„ისინი უცხოელი დონორებისგან ფინანსდებიან“ – პრემიერი ახალგაზრდებზე

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერმ განმარტა, ისინი უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან.

„საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს.

მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაემიჯნოს ამ დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი.   საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში ამ ძალადობრივ დაჯგუფებებში მილიონობით დოლარი ჩაიდო, თუმცა, მათ, საბოლოოდ, მხოლოდ 300-მდე მოძალადე ახალგაზრდის რეკრუტირება შეძლეს. დარწმუნებული ვარ, ეს რესურსიც ოქტომბრამდე დიდწილად განიავდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები