” ორი ათეულით შემთხვევების ზრდა არ არის საგანგაშო” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ განიხილება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდასა და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის.

„დიდი ალბათობით, ქვეყანაში არავითარი მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ეს არის არა მარტო ჩვენი, საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, დღეს მდგომარეობაბევრგან გაუარესებულია, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება. ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდას და  მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსშორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას. შემთხვევების ზრდა, რაც ჩვენთან არის – ერთი ათეულით, ორი ათეულით, არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადი და კონტროლირებადია, დღეს არ წარმოადგენს არავითარ საფუძველს, მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარების. ასეთი რამ არც იგეგმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები