ჩაქვში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი, რუსთავში იქნა მოკვლეული

“ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი, რუსთავში იქნა მოკვლეული და ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი” – ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, ექიმი, რომელსაც ჩაქვში კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში ტემპერატურა აღენიშნებოდა და ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში, კლინიკა ,,ავერსშიც“ მუშაობდა.

მსგავსი თემები