დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი. დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მივიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა. დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. 80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა.

მეტი...

პატიმრებისთვის საშეღავათო პირობები მარტიდან ამოქმედდება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე ადვოკატის ინიციატივის საპასუხოდ, რომ პანდემიის პირობებში მსჯავრდებულების მიმართ გარკვეული შეღავათები დაწესდეს, აცხადებენ, რომ შეღავათები უკვე მოქმედებს. როგორც საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საშეღავათო პირობები ჯერ კიდევ მარტიდან მოქმედებს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება, რომლითაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესი განისაზღვრა პანდემიის პირობებში იმ მსჯავრდებულთა მიმართ, ვისი ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილება. კერძოდ, მოიხსნა ის ექვსთვიანი შეზღუდვა, რომელიც გათვალისწინებულია პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მსჯავრდებულებს მიეცათ საშუალება, ვადამდე გათავისუფლების საკითხზე ადგილობრივი საბჭოებისთვის მათი…

მეტი...

შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. იფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული…

მეტი...

“იმედია ორგანიზაციის წარმომადგენელები ამომწურავ პასუხებს გასცემენ კითხვებს” – ნინო ლომჯარია ISFED-ის განცხადებაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტის გამოქვეყნებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას მოუწოდა საკითხები მნიშვნელობის და არა სიახლეების მიხედვით დაალაგონ. როგორც ლომჯარია წერს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსი, დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრები და ე.წ. კარუსელები. “მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების: 1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში 11 დეკემბერის გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა. „11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზურ და ოსურ მოსახლეობასთან დასაახლოებლად ახალი გზების ძიების მოწოდებით. ის დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა ეძებოს დაახლოების გზები“, – ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. მათივე განცხადებით, საქართველოში მართლაც რომ გაჩნდეს დაინტერესება იმისა, რომ მოხდეს აფხაზეთთან არსებული პოლიტიკის შეცვლა, ახალი მიუდგომები, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაჩენილიყო ჟენევის დისკუსიის მოედანზე. „თუმცა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდმა აჩვენა, საქართველო თავისი პოლტიკის შეცვლისთვის ჯერ მზად არ…

მეტი...

„სიცრუეა, რომ ბადრისთან მიდიოდა, ეს სისულელეა“ – ბადრი და ბიძინა ესებუების მამა

სამართალდამცავების ინფორმაციით ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ბადრი ესებუასთან და მისთვის პირადი ნივთები უნდ გადაეცა, როგორც შსს -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი ბიძინა ესებუას აღმოაჩნდა ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, რასაც ბადრი და ბიძინა ესებუას მამა კატეგორიულად უარყოფს: „გავიგე, რომ დაკავებულია სხვა არაფერი არ ვიცი, მას არ ჰქონდა არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ყუმბარა. სიცრუე, რომ ბადრისთან მიდიოდა, ეს არის სისულელე“ – აცხადებს დაკავებულის მამა. ცნობისთვის სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დღეს  დააკავეს მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. ესებუების საცხოვრებელ სახლში დამატებითი ჩხრეკა ჩატარდა. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და…

მეტი...

“დაუკრეფავში ნუ გადავა!” – გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლობამ უნდა გააკეთოს განმარტებები მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. „ISFED უნდა გამოვიდეს და დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამის შესახებ, რამდენი ხანია იციან, რომ თუ ეს შეცდომა მოხდა, ეს შეცდომა არის და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ. მიუხედავა ამისა, ნამდვილად არ ვაპირებ თვითონ ISFED-ზე თავდასხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს აუცილებელია სრულფასოვანი განმარტება გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს…

მეტი...

თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს

“იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება“,-ამის შესახებ ცესკო-ს თვმჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას გამოეხმაურა. თამარ ჟვანიას თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, მყარად ადასტურებს, არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. „ დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ,…

მეტი...

„მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა“ – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა ერთი მხრივ, სააკაშვილი-გვარამიას მეორე მხრივ კი, უგულავა-ბოკერიას რადიკალურ გუნდს სურს. კითხვაზე, ვინ ცდილობს მოლაპარაკების ჩაშლას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „ვინ შლის მოლაპარაკებებს, ეს არის ცხადზე უცხადესი – „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და იქ არანაირი სხვა ფრთა არ არის. ერთ მხარეს არიან სააკაშვილი-გვარამია და მეორე მხარეს ბოკერია-უგულავა. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იქ არის ყველანაირი რესურსი“, – განაცხადა კობახიძემ. ირაკლი…

მეტი...

ბადრი ესებუას ძმას ავტომობილში 2 ხელყუმბარა, ვაზნები, და ტანსაცმელი აღმოაჩნდა – შსს ბიძინა ესებუას დაკავების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს​

ბადრი ესებუას ძმის დაკავების ფაქტზე შს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზუგდიში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ტარების ფაქტზე დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის…

მეტი...

“პირდაპირ ჩანდა კობახიძის შუბლზე, რომ ISFED-თან გარიგება მიღწეული იყო” – შალვა ნათელაშვილი

ISFED -ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება.  შალვა ნათელაშვილი ორგანიზაციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა და ის სანდოს სახელით ვეღარ სარგებლობს.  “შეიძლება ადამიანი გუშინ იყოს ანგელოზი და დღეს გახდეს მკვლელი. ეს არასამთავრობო შეიძლება გუშინ იყო სანდო და დღეს გამოაჩინოს თავის სახე, როგორც გამოაჩინა ISFED-მა. მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ასე დაჟინებით რატომ მოითხოვდნენ მაინცდამაინც ამ არასამთავრობოს მიერ მიღუბული შედეგების შედარებას მთლიანად არჩევნების ბალანსთან. ეჭვი მაშინვე გაგვიჩნდა და დიდი ინტელექტი ამ ეჭვის გაჩენას არ სჭირდებოდა, უკვე ჩანდა პირდაპირ კობახიძის შუბლზე, რომ გარიგება მიღწეული იყო რომ თუ…

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება. „2020 წლის 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი…

მეტი...

„ისინი პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ“ – მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძის განსხვავებით, ოპოზიციიდან პარლამენტში ყველა არ უნდა შევიდეს. საკანონმდებლო ორგანი მხოლოდ იმან უნდა დაიკავოს, ვინც განსხვავებულები არიან.     „ჩვენ სურვილია, არ შემოვიდეს ყველა ოპოზიცია პარლამენტში. რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, მათი ადგილი უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში, საქართველოში არ არის. თუმცა,   ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაიკავონ თავანთი ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში. იმ ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილისნაირი, გვარამიასნაირი, ბოკერიასნაირი, უგულავასნაირი. არიან განსხვავებული პოლიტიკოსები და ისინი შემოვლენ პარლამეტში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.     

მეტი...

“PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ხმების პარალელური გადათვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ საღამოს გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელური დათვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ხმის პარალელური დათვლა – ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკო-ს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი. განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“  მიერ ამა წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკო-ს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების…

მეტი...

“კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! – თეა წულუკიანი ISFED- ს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სოციალური ქსელით ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას გამოეხმაურა. წულუკიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა 31 ოქტომბრის არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლის პირველადმა ანგარიშმა, რომელიც ხარვეზის გამო, მოგვიანებით, კორექტირდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობებს შეუწყო ხელი. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა…

მეტი...

„ისინი უმძიმესი ფორმებით აშანტაჟებენ და აბულინგებენ პოლიტიკოსებს“ – ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე

„ოსტატები და არჩევნებს გაყალბების დამამკვიდრებლები“ – ასე უწოდებს ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციას და სურვილი აქვს, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში არ იხილოს.  „ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილ ვითარებაზე. რაც შეეხება მათ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულს საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გუშინ პარლამენტში არ იყვნენ წარმოდგენილები ოპოზიციურ პარტიები, მთლიანად ეკისრება რადიკალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ ისინი უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისინი აბულინგებენ და აშანტაჟებენ უმძიმესი ფორმებით ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ასეთი…

მეტი...

დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა

რამდენიმე წუთის წინ სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს, – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. ამ წუთებში ესებუების საცხოვრებელ სახლში დამატებითი ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს. არსებული ინფორმაციით „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.…

მეტი...

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო ექვს კვირაში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 100%-ით მოიმატა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკხოვე ამბობს, ამასთან ერთად, ევროპაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი მცირედება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 60 პროცენტით გაიზარდა.

მეტი...

„76 დეპუტატი ეს არის სხდომის გახსნის ქვორუმი და არა პარლამენტის ლეგიტიმაციის განმსაზღვრელი“ – ეკა ბესელია

„არის თუ არა დღეს პარლამენტი კონსტიტუციით ლეგიტიმური ? არა თუ მას არ ეყოლება წევრთა 2/3 ანუ 100 დეპუტატი,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკა ბესელია წერს. პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მსგავსი მოცემულობით, რაც ახლაა პარლამენტი კარგავს ლეგიტიმაციას: „უფლებამოსილებას როდესაც შეიწყვეტს დეპუტატთა ის რაოდენობა , რომელიც იქნება 100 ზე ნაკლები , ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი კონსტიტუციით კარგავს ლეგიტიმაციას! უბრალო უმრავლესობა. ანუ 76 დეპუტატი ეს არის სხდომის გახსნის ქვორუმი და არა პარლამენტის ლეგიტიმაციის განმსაზღვრელი. მეორე საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებების ქვირუმი: 113 დეპუტატი თუ არ არის 113 დეპუტატი პარლამენტში როგორც წევრი , ასევე არ არის…

მეტი...

პოლიციამ ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა

პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე, ხმის ჩამწერი სტუდიის – შპს “ინ და ჰაუსის” სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა. “ინ და ჰაუსი” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები…

მეტი...

პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის, ერთ დღეში 642 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში, დაწესებული შეზღუდვებს დარღვევის 735 ფაქტი დაფიქსირდა და დამრღვევები დაჯარიმდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ…

მეტი...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში 18 907 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 165 პირი მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 442 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 165 პირი არის მძიმე მდგომარეობაში, მათგან 442 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით. ჩატარებული…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში  1 744-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 11 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 780 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – 1 588, ასევე იმერეთსა – 599 და აჭარაში – 333.

მეტი...

“ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების ჩიხიდან” – კახა კალაძე ISFED-ის პარალელურ დათვლაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს. „დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში. დღეს საღამოს ორგანიზაცია…

მეტი...

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით ეუთო ინფორმაციას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, – ამის შესახებ 10-11 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ პრეს კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო. „კოვიდ19-ის პანდემიის მიერ შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, ეს იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი და ერთადერთი რაუნდი, რომელიც 2020 წელს ჩატარდა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული…

მეტი...

“საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია” – რუსეთის საგარეო უწყება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. “პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ…

მეტი...

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო. უპრეცედენტო სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს. სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ ოთხ შტატში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მომჩოვანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია. დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ…

მეტი...

პოლიციამ სამეგრელოში 509 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა, ამოღებულია 509 აბი „სუბუტექსი“, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი – 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი „სუბუტექსი“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე…

მეტი...