რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

უწყება წერს, რომ კანონის შემოტანა, თუნდაც შეცვლილი სახელით, ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა საქართველოს ორგანიზაციაში გაერთიანების გზაზე დაუსახა.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა.

ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები