„ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?!“ – მოსამართლე

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, აცხადებს, რომ ლევან მურუსიძისა და მისი საბჭოს წევრად არჩევა ევროკავშირში გაწევრიანების შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.

„აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?!  სერიოზულად განიხილავთ ამას? – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი მედიასთან.

მისივე შეფასებით, არასამთავრობო სექტორი, ვინც ე.წ. სასამართლო კლანზე საუბრობს, პოლარიზებული სუბიექტების ერთობაა.

 

მსგავსი თემები