დაამტკიცდა ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალ რეგულაციებს აწესებს

  •  

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა, თუმცა მისი მესამე მოსმენით განხილვა და 74 მომხრე ხმით მიღება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, დამატებით განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია – ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა.

ასევე, უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი. ასევე, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.

საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ხუთიდან რვა წლამდე. ინიციატივის გათვალისწინებით, თუ მითითებული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – შვიდიდან ათ წლამდე.

2018 წელს მმართველმა გუნდმა ცვლილებების მომზადების მიზეზად ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული სიკეთეების შენარჩუნება დაასახელა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “დაამტკიცდა ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალ რეგულაციებს აწესებს”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is in fact pleasant.

  4. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.