ესპანეთმა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა

ომში მყოფმა უკრაინამ ესპანეთისგან მორიგი დახმარება მიიღო. როგორც ესპანური მხარე აცხადებს, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ და სამხედრო ნაწილს, ასევე,

„Leopard 2A4“ ტანკებს, რომელსაც უკრაინა ითხოვდა.

ესპანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტვირთი გემით გაიგზავნა და ის უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში ჩავა.

ესპანეთმა უკრაინაში TOA M-113 ტიპის 10 ჯავშანტექნიკა, 10 სატვირთო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც გაგზავნა.

 

მსგავსი თემები