“დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დახმარებების პაკეტის დაწყებას მოკლე დრო დასჭირდება, ვინაიდან, ეს უკვე აპრობირებული მეთოდია და არსებითად ახალს არაფერს აკეთებს მთავრობა. 

“დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება. რა თქმა უნდა ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უკვე აპრობირებულ მეთოდებზე ვსაუბრობთ, ამიტომ ეს ძალიან მოკლე ვადაში დაიწყება. ჩვენ დეტალებს სულ მალე გამოვაცხადებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ახალი შეზღუდვები დაწესდება. 

მსგავსი თემები