“სტაციონარული დაწესებულებების ვალდებულებაა, ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტაროს” – ამირან გამყრელიძე

“გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების გაფართოებას, გამყრელიძე განმარტავს, რომ მთავარი მიზანი ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენაა. ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. „დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკებში გარდა ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტისა, ანუ პიჯიარ ტექნოლოგიისა, რომელიც მოკლედ „პისიარ“ ტესტის სახელით არის ცნობილი მოსახლეობაში, ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტში გაძლევენ საკმაოდ კარგ ვალიდურ შედეგს, ადამიანი ინფიცირებულია,…

მეტი...

“საქართველოს გაფორმებული აქვს კონტრაქტი 1.4 მლნ დოზა ვაქცინის მიღებაზე, ამისთვის გამოყოფილია 17 მლნ დოლარი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ქვეყანას კონტრაქტი გაფორმებული აქვს 1 400 000 დოზაზე, რისთვისაც გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, აქედან კი 4 მილიონი უკვე გადარიცხულია. “კოვაქსთან” საქართველოს გაფორმებული აქვს კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, რომელი იქნება ეს ვაქცინა ჯერ ჩვენ არ ვიცით, ბრიტანული, გერმანული, ამერიკული, იტალიური თუ სხვა და როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს და მისცემს უფლებას მათი გამოყენების, საქართველო შეიძენს შესაბამის ვაქცინას, ან არა ერთს, არამედ ორს ან სამს. ჩვენ უკვე გადარიცხული გვაქვს პირველი შენატანი დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ექვივალენტი, შესაბამისად  1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა…

მეტი...

“ვერც ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა მოთხოვნამ ვერ უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა” – თამარ ჟვანია

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის”თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ ადმინისტრაციის წევრებს მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, ცესკომ წარმატებით ჩაატარა. “ეს იყო ყველაზე რთული არჩევნები, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციას დაუორგანიზებია და ჩაუტარებია. ეს იყო განპირობებული, პირველ რიგში, იმ ძალიან სერიოზული გამოწვევებით, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ცხადია, არის შენიშვნები, რეკომენდაციები, მაგრამ ეს რეკომენდაციები ყოველთვის იყო, ყოველთვის იყო ეს გარკვეული ხარვეზები და ხარვეზებიდან გამომდინარე რეკომენდაციები იმისთვის არის, რომ შემდგომში, მომავალში უნდა გაუმჯობესდეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადმინისტრატორს,…

მეტი...

არჩევნების საბოლოო შეგედები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო. ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსს“ – ოთხი მანდატი; „ლეიბორისტულ პარტიას“ – ერთი მანდატი; „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს“ – ორი მანდატი; „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“ – ოთხი მანდატი; „გირჩს“ – ოთხი მანდატი; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული; „ლელოს“ – ოთხი მანდატი.

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061,76 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას კომისია ავრცელებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, „მთავარი არხი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა,…

მეტი...

“სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ქალაქის მერად წოდებულ კალაძეს” – გიგა ბოკერია

„ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული. ეს არის საარჩევნო რეგულაციები, ცესკო და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ანუ ამ საკითხში არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გია ბოკერიამ განაცხადა. კითხვაზე, დაემატა თუ არა გარკვეული საკითხები ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ დაემატა, თუმცა დეტალებზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებს. „სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ამ ქალაქის მერად წოდებულ კლოუნს, ბატონ კალაძეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია: მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ოღონდ ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, თვითონ როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები,…

მეტი...

ცესკო-ს სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის დღევანდელი სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენლემა დატოვა. დავით კირთაძემ, დავით გურგენიძემ და ხათუნა სხირტლაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა, სადაც ამ წუთებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების წარდგენა ხდება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, შედეგები  გაყალბებულია და ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თქვენ მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, დაძალებით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალეთ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ სიყალბით სავსე ოქმებს ხელს მაინც მოაწერთ“, – განაცხადა ცესკო-ს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ. სხდომის…

მეტი...

კორონავირუსი სენაკის სამხედრო ბაზაზე – სამხედროები დაინფიცირდნენ

სენაკის სამხედრო ბაზაზე 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ინფიცირებულია. მათ  „კოვიდ 19“ ოფიციალურად დაუდასტურდათ. სამხედროების ნაწილი ავღანეთში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, დაინფიცირების გამო, ისინი ვეღარ შეძლებენ სამხედრო მისიაში მონაწილეობის მიღებას. საუბარია მეცხრე დანაყოფზე, რომელიც ავღანეთის სამხედრო მისიაში მონაწილეობის მისაღებად 6  დეკემბერს უნდა წასულიყო.    

მეტი...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების მიღება აქციის ფონზე მიმდინარეობს. გარეთ იმყოფებიან მოძრაობა “შეცვალეს” და “გაბედეს” წევრები, რომლებმაც მოიტანეს ფოტოები და თამარ ჟვანიას მანეკენი. მოძრაობის წევრები  აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.

მეტი...

მილიონობით “გადაყრილი” თანხა და განადგურებული საახალწლო დეკორაციების ბიზნესი

ბიზნესი, რომელსაც განსაკუთრებით ერთ თვეს – დეკემბერი უნდა ემუშავა, გაიყინა. მთავრობის ახალმა რეგულაციამ და ჩაკეტვამ საახალწლო დეკორაციები დაასაწყობა, მათში გადახდილი მილიონები კი ამ ბიზნესით დაკავებულების თავის ტკივილი და გაკოტრების წინაპირობა გახდა. ამ საქმით დაკავებულები მხოლოდ ერთადერთს ითხოვენ – იმისი საშუალება მაინც მისცენ, რომ ტვირთი, ყოველგვარი წესების დაცვით, არა საცალოდ, არამედ ქსელურად მაინც გაყიდონ. ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.    „თუ არსებული რეგულაციები არ შეიცვალა,  საახალწლო დეკორაციების ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გავკოტრდებით და წარმოუდგენელია ფეხზე დადგომა.  ეს არის ბიზნესი, რომლისთვისაც  სწორედ რომ დეკემბრის თვეა გადამწყვეტი. ძირითადი პროდუქციის რეალიზაცია სწორედ 16…

მეტი...

გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.  როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება. „აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – აცხადებენ მერიაში.  

მეტი...

დააკავებულია მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედებას ახორციელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული გ.გ. დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი…

მეტი...

„ამ ეტაპზე ვერც ერთი პაციენტის მიღებას ვერ შევძლებთ“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მდგომარეობა და ფონი, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენს კლინიკაშიც არის მძიმე,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მისივე ცნობით კლინიკას პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ აქვს,როგორც მუმლაძე აღნიშნავს ზოგი პაციენტი დამატებით საწოლზეა მოთავსებული: ამ ეტაპზე ვერც ერთი პაციენტის მიღებას ვერ შევძლებთ, მდგომარეობა, ფონი და სურათი ისევე,  როგორც მთელს ქვეყანაში ჩვენთანაც მძიმეა. გვყავს 108 პაციენტი, აქედან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში, პაციენტების 80% – სჭირდება მართვითი სუნთქვა. კლინიკაში 111 საწოლი გვაქვს და გვყავს 113 პაციენტი, ზოგი მათგანი დამატებით საწოლზე წევს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების…

მეტი...

“დიდი იმედი მაქვს, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კახა კალაძე ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ საბოლოოდ გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება. “ცოტა ადრეა ამაზე საუბარი თუ რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის ან არ შესვლის. ოპოზიციურ პარტიებშიც არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ჩართულობის, რომელიც ხორციელდება,…

მეტი...

“თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე” განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს. თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ…

მეტი...

„24 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი იყო „კოვიდ 19“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

“გარდაცვალების მიზეზი არის „კოვიდ19“ იყო ორმხრივი პნევმონია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძე ოჯახის ბრალდებას, თითქოს პაციენტი ექიმებისგან უყურადღებოდ იყო აბსურდულს უწოდებს, მისვე ინფორმაციით გარდაცვლილს დიაბეტი ჰქონდა: „ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ასეთი ფაქტები ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის, ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება, თუმცა მსგავსი ბრალდებები, რომ წყალს არ აწვდიდნენ პაციენტს, მეუხერხულება ამაზე საუბარი, ის ცხელების ცენტრში მოთავსდა კორონავირუისის დიაგნოზით. პაციენტს ჰქონდა დიაბეტი და შესაძლოა არ სცოდნოდა, მისი კლინიკური მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და ფილტვის სერიოზული დაზიანება. მას უტარდებოდა მკურნალობა პროტოკოლის…

მეტი...

ბათუმში ფარმაცევტის დაყაჩაღბის ფაქტზე პოლიციამ 22 წლის მამაკაცი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 22 წლის, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.  ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება

“როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას-სარესტორნო ბიზნესს სახელმწიფო სესხისა და ლიზინგის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება,” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თურნავას თქმით, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი მიმართულება და პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას. „კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს“, – აღნიშნა თურნავამ. მინისტრის თქმით, ეს იყო…

მეტი...

კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში თავდაპირველად დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.  ნინო გულიკაშვილი მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის კლინიკაში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ კოვიდინფექციით პაციენტი თავად კლინიკაში დაინფიცირდა. როგორც გარდაცვლილის ოჯახი აღნიშნავს, ისინი ექიმებს უყურადღებობაში, არასწორ მკურნალობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან იყო სტაბილური და შაქრიანი დიაბეტი, რომელზეც ექიმი ამახვილებს ყურადღებას ამ დრომდე არ აწუხებდა. ბრალდებებს კლინიკის დირექტორი უარყოფს. როგორც თავად მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

მოქალაქეებს ვირუსზე ტესტს უფასოდ ჩაუტარებენ

„მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირების პროცესის მიზანია, შეზღუდვების ორ თვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს, მოხდეს მათი იზოლაცია ან მკურნალობა. „ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.  ეს გახლავთ პარალელური პროცესი,…

მეტი...

პარლამენტთან მეოთხე დღეა აქცია გრძელდება

მეოთხე დღეა პარლამენტთან კარვებია გაშლილი, „არჩევნების ხელახლა ჩატარება“, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება,“ – ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები. დღეს აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ კონკრეტული მოთხოვნებით და ბანერებით. აქციაზე იმყოფება პოლიტიკოსი გოგი წულაიაც. „ამ უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რაც მეტ წინააღმდეგობას გაწევენ, მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ, გუშინდელმა ინციდენტმა მომიყვანა დღეს აქ, ხომ უნდა მიხვდე ერთხელ და სამუდამოდ რომელიმე ხელისუფლება, რომ ძალადობით ვერ მიიღებ შედეგს,“ – განაცხადა გოგი წულაიამ. ცნობისთვის გუშინ, აქციაზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რისი მიზეზიც აქციის მონაწილეების მხრიდან, პარლამენტის ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობა გახდა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა შსს-ს დაავალა, მაქსიმალური სიმკაცრით აღასრულოს  წესები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა,  მაქსიმალური სიმკაცრით იყოს აღსრულებული ის წესები, რომელიც დადგენილია მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას. „ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას…

მეტი...

“ვაქცინების შემოსატანად თანხა უკვე გადავიხადეთ“ – გიორგი გახარია  

„შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე; თანხა უკვე გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ჩვენ გახლავართ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა და  უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. „ამასთან ერთად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის…

მეტი...

1 027 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

დღევანდელი მდგომარეობოთ, საქართველოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული  1 027 პაციენტის მდგომარეობა მძიემეა. მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31. სულ  6 ოქტომბრიდან – 2 დეკემბრის  პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 769 პირი.

მეტი...

როგორია კორონავირუსის შემთხვევები რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255.

მეტი...

24 საათში ვირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 387 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...

ინფიცირებულია 4 260 ადამიანი

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 947 პირი“ –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  147 636-ს.

მეტი...

2 მილიონ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკები ამოიღეს. დაკავებულია  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული ა.ა. “სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული…

მეტი...