„ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა. პარტიას შეუერთდნენ: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი. შეგახსენებთ, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 27 დეკემბერს ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს.

მეტი...

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტს მოუსმენს

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებას მოისმენს. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს წარადგენს. ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე არ მოდის და მისი მოხსნების თარიღთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები იმართება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

მეტი...

“ერთი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება?” – მეუფე იაკობი დავით გარეჯზე

ერთი კი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია, ვის ანდობ ასეთ საქმეებს?! -გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით-გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია მოაგვრებს. „როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის ახლობელს უხარია და ამ დღეებში როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან მელაშვილი და ილიჩოვა და მერე ტელევიზიაშიც მივიდნენ. არ ვიძლეოდი კომენტარს იმიტომ, რომ დაჭერილი იყო კაცი და მაინც ციხეში რომ არის და შეზღუდული აქვს თავისუფლება, ვთვლი,…

მეტი...

რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა

რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა . რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით, მოსკოვში ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავეს. ამ დროისთვის, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

ჯანმოს საგამოძიებო ჯგუფი უჰანის იმ ბაზარს ეწვია, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იძიებს, ქალაქ უჰანის ბაიშაჟოუს ბაზარს ეწვია – დიდ სავაჭრო ობიექტს, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსის პირველი შემთხვევა გავრცელდა. ჯგუფი ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქში ორი კვირა დარჩება. ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესად აკონტროლებენ. რაც შეეხება კოვიდვაქცინაციის პროცესს, Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.3%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით…

მეტი...

“თურქული ცხვირის წვეთები კოვიდ-19-ს ერთ წუთში ანადგურებს” – რა არის “გენოქსინი”

თურქეთის ქალაქ ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელსაც მათივე მტკიცებით, კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია. სპრეიზე – სახელწოდებით “გენოქსინი”, რომელიც სრულად ანადგურებს ვირუსს, პროფესორი სეჰიმე გიულსულ ტემელი ორ კოლეგასთან, აჰმეტ იუმიტ საბანჟისთან და გიუნეით ოზაკინთან ერთად მუშაობდა. მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს. სპრეი ვირუსს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს. 

მეტი...

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება

1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. “Retail Group Georgia-ს” დირექტორი რეზო მაღალაშვილის განცხადებით, მუშაობა განახლდება 10 საათიდან 19 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. მისივე განცხადებით, მაღაზიებში 10 კვ.მეტრზე ერთი მომხმარებელი დაიშვება, მოხდება რიგებისა და დისტანციის დაცვა. “ვიმუშავებთ 10-დან 7-მდე, შაბათ-კვირის გარდა. ჩვენი სურვილი იყო შაბათ-კვირას მუშაობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. იმედი გვაქვს, რომ ეპიდსიტუაციის ყოველკვირეული გადახედვის შედეგად, ამის საშუალება მალე მოგვეცემა. მოხდა სავალდებულო ტესტირება. არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვყავს არც ჩვენ და არც ჩვენს კოლეგა სხვა რითეილერებს. ადრე თუ…

მეტი...

პოლიციამ სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული…

მეტი...

თემურ წიკლაურის მდგომარეობა მძიმეა – მომღერლის შვილი მიმართვას ავრცელებს

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.  მომღერლის ქალიშვილი მოსახლეობას მომართავს, თავი შეიკავონ ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. “მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია, ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად, მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ…

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 19 ინიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

კორონავირუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით  12 700 ტესტი ჩატარდა, შედეგად,   479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  258 111-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249  028-მდე.

მეტი...

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოავლინა და ჯარიმა გამოწერა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 80 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 564 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“ – აცხადებენ უწყებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,…

მეტი...

„გილოცავთ, განვითარებადი ქვეყნებიდან, საქართველო ვაქცინის პირველ პარტიას მიიღებს“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მოსახლეობას მილოცვას უგზავნის და აცხადებს, რომ განვითარებული ქვეყნებიდან, საქართველო ერთ-ერთია, რომელიც „კოვიდ 19“-ის ვაქცინას პირველი მიიღებს.    „გილოცავთ! დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას. ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად“ –…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების მთავარი მიზეზი ის არის, რომ პაციენტები ექიმებს არ მიმართავენ და ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა დაგვიანებულია. შესაბამისად, მოსახლეობას მიმართავს, დროულად მივიდნენ კლინიკებში. „ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით: . რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ. · პაციენტები…

მეტი...

როგორ მძიმდება კორონავირუსი და როგორია დაავადების გართულების სიმპტომები?!

„COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე“- აცხადებს იფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას რჩევებს აძლევს.    „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას“ – ამბობს ინფექციონისტი და იმ ძირითად ნიშნებზე საუბრობ, რასაც ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს.    დაავადების დამძიმების ნიშნებია: · გამოხატული სუნთქვის უკმარისობა; · ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას; · ტაქიკარდია>100; · მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;…

მეტი...

“გვაქვს შესაძლებლობა, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაცვალების მაჩვენებელი” – თენგიზ ცერცვაძე  

„COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით, მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოსაქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). „ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიცდა ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს…

მეტი...

„ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად“ – არჩილ თალაკვაძე

„მემორანდუმში წერია ის, რაზეც თანხმობა იყო პოლიტიკური დიალოგის დროს პარტიებს შორის მაგიდის გარშემო, ამიტომაც ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად. სწორედ ამ პირობებზე გვქონდა დაახლოებული ჩვენი პოზიციები მოლაპარაკების წინა რაუნდებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეებთან“ ხელმოწერილ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადებები, რომ ეს მემორანდუმი არაფერს ნიშნავს, პოლიტიკური უსინდისობაა. „ეს არის ზუსტად ის  პაკეტი რეფორმების, რაზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ პოზიციები გვქონდა დაახლოებული. შესაბამისად, ენდობით თუ არა იმ პარტიებს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ ეს კარგი რეფორმებია და დღეს ამბობენ, რომ მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,…

მეტი...

“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოში თებერვლის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები შემოვა. “Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა! ​მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება,”- წერს გიორგი გახარია. 

მეტი...

„შემოვარდა „სუს“ –  ის მანქანა და აქციის მონაწილეს ეჯახებოდა” – ინციდენტი აქციაზე

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ქუთაისში, იმ ადგილას, სადაც საპროტესტო კარავია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილე „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობს, მსუბუქი ავტომანქანა მაღალი სისწრაფით კარვის მიმართულებით დაიძრა და მიზანმიმართულად ეჯახებოდა ერთ – ერთ მონაწილეს. „ვიდექით აქ, უცებ დიდი სისწრაფით მომავალი „სუს“ – ის ავტომანქანა წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, გეზი პირდაპირ ერთი გოგონასკენ ჰქონდა აღებული, ხელი რო არ გვეკრა დაეჯახებოდა, ამის შემდეგ დავედევნეთ და პოლიციამაც საპირისპირო მხრიდან გზა გადაუჭრა და როგორც ვიცი დააკავა, ხელისუფლებას, როგორც ჩანს დისკომფორტს უქმნის პროტესტის ეს მშვიდობიან ფორმა, ვეცდებით უფრო რადიკალურები ვიყოთ,“ – განაცხადა ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი…

მეტი...

შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა სამი პოლიციელი, რომელთა მეშვეობითაც, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა

შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის სამი თანამშრომელი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა და შემდეგ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია. პოლიციის თანამშრომელმა…

მეტი...

“ფეხიც არ მივადგათ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსებს კუთხეში ატუზვას დაგვავალებენ, სულიც ამოხდომიათ” – შალვა ნათელაშვილი

აქციის ორგანიზატორები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკოსები არ უნდა მივიდნენ ისეთ აქციებზე, სადაც მათ „კუთხეში ატუზვას დაავალებენ“. „ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა…

მეტი...

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრებს კეტავს. ქვეყანაში შესვლის წესები ევროკავშირისთვისაც მკაცრდება. გაერთიანების ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ COVID ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტსა და სატრანზიტო ჰაბებში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვა იგეგმება საბერძნეთში, სადაც სკოლების გახსნა ისევ გადაიდო. სასწავლო პროცესი საბერძნეთში ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ევროპულმა გაერთიანებამ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანულ-შვედურმა კომპანია “ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ შესაძლოა, მათი ვაქცინის ევროკავშირისთვის დროულად მიწოდება ვერ მოხერხდეს.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 989 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 248 537-მდე. ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 159-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 669 პირს დაუდასტურდა, 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 989 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით –  13 126, პისიარტესტით – 6 863. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 257 632   შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 694 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი. ამასთან, 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

მეტი...

პანდემიით გამოწვეული კრიზისი და ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომა 

​კოვიდ 19-ის პერიოდში არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა იყო მთავარი საკითხები, რაც ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამუშაო ადგილების დაცვა, ინვესტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.  საბჭოს წევრებმა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და გატარებული რეფორმები შეაჯამეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ 19-ის პერიოდში არსებულ…

მეტი...

„5 – ზე ვარკეთილის მეტროსთან გელოდებით თქვე „ახვრებო“ .. მაინც ამოგთხით“ – ქუჩურ გარჩევებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ადანაშაულებენ

რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება. „მედიცენტრ მთავარს“  სამოქალაქაო აქტივისტები დაუკავშირდნენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით ნებიერიძეს, ბულინგს, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. ფეისბუქზე მრავალათასიანი ჯგუფის „სახალხო ეროვნული მოძრაობა“ -ს ადმინისტრატორი ბადრი ნატროშვილი ამბობს, რომ დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში მათი ჯგუფის გამოყენებას და საკუთარი თავის გაპიარებას ითხოვდა, როგორც ნატროშვილი ამბობს უარის მიღების შემდეგ ნებიერიძე ღია მუქარაზე გადავიდა. „მედიაცენტრ მთავარს“ ბადრი ნატროშვილმა ე.წ  „სქრინები“ წარუდგინა, სადაც მათი და დავით ნებიერიძის დაპირისპირებაა ასახული. საჯარო მიმოწერაში ნებიერიძე,  ბადრი ნატროშვილს და  ერთ- ერთ აქტივისტ ქალბატონს, ნინო ხარაიშვილს ვარკეთილის მეტროსთან „საქმის გასარჩევად“ იბარებს. ჩვენ…

მეტი...

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საფრანგეთი საზღვრებს კეტავს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის საზღვრებს კეტავს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში კვირიდან შევა. „გარდიანის“ ცნობით, ახალი რეგულაციები შეეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსაც, თუმცა არა სატვირთო გადაზიდვებს. ზომები მკაცრდება ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საფრანგეთი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო კარანტინის მესამედ გამოცხადებას.

მეტი...

„შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე  

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით,  ზემდგომი პირების ბრძანებები შეასრულეს. ამირან გულუაშვილის განმარტებით, სწორედ ეს იყო მათი ინტერესი.   “კარტოგრაფიული მიმართულება, მიუხედავად იმისა, ივერი მელაშვილი არ არის კარტოგრაფი, ის არის მიწათამზომველი განათლებით და ამაში ძალიან დიდი სხვაობაა. უფრო მეტიც, არც ერთი ბრალდებული არ ეწევა მეცნიერულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მეცნიერებად მოიხსენიებს. ამ ყველაფერის მიუხედავად, ისინი იყვნენ ექსპერტების ფორმით ჩართულები კომისიაში, უფრო მეტიც, ისინი ურთიერთობდნენ მეორე მხარესთან, განსაკუთრებით ივერი მელაშვილი და თავად რუკების შედგენა, კარტოგრაფიული სამუშაო, ფაქტობრივად,…

მეტი...

„მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა არც კი დაწუებულა, მათ  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და გათავისუფლება საქმის დასრულებას არ ნიშნავს. აღნიშნულ თემაზე პროკურoრმა „კურიერის” ეთერში ისაუბრა. “აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა,  არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ…

მეტი...

„ეამაყება, ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს“ – საპატრიარქოს მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებაზე  

“ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით…“ – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. “საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ. ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს; მნიშვნელოვანია…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს. “საუბარი შეეხო ასევე, საქართველო – ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“თადეოზ სარალიძე მონასტერში განწესდება” – საპატრიარქო

დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელი დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. “საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით,” – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ ბავშვების გარკვეული კატეგორია უმჯობესია მცირე ასაკში მოკვდეს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით გამოეხმაურა და მას სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელი უწოდა.

მეტი...

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა, პროცესი ოჯახმა საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. მოზარდი სახლიდან 2020 წლის 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ილია ფილფანს “ინტერპოლის” ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ილია ფილფანის ნათესავები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოძიებაში არ არის, თუმცა მცდელობის შეწყვეტას არ აპირებენ. “პირველივე დღიდან მაშველები მუშაობენ მდინარე ენგურჰესზე, ჯვრის უღელტეხილზე, რადგან წლის დონემ ძალიან დაიკლო ნოემბრიდან და მდინარე კიდევ ერთხელ აქტიურად გამოიკვლიეს, ლენჯერიდან ჯვრის უღელტეხილამდე, თუმცა ილიას გაქრობის მომენტიდან არავითარი ახალი კვალი არ ჩანს. სერიოზული მოწმეც კი არ გამოჩნდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც რამე სიახლეს გვეტყვის. მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი,…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო. ამასთან, მისივე თქმით, ამას მოლაპარაკებების პროცესზე სავარაუდოდ არ ექნება გავლენა. „მოსალოდნელი იყო, ალეკო ამბობდა. გუშინ პოლიტპატიმრებიც გამოუშვეს და მგონია, რომ ალეკოსთან მიმართებით ყველაფერი პროგნოზირებადი იყო. არ მგონია, რომ ალეკოს პარლამენტში შესვლამ ცვლილება მოიტანოს, მოლაპარაკების მაგიდას თავისი პრობლემები აქვს. იქ განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემაა. თუნდაც ალეკოს შემთხვევა ამის დასტურია. მგონი, ალეკოს პარლამენტში შესვლას მოლაპარაკებასთან კავშირი არ ექნება. ჩვენ მართლები ვიყავით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ვერ იტანენ და არ ენდობიან ერთმანეთს, რომ ამ მოლაპარაკებების ვერდასრულების მთავარი პრობლემა ეს არის. ვაპირებთ დარჩენილი დრო გამოვიყენოთ, რათა…

მეტი...

“გლოვერები Glovo-ს მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები” – Glovo-ს განცხადება

ტექნოლოგიური კომპანია Glovo, პარტნიორი კურიერების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული პრობლემები კურიერების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, რის შედეგადაც საბონუსე სისტემის ადაპტირებას გარკვეული დრო ესაჭიროება. კომპანიის განმარტებით, ისინი აქციაში მონაწილე გლოვერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს ელოდებიან, რათა მათთან ერთად კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა შეძლონ. “ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც გლოვერების, ისე Glovo-ზე განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.  მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა,…

მეტი...