფაქტობრივად ჩვენმა ამომრჩეველმა არ იცოდა რაზე მიდიოდა ამ მოლაპარაკებების დროს საუბარი და რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილმა ისაუბრა იმ მოლაპარაკებებზე, რაც რაუნდების სახით მიდიოდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ელჩების თანდასწრებით, მეგრელიშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „გირჩი“ მანდატს: „ერთი სცენარი გასაგებია, რომ დღესაა ისეთი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება სულ არ გაგრძელდეს და ოპოზიცია მიდის ბოიკოტისკენ, როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ ოთხივე დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,…

მეტი...

“ISFED-ისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი სამართლიანი არჩევნების დონორებს სთხოვს, “დაინტერესდნენ ორგანიზაციის მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით.” “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის…

მეტი...

“მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ ამ მიდგომას არასათანადო პასუხი გასცა. კობახიძის თქმით, გუშინ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. “რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვალაში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 839-ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 986 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 912, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 886. ამასთან, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი.

მეტი...

დააკავეს 82 წლის მამაკაცი, რომელმაც თეთრიწყაროში ცოლი მოკლა

თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 82 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.

მეტი...

აშშ-ის სამთავრობო ქსელებზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა

ჰაკერების თავდასხმა შეერთებული შტატების სამთავრობო ქსელებზე – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიბერშეტევა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტების სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციაზე განხორციელდა. მომხდართან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა თეთრ სახლში. კიბერშეტევის დეტალებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს. “როიტერსის” წყაროს ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს.

მეტი...

ბადრი ესებუას ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა – შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად…

მეტი...