„თავიდანვე მქონდა ვერსია, რომ ჩანთაზე მხოლოდ მაშველების დნმ-ი ამოვიდოდა“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში

„შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეთ, რომ ჩანთაზე პოლიციელის დეენემი არ უნდა ამოვიდეს, რადგან მასზე ხელი არავის არ უნდა მოეკიდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე ამბობს, რომ ხანგრძლივად წყალში ყოფნით დნმ-ი ირეცხება. მისივე მოსაზრებით, ჩანთაზე მაშველის დეენემი ამოვა:

„ჩემი ვერსია და ჩემი ვარაუდია, რომ ჩანთაზე, რომელიღაც მაშველის დნმ-ი ამოვა. პოლიციელის არ უნდა ამოვიდეს, რადგან გვამის პერიოდში თუ დაუძახეს კრიმინალისტიკურ პოლიციას მასზე ხელი არავის არ უნდა მოეკიდა, იმედია, ამდენი განათლება ეყოფათ.  4–5 დღე გამი ვერ იპოვეს. ჩემი აზრით, ჩანთა მანამდე იპოვეს, რადგან დნმ-ი გაირეცხებოდა წყალში,“- განაცხადა ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ფოფხაძე მომხდრის შესახებ საკუთარ მოსაზრებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერსია, თითქოს შაქარაშვილს ვინმე დაედევნა და მოკლა არარგუმენტირებულია:

„ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ბავშვს ვინმე სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. რასაკვირველია მიზეზობრივი კავშირი არსებობს, რომ არ დადევნებოდნენ ის მდინარის მიმართულებით არ გაიქცეოდა, თუმცა ის, რომ მას ვიღაც დაეწია და მოკლა ჩემთვის მიუღებელია“ – განაცხადა ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთაავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და ლინკის მითითება

მსგავსი თემები