ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ხნულების გათხრა დროებით შეაჩერეს

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან 2 ტრაქტორი დგას, რომლითაც ოკუპანტებს სავარაუდოდ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაყავდათ. ამჟამად მუშაობა შეჩერებულია.

სოფელ ყარაფილაში ადგილობრივებს მიმდინარე პროცესზე საუბარი არ სურთ. პროცესს ადგილზე აკვირდება ევრომონიტორინგის მისიის ჯგუფი.

მსგავსი თემები