“ეს არის უბრალოდ ბლეფის გაგრძელება, მე მას აგენტს ვუწოდებ“ – თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ის მომენტი, როდესაც რაღაც ადამიანს არ ახსოვს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაღაც მომენტში შეიძლება არ ახსოვდა, მაგრამ არსებობს კანონმდებლობაში ასეთი ცნება – ჩვენების დაზუსტება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ  განაცხადა.

ფოფხაძე იმ ჩვენებას ეხმაურება, რომელიც კობა ჩიტაძეს ეკუთვნის. ადვოკატი მას პროკურატურის აგენტს უწოდებს, როგორც ცნობილია ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე დეტალურად აღწერს მომხდარის დეტალებს, რაც ადვოკატებისთვის არადამაჯერებელია:

“ის რაც არის ჩვენებაში, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არანირი აცდენა. ყველაფერი აიხსნა ჩვეულებრივად. ის მომენტი, როდესაც რაღაც ადამიანს არ ახსოვს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაღაც მომენტში შეიძლება არ ახსოვდა, მაგრამ არსებობს კანონმდებლობაში ასეთი ცნება – ჩვენების დაზუსტება. ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს ჩვენების დაზუსტება, იმ ეტაპზეც და შეიძლება 5 თვის მერეც დააზუსტოს.

ეს არის უბრალოდ ბლეფის გაგრძელება, ჩემთვის გაუგებარი არის, თუ ასე განუვითარებლად მიიჩნევს ჩვენ საზოგადოებას ბრალდების მხარე, რომ ასეთი ფინტის ჩატარებას აპირებს და საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებდა. მე მას აგენტს ვუწოდებ, მიამართვინეს სახალხო დამცველისთვის, თურმე ამ დანაშაულის შესახებ გაიგო, მაგრამ სახალხო დამცველს მიმართა. ძალიან საინტერესოა მისი საქმიდან გამომდინარე ოდესმე თუ მიუმართავს სახალხო დამცველისთვის. საერთოდ ვინ არის ეს პირი?! თუ ასეთი ევროპის კონვენციის მცოდნეა და თან სასაცილო ისაა, რომ საქმეს იცნობდა ბრწყინვალედ, ექსპერტიზის დასკვნას, იქ თვალბუდის არეში დარტყმაზე არის საუბარი. თან ირიბი მოწმეა, მაგრამ მე მას მოწმესაც არ დავარქმევდი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტი,” – განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები