„მე და ჩემი კოლეგები ვართ ბულინგის მსხვერპლი“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ ინტენსიურად ხორციელდება ლანძღვა და წყევლა. არ შეიძლება, 17 პირი გაიგივებული იყოს მკვლელობასთან,“ – ამის შესახებ „მეიდაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ მის მიმართ ბულინგი ხორციელდება და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ. ფოფხაძე მედიას დაცვას სთხოვს:

„ძალიან დიდი როლი გაკისრიათ მეოთხე ხელისუფლებას. თხოვნაა, იყოს გადაცემული სწორი ინფორმაცია, მე და ჩემი კოლეგები ვართ ბულინგის მსხვერპლი. ბუნებრივია, ცუდი რამე მოხდა, მაგრამ მეორე მომენტი არსებობს,  აქეთ მხრიდანაც არიან ახალგაზრდები, როლებსაც უნდა მივუდგეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არ უნდა გამოვიყენოთ ლინჩის წესი, არაა სასიამოვნო ადვოკატს, რომ გეუბნებიან, „შენს შვილებსაც ასე მოუვიდეს“, სოციალური ქსელით მასიურად ხდება შეტევები. ყველა დამნაშავე არის ადვოკატის ღირსი, არ შეიძლება 17 კაცს განზრახ მკლელობა დააბრალო.

მინდა რომ რაღაცნაირად დაგვიცვათ, ადვოკატები ვართ დაუცველები იმ მასისგან, რაც ჩვენს გარშემოა, ეს ყველაფერი მიზანმიმრთულად ხდება,“ – განცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ 

“მედიაცენტრ მთაავრის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და ლინკის მითითება

მსგავსი თემები