“ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დავარტყით” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს. უწყების თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში დიდ სადესანტო გემებზე – “იამალსა” და “აზოვზე” – მიიტანეს.

სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც.

ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ყირიმის ხიდი კი ჩაკეტილი იყო. გვიან ღამით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარ საკომუნიკაციო ცენტრს დაესხნენ თავს.

მსგავსი თემები