“განვიხილავთ რამდენად იქნება მიზანშეწონილი, „კომენდანტის საათმა“ ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე გადაიწიოს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებზე დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეს თანხა ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენას მოხმარდა. „დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ახალი ნაძვის ხისთვის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი. ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ…

მეტი...

კლინიკა „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, სულხან აბესაძემ განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც სულხან აბესაძე ამბობს, დაპირისპირება პაციენტის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის თანამშრომლის მითითებას მოჰყვა, რომელიც შინაგანა წესის დაცვას უკავშირდებოდა. როგორც დირექტორის მოადგილე ამბობს, დაცვის თანამშრომელს ამ წუთებშიც უტარდება ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება. „პაციენტის პატრონებსა და ჩვენი დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. სავარაუდოდ ეს უკავშირდებოდა მითითებას, რომელიც უკავშირდებოდა შინაგანა წესის დაცვას. სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და…

მეტი...

დედამიწას 18 დეკემბრიდან რამდენიმე ასტეროიდი ჩაუვლის

დედამიწას ამ კვირაში 7 ასტეროიდი ჩაუვლის. ერთ-ერთი მათგანი, რომლის დიამეტრიც 7 მეტრია ჩვენი პლანეტის ყველაზე ახლო წერტილს 18 დეკემბერს მიუახლოვდება, ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტები იტყობინებიან. დედამიწასთან მისი მაქსიმალური დაახლოების წერტილამდე მანძილი 58 ათასი კილომეტრია. 7 ასტეროიდიდან ყველაზე დიდის დიამეტრია 30 მეტრი. 

მეტი...

ხურვალეთში მცხოვრები დათა პაპას შვილიშვილმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე დღეს ქვემო ჭალაში, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა. ირაკლი ანთაძემ ნათესავებს ჟენევის მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზაზა გახელაძე უკვე მე-6 თვეა ცხინვალის ციხეში იმყოფება. ის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და გაიტაცეს. დღესვე ოფიციალურმა თბილისმა ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომ ხურვალეთში მცხოვრები დათა პაპას შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მოითხოვა. დოკუმენტაციის არქონის გამო ორსული ქალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს, მისი მეუღლე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. “ის რჩება საზღვრის იქით, კარანტინშია და მე აქეთ გამომიშვეს.…

მეტი...

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილს გირაო შეეფარდა. ოჯახმა 10 000 ლარი 10 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. შემთხვევა უკანონო მშენებლობების დემონტაჟისას მოხდა, ფოცხვერაშვილს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.  ფოცხვერაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გასაჩივრების თაობაზე კონსულტაციებს ჯერ ოჯახთან გაივლის. საქმის პროკურორი თამარ იაკობაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი.

მეტი...

პროკურატურამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს – ლ.გ.-ს და შ.მ-ს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ.რ.-ს…

მეტი...

საქართველოში იმპორტირებული სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით…

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა

ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს გუშინ მიმართა.

მეტი...

“ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვიხლავთ” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი განახლებულ გუნდს კონსტიტუციის შესაბამის ვადებში წარადგენს. „შესაბამისად, ყველანი ვიხილავთ, როგორც მთავრობის შემადგენლობას, ასევე გვექნება საშუალება, რომ მოვუსმინოთ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში. მოვისმინოთ, როგორც შედეგები, ასევე მომავალი გეგმები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. კითხვაზე, „ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძე“, – ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იქნება. „რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში, არავითარი დაპირისპირება ეკა ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის, ნუ შევქმნით მედია აჟიოტაჟს, იქ, სადაც…

მეტი...

შალვა ნათელაშვილი სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიებისგან სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარტიები შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკითხს ერთ-ერთ პირველ პუნქტად განიხილავენ. „პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული. ამ დღებში იქნება პარტიების შეკრება, სადაც ამ საკითხს განვიხილავთ ერთ-ერთ პირველ პუნქტად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ამასთან, როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური ძალების კოორდინაცია და პოლიტიკური პროცესების მართვა არის საჭირო. „საჭიროა ოპოზიციური ძალების კოორდინაცია, პოლიტიკური პროცესების მართვა. სახეზე…

მეტი...

“თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს” – მამუკა მდინარაძე

“ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზეც მიბმულია პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსება, არის ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო საქმიანობა – კითხვები ამასთან დაკავშირებით სამართლებრივად არარელევატურია,” – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მდინარაძე აცხადებს, კანონის დღევანდელი დათქმაა, რომ პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ ის საპარლამენტო პარტია გახდება. “მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს. ის, რომ პარტია საპარლამენტო პარტია გახდა, ამიტომ ფინანსდება ბიუჯეტიდან. თუ პარტია ამ საქმიანობაზე, ამ კრიტერიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს და არ ერთვება პარლამენტის საქმიანობაში თუნდაც პოლიტიკური ბოიკოტირების სტანდატული და ლეგიტიმური…

მეტი...

,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი” – პროკურატურა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობაზე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ გოგონას გარდაცვალებამდე ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი.   „მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: ,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’’. ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა და დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური დანაზოგი ინახებოდა. „22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის…

მეტი...

„თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია“ – პროკურატურა

 „გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში“ – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სპეცილურ ბრიფინგზე, რომელც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ეხებოდა.    „მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ…

მეტი...

„ბაჩალიაშვილის ავტომანქანა გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა“ – პროკურატურა

თბილისის პროკურატურაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა. „22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი – ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან…

მეტი...

თვითმკვლელობის განხორციელების გზები, თვითმკვლელობა ელექტრო შოკის გამოყენებით თუ ვენების გადაჭრით

 „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ  ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით“ –  ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სპეცალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. როგორც გულიაშვილმა განმარტა, მის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატები აღმოაჩინეს. „თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვლი საკუთარ თავს უგზავნუდა წერილებს და საუბრობდა თვითმკვლელობაზე – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. როგორც პროკურატურაშ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა ამრან გულუაშვილმა განაცხადა,  მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.  „გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის…

მეტი...

“თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია” – პროკურატურა

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას ასაჯაროვებს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვიდეომასალაში აღნიშნულია, თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ. „საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია…

მეტი...

თვითმკვლელობის დაგეგმვა და განხორციელება – პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა

პროკურატურამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა. აღნიშნული განცხადება თბილისის პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს და გამოძიების დეტალებზე ისაუბრეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადეს  პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, თამარ ბაჩალიაშვილმა თავად დაგეგმა და განახორციელა კიდეც თვითმკვლელობა.

მეტი...

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. როგორც თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწვეტის შესახებ”, – აღნიშნეს პროკურატურაში. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

მთავრობა ფრთხილობს, გახსნას თუ არა სავაჭრო ქსელები 24 დეკემბერს

საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება 24 დეკემბრიდან ე.წ. ლოქდაუნის გახსნასთან დაკავშირებით, ემ ეტაპისთვის ისევ საეჭვოა. მოლოდინი იმისა, რომ შეზღუდვები არ მოიხსნება უფრო დიდია, ვიდრე პირიქით. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგენლებზე, კერძოდ კი იმაზე, რა პასუხისმგებლობას იღებენ ისინი საკუთარ თავზე. „საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ხედავს, რომ ჩვენ კონტროლქვეშ ავიყვანეთ მეორე ტალღის მართვა და ჯანდაცვის სექტორმაც ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა, რომელსაც ჩვენზე მდიდარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც ვერ უძლებს. ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს.…

მეტი...

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის პალატიდან პაციენტი გადახტა – შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ნეიროქირურგიული განყოფილების პალატიდან პაციენტი, სავარაუდოდ, გადახტა და თავი მოიკლა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცი ჰოსპიტალში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. რაც შეეხება გამოძიებას, შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. კლინიკაში, სადაც შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა.

მეტი...

“მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი – ჩვენ არ შევცვლით გადაწყვეტილებებს” – ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ისტერიული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო. ასე უპასუხა ნადირაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ…

მეტი...

„თებერვალში ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას“ – საახალწლო ფასები – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, თებერვლიდან ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს, რაც პროდუქტებზეც აისახება, თუმცა, ახალი წლის პერიოდში, ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნული განცხადება ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუ საერთაშორისო ბაზარზე რიგ პროდუქტზე არ მოხდა ფასების ცვლილება. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ რიგი კომპანიები დაიწყებენ აქციებს, პირობითად 2+1 ან 3+1 აქციით, ამ მიმართულებით, რომ წაახალისონ თავიანთი პროდუქცია და მოხდეს მისი რეალიზება. საშიშროება, რომ პროდუქტი ძვირი დაგვხვდება და ვერ ვიყიდით, არ არის. აქამდე, რაზეც იყო ფასები, მაგალითად 2 კვირის ან…

მეტი...

“დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა” – პატრიარქი

“ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში. „ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა… პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და…

მეტი...

მხარი დავუჭიროთ ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს!

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა. 2019  წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი დიდებსა და 23-წლამდელთა შორის, ტატო გრიგალაშვილი კი ნომინაციაში – „ამომავალი ვარსკვლავი“. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია შემაჯამებელი სეზონის საუკეთესოებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 5 ნომინაციაში გამოავლენს – წლის იპონი, საუკეთესო კაცი ძიუდოისტი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი, ამომავალი ვარსკვლავი და სამწვრთნელო მიღწევა. გამოკითხვა 21 დეკემბერს დასრულდება, საუკეთესოები კი 27 დეკემბერს დასახელდებიან. ხმის მიცემა ყოველ 24…

მეტი...

“პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილე პირი კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმდეს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესული კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა. „პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ…

მეტი...

საქართველომ პრეპარატი “რემდესივირი” მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის  შემსრულებლის  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ პრეპარატი “რემდესივირი” მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო. “გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის “რემდესივირი”. თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით,” – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა,  პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ. “გუშინ პარლამენტში, ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ახალგაზრდა და მისი მშობლები ემსხვერპლნენ

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინიალისტები.

მეტი...

“ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია. როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარების კომენტირებისას აღნიშნა, სახეზეა ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია. „დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია და გვყავს 2 981 ინფიცირებული. რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს 112-ში დაფიქსირებული მიმდინარე შესასრულებელი ზარი იყო მხოლოდ და მხოლოდ 5. საწოლფონდის მოცულობა გვაქვს 7 272, სადაც განთავსებულია 6 422 პაციენტი, 1 330 პაციენტი იმყოფება ჟანგბადზე, 406 არის რეანიმაციულ განყოფილებაში და გვაქვს 835 თავისუფალი ადგილი“,-აღნიშნა მან.

მეტი...

“საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.  “წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს. მთავრობის მეთაურმა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. “წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 282 თბილისში, 489 იმერეთში, 228 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 282 თბილისში, 489 იმერეთში, 228 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201…

მეტი...

“პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, თუმცა საკმარისი არ არის” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულბელის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერებასთან ერთად, გარდამავალი შედეგია ის, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდე არის გაზრდილი. თუმცა, გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული მაჩვენებელი 90-95 პრიცენტამდე უნდა ავიდეს, რაც უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნის საშუალებას მისცემთ. „მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, როგორც ასევე გარდამავალი შედეგი, არის ის, რომ ქვეყანაში პირბადის ტარება გაზრდილია დაახლოებით 65 პროცენტამდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია 90, 95 პროცენტი. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. კიდევ…

მეტი...

“ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან 20 დღის თავზე შეუძლიათ თქვან, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა. თუმცა, გახარიას თქმით, ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ აღნიშნული გარდამავალი შედეგი შენარჩუნდეს. „დღეს მეოცე დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად…

მეტი...