24 დეკემბრიდან, ერთი კვირით შეზღუდვები მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, მოსახლეობას შეეძლება, ჩვეულ რეჟიმში იმოქმედოს.

„გვერდს ვერ ავუვლიდით და დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც; დიდ ქალაქში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.

მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებთ საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.

„შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური, ეს გვეხება ჩვენ ყველას, დღესაც, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში, დამატებით, მესამე, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები