„აგენტების“ კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ

აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობებიდან „ჯიუტი“, „ტალღა“ და „კარი“ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისმა ნატა ფერაძემ. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან მისვლის მიზანი ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა – შეიქმნება ჯგუფი, სახელად ტალღა, სადაც მოქალაქეები აქციებისთვის მოემზადებიან და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად მიიღებენ, უმრავლესობით.

მსგავსი თემები