თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს იმ ადამიანების დახმარება, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები