“ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება” – კახა კალაძე

“ჩვენი მთავარი მიზანია ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაცია, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის.

ჩვენ ჩვენი ყოვედლღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები