პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა ქალი იყო, მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით – ელისაშვილი

ერთადერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი, და მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებსა და მის პერსპექტივაზე.

„ყველა ქალი იყო პრეზიდენტის თამადობით, ფონი იყო გადასარევი. გეგმების დასახვაზე არ გვილაპარაკია და არც სამოქმედო გეგმაზე. უბრალოდ სადილის დროს მიმოვიხილეთ, რა არის ქვეყანაში და რაღაც აზრები გავცვალეთ. ფიცი არ დაგვიდია და ხმალი არ აგვილესავს. სადილის დროს ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებზე, არჩევნების პერსპექტივაზე. აი, მე მედროშე ვიქნები და თქვენ ჩემი ამქარი ან რაღაცა ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები