“გადამივარდა არ ნიშნავს, რომ გადავაგდე” – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

„თვითონ იმ ჩვენებებიდან, რაც არის, მოსამართლე რომ ვიყო განზრახ მკვლელობას ვერ მივუყენებდი,“ – ამის შესახებ  „მედიაცენტრ მთავარში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა.

ადვოკატი თვის, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისთვის დაკვალიფიცირებული მუხლით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მისი განმარტებით ჩვენები განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენების საფუძველს არ იძლევა:

„ამ ჩვენებიდან გამომდინარე მოსამართლე, რომ ვიყო განზრახ მკვლელობის მუხლს ვერ მივუყენედი. „გადამივარდა“ არ ნიშნავს „გადავაგდეს”, ეს სულ სხვა მუხლია, მიტოვება, განუცხადებლობა, ძალადობა, ამ შემთხვევაში სცემეს და გადაუვარდათ, ასევე არის საქმეში ირიბი მოწმის ჩვენება, რომელიც არ შეიძლება მუხლის წაყენების საფუძვლად ჩაითვალოს,“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთვარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები