„რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაში რომ წავიდა?!“ – დავ ჭიჭინაძე

  •  

„თალაკვაძესთან ერთად, ბათუმში „ოცნების“ კანდიდატის წარდგენას,  დეპუტატები, მინისტრები, პრემიერი ესწრებოდნენ, დანარჩენები რას უცდიან?,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ შეხვედრაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო:

 „ოცნების“ ერთადერთი სატრაბახო თემა, წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა. თუ მართლა დაამარცხეს, მაშინ აღარ უნდა იყოს, მაგრამ მათი ხელისუფლება მთელი რვა წელია ცდილობს ქვეყანა სიცრუეში აცხოვროს და ახლაც იგივე განაგრძობენ – კოვიდი იქნება ეს, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, ანუ, კობახიძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, წინა ხელისუფლებაში რა ხდებოდა, თავად მათი წარმომადგენელი იყო და იმიტომ, როდესაც კობახიძე ვინმეს პოლიტიკურ კრიმინალობაზე საუბროებს, ჯერ თავის რიგებს გადახედოს. სავსეა „ოცნება“  2012 წლამდე ხელისუფლების წარმომადგენელბით თუ ხელისუფლების დამფინანსებლებით.

მოკლედ, ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა. „ოცნებს“ დღეს სააკაშვილის დაბრუნების კი არ ეშინია, მათ იმის შიშები უფრო დაეწყოთ, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და რვაწლიანი სიცრუის გამო საკადრისს პასუხს გასცემს. „ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაში რომ წავიდა?!“ – დავ ჭიჭინაძე”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.