ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, ხელფასს ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ შედის, ხელფასის ჩარიცხვას მაინც ითხოვს. მისი შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები პარლამენტში შესასვლელად მზად არიან.

„ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულიგინი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები. მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზადყოფნა, ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები