„კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, პატრიარქის სახელით განცხადება ვრცელდება

„ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ – ვკითხულობთ განცხადებაში რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და დამატებით განმარტებებს აკეთებს. „საზოგადოების უკეთ ინფორმირებისა და ბრალდებების საპირწონედ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს სხვადასხვა დროს ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან, მათ შორის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვიდან, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებიდან და ა.შ. რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ…

მეტი...

ჯემალ გამახარიამ მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მოსკოვისა და პეტერბურგის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ონლაინ დიალოგში ჩართული ქართველი სტუდენტები ინტერნეტსაზოგადოება „მარიხის“ წევრები არიან. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი აღნიშნული ინტერნეტსაზოგადოების ხელმძღვანელი, სტუდენტი დიმიტრი შუბლაძე იყო. ზუმის მეშვეობით  შეხვედრაში მონაწილეობა ოცმა სტუდენტმა მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ არიან დაბადებული, უმეტესობის ბიოგრაფია აფხაზეთს უკავშირდება, მათი მშობლები აფხაზეთის მკვიდრნი არიან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის მათი  ინტერესი და ის, რომ საკმაოდ კარგად არიან ჩახედული კონფლიქტის ანატომიაში და კვალიფიციური კითხვებითაც გამოირჩეოდნენ. შესაბამისად აფხაზეთის…

მეტი...

კორონავირუსით მერის მოადგილე გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი მსხვერპლი ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, საარჩევნო შტაბის უფროსი  გონერი მეფარიშვილია. ინფიცირებული თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტი...

„ეს არის ჭიდილი ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს შორის“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის – შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები იქ იღებიან სადაც მათი კომპეტენცია არ ვრცელდება. აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „გადაწყვეტილება, რომელიც გახსნასთან და რეგულაციების შერბილებასთანაა დაკავშირებული, ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაგვიანებით.  დღეს ქვეყანაში ჭიდილია ორ მხარეს შორის. ერთია ეკონომიკური გუნდი და მეორე –  ეპიდემიოლოგები. ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა გააჟღერა კიდეც, ჩემი ნება რომ იყოს, 6 თვით მთელ მსოფლიოს ჩავკეტავდიო. მე ვერ ვპოულობ ჩემსა და ეპიდემიოლოგს შორის განსხვავებას. მეც შემიძლია 6 თვით ჩავკეტო მსოფლიო, ამ შემთხვევაში რა როლს თამაშობს ეპიდემიოლოგი. მისი ვალია, პანდემიის პერიოდში არ დავიხოცოთ…

მეტი...

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

„M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ.  თბილისის მერმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ  M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე  ჩაუტარდეთ. ჩვენ გვექნება…

მეტი...

“დაეწყობიან და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები” – გიგა ბოკერია

“როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან ის და მისი პოლიტიკური არარაობები და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა რისკია არსებული ვითარების შენარჩუნება პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ მისთვის. „ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ არსებულ ვითარებაში, როცა მას არ აქვს მიღებული უთანასწორი ბრძოლაშიც კი უმრავლესობის მანდატი, ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს და დიდი რისკებია პირადად მისთვის, ქვეყნისთვის არის პირველ რიგში, მაგრამ ეს მას ნაკლებად აღელვებს. ჯერ მან ვერ გააცნობიერა, რომ…

მეტი...

„კატეს” გამოყენება არ ჩაივლის უკვალოდ, ზრდის სიმსივნეების და ლეიკემიის რისკს – ზურაბ გურული

“კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ე.წ. „კატეს“ შეუძლია არსებითად გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი,” –ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული წერს. სპეციალისტის ინფორმაციით ე.წ ტომოგრაფია მიზნობრივად უნდა იქნას გამოყენებული: „ძალიან საჭირო და სასარგებლო კვლევაა „კატე“, მაგრამ როგორც ნებისმიერი წამალი მხოლოდ შესაბამისი დოზით არის სასარგებლო. გადაჭარბებულად ხდება „კატეს“ გამოყენება კორონა-პანდემია-ისტერიის განმავლობაში. არ ჩაივლის ეს უკვალოდ, სამწუხაროდ. არ არის გამუდმებით შემოწმება საჭირო, პნევმონიის რა მოცულობა დარჩა ფილტვის ქსოვილში. თუ კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ესეიგი ფილტვის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია. „კატე“ დამხმარე მეთოდია დიაგნოსტიკის. როდესაც მის გამოყენებას ვაპირებთ, ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა: – რაში მჭირდება მიღებული ინფორმაცია და როგორ გამოვიყენებ…

მეტი...

“თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება” – თურქეთის ელჩი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქეთის ელჩს შეხვდა. მთავარი საკითხი იყო ე.წ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების, “აპრას” თურქულ ბანკებში მომსახურების საკითხი. თურქი დიპლომატი ამბობს, რომ ოფიციალური ანკარა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ელჩის ინფორმაციით საბანკო ბარათების და ფინანსურ სერვისების საკითხი მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. ელჩის ინფორმაციით, თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება. “დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც ეს…

მეტი...

“თეა წულუკიანი ნუ დაელოდება ჩვენს გარდაცვალებას” – შალვა ნათელაშვილი

თეა წულუკიანი ნუ დაელოდება ჩვენს გარდაცვალებას, „ლეიბორისტული“ იდეა საუკუნეები იარსებებს და მას ექნება არა შვიდპროცენტიანი, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ლეიბორისტულ პარტიას“ ექნება იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც უნდა, იცხოვროს დემოკრატიულ, სოციალურად თანასწორ, მხრებგაშლილ საქართველოში. „ასეთია ჩვენი ხალხის უმრავლესობა და ამ იდეის მატარებელია „ლეიბორისტული პარტია“. რაც შეეხება წულუკიანს, ის მომავალი თაობებისთვის იქნება როგორც ავი დედაბერი. რაც შეეხება პარლამენტში ჩემს ყოფნას, პარლამენტში მაშინ იყო ბოიკოტი გამოცხადებული, იურიდიულად ვიყავით, მაგრამ იყო ბოიკოტი, რადგან წინა ხელისუფლებამაც, ვის ინტერესებსაც ემსახურებოდა თეა წულუკიანი სტრასბურგში და ვისი ინფორმატორიც იყო, ასევე გაგვიყალბა არჩევნები.…

მეტი...

“3 დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში შესვლას არ აპირებს” – ირმა ინაშვილი ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაზე

ირმა ინაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს მისი პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უარს ამბობს მანდატის დათმობაზე და აპირებს საკუთარი თანაპარტიელებისგან დამოუკიდებლად, მარტო შევიდეს პარლამენტში. ირმა ინაშვილის განცხადებით, ენუქიძე ბიზნესმენია, რომელიც აფინანსებდა პატრიოტთა ალიანსს, პარტიას კი არ აქვს ბერკეტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება პარტიის გეგმებს, ირმა ინაშვილის თქმით, დანარჩენი 3 დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში შესვლას არ აპირებს. “ირმა ინაშვილი, გიორგი ლორია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში. ყველა პარტიაში არიას ბიზნესშემადგენელი, ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის…

მეტი...

“ერთი ადამიანის პარლამენტში შესვლა არაფერს არ გადაწყვეტს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის კონკრეტული გადაწყვეტილება საერთო პოლიტიკურ ლანდშაფტს ვერ შეცვლის.  მეგრელიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია საერთო ოპოზიციურ მიდგომაზე. “ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეგვიძლია გავატაროთ იმ ფილტრის ქვეშ, რასაც “გირჩი” ამბობს. ანუ იქნება თუ არა ის პარლამენტი, რომელშიც ადამიანები ახლა შედიან. დღევანდელი გაგებით პარლამენტი არ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება ჩვენ შესაძლებლობა რომ მართლა დავუძახოთ ამ ორგანოს პარლამენტი, თუ მას გადაწვეტილების მიღების უნარი ექნება. ერთი ადამიანის, არათუ ერთი პარტიის იქ შესვლა არაფერს არ გადაწყვეტს, ვიდრე იქ არ შეგროვდება 113 ადამიანი სულ მცირე,” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეტი...

“ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა, მანამდე ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეღირსებიან და პასუხიც გაეცემათ კანონის ფარგლებში საბოტაჟზე” – ირაკლი კობახიძე

ვიდრე არ მოიტანენ რაიმე მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა ამ ქვეყანაში, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ტიპის საბოტაჟზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტს ხელზე დახვეულ მანიპულაციად აფასებს და მოუწოდებს ოპოზიციას, „გამოვიდნენ საბოტაჟის და სპეკულაციის რეჟიმიდან“. „არჩევნები თუ არ გაყალბებულა, რა რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი? ჩვენ ამიტომ შევთავაზეთ ოპოზიციას გადაამოწმონ არჩევნების შედეგები, რისი საშუალება დღესაც არსებობს. თუ დაფიქსირდება გადახრა,…

მეტი...

ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებულ ჯარისკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ

მესამე დღეა დაკარგულია მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყო. “საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო…

მეტი...

“ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა” – გიორგი გახარია

მეც მიმუშავია ბატონი ვახტანგ გომელაურის პოზიციაზე და მართლა უმძიმესი პოზიციაა მთავრობაში. როგორც კი ჩვენ სტატისტიკას და სტატისტიკურ ციფრებს ვაფეტიშებთ, ვკარგავთ ძირითად მიზანს სამართალდამცავი სისტემის. სამართალდამცავი სისტემის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა. არ იქნება ქვეყანაში უსაფრთხო გარემო? ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დაგვრჩება უკან, ვერაფერში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი,  ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური…

მეტი...

“გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი” – თეა წულუკიანი

დეპუტატი, რომელიც გადაწყვეტს, რომ არ უნდა იმუშაოს და იზარმაცოს, არ უნდა იმსახურებდეს ხელფასს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხელფასი ხაზინამ არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს, რადგან ეს ხალხის ფულია. „ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ. ამ ადამიანმა ძველ დროში, „ნაციონალები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივარ. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, არამედ საზოგადოებას, ჩვენ…

მეტი...

“პარტიების დაფინანსების წესთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაეგზავნოს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. კობახიძის ინიციატივაა, რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართოს, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია იქნება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივით კობახიძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც პირველი მოსმენით პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. „მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელშია გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და…

მეტი...

„სექტორი მკვდარია, 300 000 ადამიანი სამსახურის გარეშე“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მთელ ქვეყანაში სულ 9 სასტუმრო მუშაობს და მათაც უთხრეს, რომ ახალი წელი არ უნდა დაგეგმონ. როგორც ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სექტორი მკვდარია.   „რეალურად, გუშინდელ დღემდე მოლოდინი არ გვქონდა, რომ რამე გაიხსნებოდა. სულ თითზე ჩამოსათვლელი სასტუმროებია, რომლებიც აპირებდნენ ახალ წელს ღონისძიება ჰქონოდათ. გუშინ კი ამ სასტუმროებს, რომელიც ერთ ათეულზე მეტიც არ არის, უთხრეს, რომ  ახალი წლის ზეიმი არ უნდა გააკეთონ. რეალურად, განსაკუთრებული მოლოდინი არც გვქონდა, რომ რამე გაიხსნებოდა. ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში, სექტორი არ არსებობს, თითქმის ყველაფერი დახურულია.  სექტორი…

მეტი...

“ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა მივმართო, დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა მივმართო – დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდოამაზე განაცხადა, სადაც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას უსმენენ. როგორც მდინარაძემ განმარტა,  ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, სწორედ ამიტომ არიან დარბაზში ორივე მხარეს მათი ფრაქციის წევრების წარმოდგენილები. “საზოგადოების ნაწილში გამოიწვია გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულები. საზოგადოებას და მედიასაშუალებებს, ვინც ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ფრაქციის სხდომაზე,…

მეტი...

“ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, რომ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კურსი მაქსიმალურად დავიცვათ” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნვესაყოფად გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, იმისათვის რომ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კურსი მაქსიმალურად იყოს დაცული. გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკურად ძლიერი ბიზნესი და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა უნდა მოხდეს. “სამწუხაროდ, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შემიძლია მოგიყვეთ აქ, რომ ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა. ჩვენ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით…

მეტი...

„11 000 ობიექტიდან მხოლოდ 500 გადარჩება“ – რესტორატორთა ასოციაცია „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესი განადგურებულია და უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა. ამ თემაზე ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავრში“ ისაუბრა. მისი თქმით, თუ რესტორნები მინიმუმ 15 იანვრიდან არ გაიხსნა, მათ უკვე ვერაფერი გადაარჩენს. „მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება“, – განაცხადა ბურჯამაძემ…

მეტი...

“თბილისის მთავრობის ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება მიტაცებისა და უკანონო შენობების განთავსებისგან დავიცვათ” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რასაც თბილისის მერია არ დავუშვებს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ. „კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონებების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში გამართა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია. მინდა კიდევ…

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით, სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად” – გიორგი გახარია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, დახმარების პროგრამები პრაქტიკულად, გათანაბრებულია, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა. „მოგეხსენებათ, წვდომა ძირითადი გამოწვევაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ადამიანის უფლებების საბაზისო მოთხოვნების დასაცავად. მათ შორის, ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

კახეთში მკვლელობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს-მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო…

მეტი...

“11 000-მდე ობიექტიდან, რომელიც დღემდე არსებობდა მხოლოდ 500 გადარჩება” -შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

“მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ. „მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ…

მეტი...

„სექტორი აღარ არსებობს – განადგურებულია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„დიდი მოლოდინი არ იყო რომ რაიმე გაიხსნებოდა, ჩვენი სექტორი არის ყველაზე დაზარალებული სექტორი, სექტორი აღარ არსებობს, სექტორში დახურულია თითქმის ყველაფერი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროების და რესტორნების სექტორი „მკვდარია“, როგორც ის განმარტავს პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ სასტუმროების და რესტორნების ბიზნესი დააზარალა: „სექტორი აღარ არსებობს, განადგურებულია,  ამ ეტაპზე რეალურად ამ მომუშავე სასტუმროებსაც უთხრეს, რომ ახალი წელი არ გააკეთონ და კლიენტურა მოაკლდება. რესტორნებში და სასტუმროებში ყველაზე მეტად დაცულია ყველა პირობა, რეალურად 31 იანვრამდე ვიცით, რომ ვიქნებით დახურულები, მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ…

მეტი...

“იმ პირთა შორის, ვინც უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე სახლები განათავსეს​ მერიის თანამშრომელიც აღმოჩნდა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი  თბილისში არსებულ უკანონო შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის არსებობას არავინ უარყოფს და ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოსაგვარებლად, დედაქალაქის ბიუჯეტში რამდენიმე ასეული მილიონია გათვალისწინებული, თუმცა სახელმწიფო ქონების მიტაცება და მასზე შენობა ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს: “კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში განათავსოს ვიღაცამ ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ესაა მისი საცხოვრებელი ადგილი. ეს დამოკიდებულება მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. ადამიანს თუ თავშესაფარი უჭირს ეს ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას,”-…

მეტი...

“პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ – არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს” – გიორგი გახარია

ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს ხმა მისცეს მეტ პლურალიზმს და მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში. “ჩვენ დღეს გვაქვს უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დაკანონებულია და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს…

მეტი...

“მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული” – გიორგი გახარია

პრემიერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასი  და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას სჭირდება დიდი დრო, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო სისტემაში 8 წლის წინ. მისივე თქმით, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება. “მოგეხსენებათ, ქვეყნის მმართველობით სისტემაში,…

მეტი...

„გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს“ – გიორგი გახარია

„ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. „საქართველო არის უკვე COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი წინასწარ გადახდილი გვაქვს. დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ვაქცინა როგორც კი გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა, რისკები შევამციროთ. პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები – ხანდაზმულები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ამიტომ, ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 017, აჭარაში 139, იმერეთში კი, 429 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 781, აჭარაში-655, იმერეთში-1 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში – 529, აჭარაში – 123, იმერეთში – 231. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 233-ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.

მეტი...

„მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა“ – გიორგი გახარია

„ოკუპაცია, სამწუხაროდ იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილება. „ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ ჩვენთვის, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში…

მეტი...

„2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“ – გიორგი გახარია

„მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს. „პირველ რიგში ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა…

მეტი...