რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. არჩევნები დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით. მის გარდა, არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი იყო, ლაშა ხურციძე და გოჩა სვანიძე.
 

მსგავსი თემები