“14 პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს 1%_იანი ბარიერი დაფინანსებაზე თანხმობა წარადგინა 10-მა პარტიამ” – ცესკო

ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს,საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა მხოლოდ 10-მა განაცხადა. ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აუდიტი ვალდებულია გააფრთხილოს ის პარტიები, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ნათია იოსელიანის თქმით, თუ აღნიშნულ ვადებში პარტიები თანხმობას არ განაცხადებენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

“14 პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, დაფინანსებაზე თანხმობა წარადგინა 10-მა პარტიამ, მათგან ორი საარჩევნო ბლოკია, ორი ბლოკი ერთად 7 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, პარტიებს, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ შესაბამისი თანხმობები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, აუდიტის სამსახური ვალდებულია გააფრთხილოს აღნიშნული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე, ხოლო პარტიებს აქვთ 3-დღიანი ვადა იმისათვის, რომ გაფრთხილების შემდეგ წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა. თუ ამ ვადაშიც პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი თანხმობას ვერ წარმოადგენენ – დაკარგავენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას,” – აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი.

მსგავსი თემები