ბოლო 24 საათში 3 000-ზე მეტი „კოვიდ დადასტურებული“ გამოჯანმრთელდა

  •  

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  81 783-მდე.

რაც შეეხება  ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევას, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30.

მსგავსი თემები