ოკუპანტებმა ზარდიანთკარში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან  საქართველოს მოაქალაქე დააკავეს. ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“ – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები