15:00 საათის მონაცემებით, უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს. 

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია – 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება – 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში – 19.7%, აჭარაში – 18.8%, სამეგრელო – ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში – 17.6%, იმერეთში – 17.2%, თბილისში – 13,9%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს – მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ – 14.1% შეადგინა, ვაკეში – 13.7%, ისანში – 13.3%, საბურთალოზე – 13.3%, სამგორში – 14.7%, დიდუბე- ჩუღურეთში – 15.8%. ნაძალადევში – 12.6%, გლდანში – 13.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში – 21%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში – 19.7%, რუსთავი, გარდაბანში – 17.6%, ხაშური, ქარელში – 20.6%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში – 22.1%, ქუთაისში – 13.1%, ზუგდიდში – 15.3%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში – 24.1%.

მსგავსი თემები