ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

37 საეჭვო პაციენტზე კლინიკაში ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბათუმში ისვენებდნენ. მათი ნაწილი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა შეიყვანეს.

მსგავსი თემები