ორგანიზაციები არიან გადამგდებები, ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი – მდინარაძე

,,ორგანიზაციები, რომლებიც თავის სიტყვას არ ასრულებენ და ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიციის შეცვლა გვიწევს, ისინი არიან გადამგდებები და ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი. ეგ არის სიმართლე”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე კითხვაზე – ,,რა ჰქვია ადამიანს, ვინც საკუთარ სიტყვას არ ასრულებს?”.

ცნობისთვის, გასული წლის მარტში ,,რუსული კანონის” გაწვევის შემდეგ ,,ოცნება” ამბობდა, რომ მსგავსი კანონის მიღებას აღარ გეგმავდნენ. მათ შორის მამუკა მდინარაძე აცხადებდა – ,,შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს, ასეთი საკითხების გადათქმის დროს”.

მსგავსი თემები