17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 20.74% მივიდა

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით 20.74 % შეადგინა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით კი აქტივობა შემდეგია:

კახეთშია -26,2%, ყველაზე დაბალი – დედაქალაქში – 17.5%; შიდა ქართლში ფიქსირდება – 25.9%, მცხეთა-მთიანეთი – 24.7%, აჭარა – 24.1%, სამეგრელო – ზემო სვანეთი -22.7%, ქვემო ქართლი – 22.2%, იმერეთი 21.6%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს – მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.8% შეადგინა, ვაკეში – 17.5%, საბურთალო – 17%, ისანი – 16.9%, სამგორი – 18.3%, დიდუბე, ჩუღურეთი – 20.2%. ნაძალადევი – 16%, გლდანი – 16.6%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – 26.2%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – 24.7%, რუსთავი, გარდაბანი – 22.2%, ხაშური, ქარელი – 25.9%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – 27.4%, ქუთაისი – 16.7%, ზუგდიდი – 22.7%, ბათუმი- 19.5%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – 31.2%.

აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მსგავსი თემები