ახალ წელს შეზღუდვები იხსნება, თუმცა, 3 იანვრიდან ისევ ვიკეტებით

  •  

გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები მოიხსნება, შემდეგ კი ისევ დაწესდება.

„სრული შეზღუდვა ეხება პირველ რიგში რესტორნების, თუმცა დისტანციური მომსახურება რესტორნებში, მიტანის სერვისები დარჩება, ასევე, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები. უმკაცრესი რეკომენდაციაა მთავრობის მხრიდან კომპანიებში მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხოლო ჩვენ, ჩვენს საჯარო მოხელეებს სავალდებულოდ გადავიყვანთ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს, მინიმალური შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ეს ბლოკებად და ეტაპობრივად გითხრათ – 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს ყველას ერთად საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები